ერედვის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირების), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ

ერედვის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირების), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები ერედვის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/03/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.147.016095
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
13
02/03/2015
ვებგვერდი, 10/03/2015
010250020.35.147.016095
ერედვის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირების), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ
ერედვის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (10/03/2015 - 02/05/2022)

 

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2015 წლის 2 მარტი

ქ. თბილისი

 

ერედვის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირების), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, 120-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების“ მე-11 მუხლის  საფუძველზე, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს:

ა) ერედვის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი  ოქმის (ადმინისტრაციული დაპირება) ფორმა თანდართული დანართი №1-ის შესაბამისად (დანართი №1 თან ერთვის 2 ფურცლად);

ბ) პირობების გარეშე გამოცხადებული აუქციონის ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა თანდართული დანართი №2 -ის შესაბამისად (დანართი №2 თან ერთვის 3 ფურცლად);

გ) პირობებით გამოცხადებული აუქციონის ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა თანდართული დანართი №3 -ის შესაბამისად (დანართი №3 თან ერთვის 4 ფურცლად);

დ) საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმა თანდართული დანართი №4-ის  შესაბამისად (დანართი №4 თან ერთვის 1 ფურცლად).

მუხლი 2
ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის თანდართული ფორმის ტექსტი შესაძლებელია შეიცვალოს მხოლოდ  მოქმედი კანონმდებლობისა და საპრივატიზებო ობიექტის თავისებურების გათვალისწინებით.
მუხლი 3
ოქმის და ელექტრონული ფორმით გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმა უნდა შეესაბამებოდეს წინამდებარე გადაწყვეტილების თანდართულ ფორმებს მიუხედავად ელექტრონული აუქციონის და დოკუმენტის ელექტრონულად გაცემის თავისებურებათა გათვალისწინებით.
მუხლი 4
პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში, ოქმი უნდა შეიცავდეს დადგენილ პირობებს, მუნიციპალიტეტის მიერ განკარგული ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის ოდენობას და მისი გადახდის ვადებს, პირგასამტეხლოს ოდენობას და გადახდის ვადებს,  „ერედვის  მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს მიერ დამტკიცებული წესით  გათვალისწინებული  პასუხისმგებლობის, მათ შორის, პირგასამტეხლოს დაკისრების შემთხვევებს.
მუხლი 5
ელექტრონული აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზების ელექტრონული ოქმი და მისი ამონაბეჭდი, აგრეთვე ელექტრონული ფორმით გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა და მისი ამონაბეჭდი წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს, თუ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, დოკუმენტის ნამდვილობა გადაამოწმოს აუქციონატორის ვებგვერდის მეშვეობით.
მუხლი 6
ელექტრონულ ოქმს და საკუთრების დამადასტურებელ მოწმობას აქვს იურიდიული ძალა, აუქციონატორის ერედვის  მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერის და ბეჭდის გარეშე.
მუხლი 7
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეემზარ ბერუაშვილი