დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ერედვის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირების), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 02 მარტის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | ერედვის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/05/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/05/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.147.016270 |
|
„ერედვის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირების), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 02 მარტის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლი მე-4 პუნქტის საფუძველზე, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ერედვის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირების), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 02 მარტის №13 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/03/2015; 010250020.35.147.016095) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების დანართი №1 შეიცვალოს ახალი დანართი №1-ით 2. დადგენილების დანართი №2 შეიცვალოს ახალი დანართი №2-ით 3. დადგენილების დანართი №3 შეიცვალოს ახალი დანართი №3-ით 4. დადგენილების დანართი №4 შეიცვალოს ახალი დანართი №4-ით
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ერედვის მუნიციპალიტეტი აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (ადმინისტრაციული დაპირება) № ----------- „----“ „-------------“ 20--- წელი ქ. თბილისი ა უქციონში გამარჯვებული პირის/ოქმის ადმინისტრაციული დაპირების მიმღები პირის მონაცემები:
__________________________________________________________________
_________________________________________________________________________________________
შეზღუდვა: ---------------------------------------------------------
აუქციონში გამარჯვებული პირის განცხადება: ვაცხადებ, რომ მონაწილეობა მივიღე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მოთხოვნების შესაბამისად, ერედვის მუნიციპალიტეტის მიერ მოწყობილ წინამდებარე აუქციონ ზე. აუქციონის შესახებ ინფორმაცია და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირება) პირობები ვიხილე ერედვის მუნიციპალიტეტის (აუქციონატორის) ოფიციალურ ვებ გვედზე ----------------------------------- და სრულად ვეთანხმები მას. ინფორმირებული ვარ, რომ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (შემდგომში - ოქმი) საფუძველზე 30 კალენდარული დღის ვადაში, უნდა გაფორმდეს აუქციონატორსა და ჩემს შორის წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში - ხელშეკრულება). ჩემთვის ცნობილია, რომ ჩემ მიერ ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა მართმევს ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის სტატუსს და გადახდილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დამიბრუნდება.
ერედვის მუნიციპალიტეტის გამგებელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი / -------------------------/ / --------------------------------/ (ხელმოწერა) ბ.ა. (სახელი, გვარი)
აუქციონში გამარჯვებული / -------------------------/ / -------------------------------/ (ხელმოწერა) (სახელი, გვარი)
. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი
№
2
|
ერედვის მუნიციპალიტეტის
პირობების გარეშე გამოცხადებული აუქციონის ნასყიდობის ხელშეკრულება № ----- “-------” “-------------- 20----წ” ქ. თბილისი 1. წინამდებარე ხელშეკრულება გაფორმდა:
(აუქციონში გამარჯვებულის - ფიზიკური პირის სახელი, გვარი/ იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი, მისამართი, საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები) მასზედ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 08 დეკემბრის №669 დადგენილების და ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული „ერედვის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის“ მოთხოვნათა შესაბამისად (ქონების რაოდენობრივი მაჩვენებელი, ქონების დასახელება, მონაცემები საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, ფართობი, წილის ოდენობა და ქონების სხვა აღწერილობა) მდებარე - ----------------------------------------------------------------------------------------- (ქონების მისამართი) ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური: --- (---------------) ლარი. (ციფრებით) (სიტყვიერად) შემდგომი პრივატიზების მიზნით ერედვის მუნიციპალიტეტის ან მის მიერ განსაზღვრული იურიდიული პირის – მიერ გამართულ № ---- აუქციონზე № ---- ლოტზე შემოთავაზებული ფასის: -----------------------–––––––--------------------------------- (ციფრებით და სიტყვიერად) საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად და მას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული „ერედვის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის“ მოთხოვნების შესაბამისად, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი №----- ოქმით და წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდგომ საკუთრებაში გადაეცემა:
(შემდგომში – ქონება) (ქონების დასახელება, მონაცემები საჯარო რეესტრიდან მათ შორის ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის ან/და ვალდებულებების თაობაზე საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა) 2.აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია აუქციონის პირობების მიხედვით: 2.1. აუქციონზე შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასური: --------- (-----------------------------------) ლარი.(ციფრებით და სიტყვიერად) გადაიხადოს წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (კალენდარული) დღის ვადაში შემდეგ საბანკო ანგარიშზე: 2.2 ბანკის დასახელება:----------------------------------------------------------------------------------- 2.3. ბ/კოდი :000000000 2.4. ანგ # 00000000 2.5. სხვა დამატებითი ინფორმაცია:------------------------------------------------------------------------- 3. სხვა პირობები და ვალდებულებები: 3.1. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, აუქციონის პირობები, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები; 3.2. ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან; 3.3. თუ აუქციონში გამარჯვებული დადგენილ ვადაში სრულად არ გადაიხდის სრულ საპრივატიზებო საფასურს და მომსახურების საფასურს, აუქციონის შედეგები უქმდება, აუქციონში გამარჯვებულს არ ეძლევა საკუთრების უფლება ქონებაზე, არ უბრუნდება შეტანილი ბე ან წარმოდგენილი საბანკო გარანტია, გადახდილი თანხები და ქონებაზე გაწეული ხარჯები არ უნაზღაურდება; 3.4. აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდილი ბე ჩაითვლება ანგარიშწორებისას; 3.5. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულს, სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის შემთხვევაში, წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უბრუნდება უკან; 3.6. ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვებულზე მფლობელობის და საკუთრების უფლება გადადის სრული საპრივატიზებო საფასურის და მომსახურების საფასურის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ; 3.7. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე მარეგისტრირებელ ორგანოში საკუთრების უფლების რეგისტრაციას უზრუნველყოფს და რეგისტრაციის ხარჯებს იხდის აუქციონში გამარჯვებული. 3.8.წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; 3.9. პრივატიზებულ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი; 3.10.ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად. ორი რჩება გამყიდველს, ხოლო ერთი გადაეცემა აუქციონში გამარჯვებულს; 3.11. აუქციონში გამარჯვებული ადასტურებს, რომ გაეცნო, ეთანხმება ხელშეკრულების შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს წინამდებარე ხელშეკრულებას. 4. მხარეები: საჯარო სამართლის იურიდიული პირი ერედვის მუნიციპალიტეტი ან შესაბამისი აუქციონატორი:
(ხელმომწერი) ---------------------------------------------------------------------------- (რეკვიზიტები) (ხელმოწერა)
აუქციონში გამარჯვებული პირი :
(ხელმომწერი) -------------------------------------------------- ------------------------------- (რეკვიზიტები) (ხელმოწერა)
---------------------------------- ბეჭდის ადგილი
|
დანართი №3
|
ერედვის მუნიციპალიტეტი
პირობებით გამოცხადებული აუქციონის ნასყიდობის ხელშეკრულება №----- “-------” “-------- ---------------20----წ” ქ. თბილისი 1.წინამდებარე ხელშეკრულება დაიდო (აუქციონში გამარჯვებულის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/ იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი, მისამართი, საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები) მასზედ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 08 დეკემბრის №669 დადგენილების და ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული „ერედვის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის“ მოთხოვნათა შესაბამისად
(ქონების რაოდენობრივი მაჩვენებელი, ქონების დასახელება, მონაცემები საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, ფართობი, წილის ოდენობა და ქონების სხვა აღწერილობა) მდებარე - --------------------------------------------- ------------------------------------------- (ქონების მისამართი)
ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური: ------ (----------) ლარი. (ციფრებით და სიტყვიერად) შემდგომი პრივატიზების მიზნით ერედვის მუნიციპალიტეტის ან მისი განსაზღვრული იურიდიული პირის მეშვეობით ჩატარებულ --------აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული ფასის: ---------------------------–––––––---------------------------------------------------------------------------------- (ციფრებით და სიტყვიერად) საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – აუქციონში გამარჯვებული) და მას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული „ერედვის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის“ მოთხოვნათა შესაბამისად, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი №------- ოქმით და წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდგომ საკუთრებაში გადაეცემა:
(შემდგომში– ქონება) (ქონების დასახელება, მონაცემები საჯარო რეესტრიდან მათ შორის ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის ან/და ვალდებულებების თაობაზე საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა) 2.აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია აუქციონის პირობების მიხედვით : 2.1. აუქციონზე შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასური: --------- (-----------------------------------) ლარი. (ციფრებით და სიტყვიერად) გადაიხადოს წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებიდან -------- (---------------კალენდარული) დღის ვადაში შემდეგ საბანკო ანგარიშზე: 2.2 ბანკის დასახელება:----------------------------------------------------------------------------------- 2.3. ბ/კოდი :000000000 2.4. ანგ. # 00000000 2.5. სახვა დამატებითი ინფორმაცია:------------------------------------------------------------------------- 3. სხვა პირობები და ვალდებულებები: 3.1 აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, შეძენილი ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მოთხოვნისთანავე, მათ შესრულებაზე წარუდგინოს ინფორმაცია მუნიციპალიტეტს (აუქციონატორს); 3.2 აუქციონში გამარჯვებულს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება გადაცემული ქონება განკარგოს, გადასცეს სხვას სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი; 3.3 აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, პრივატიზებული ქონების გასხვისების შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იგივე პირობებით, რაც გათვალისწინებულია ოქმითა და წინამდებარე ხელშეკრულებით.ასეთ შემთხვევაში ქონების გასხვისების შესახებ წინასწარ წერილობით უნდა შეთანხმდეს მუნიციპალიტეტთან; 3.4 შეძენილი ქონების სააუქციონო პირობებთან მიმართებაში ყოველი ახალი მესაკუთრე წარმოადგენს აუქციონში გამარჯვებულის უფლებამონაცვლეს; 3.5 ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მისი ოფიციალურად (წერილობითი ფორმით) დადასტურების მომენტიდან; 3.6 ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებული იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ოქმითა და ხელშეკრულებით ელექტრონული აუქციონის პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ: ა) ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, სრული საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელი თანხის 0.1% - დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% - დარღვევის დღიდან ყოველვადაგადაცილებულ დღეზე; გ) აუქციონში გამარჯვებულის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველდარღვევაზე - ელექტრონულ აუქციონზე დაფიქსირებული ქონების საბოლოო ფასის 0.05%. 3.7 ოქმისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდველის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმების საფუძვლად. აუქციონში გამარჯვებულს არ ეძლევა საკუთრების უფლება ქონებაზე, არ უბრუნდება შეტანილი „ბე“ ან წარმოდგენილი საბანკო გარანტია, გადახდილი თანხები და ქონებაზე გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება; 3.8 აუქციონში გამარჯვებულზე მფლობელობის და საკუთრების უფლება გადადის შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის, მომსახურების საფასურის და განვადების საფასურის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრულად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და შეძენილი ქონების სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ. ხოლო, წილებისა და აქციების შემთხვევაში - შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების მოწმობა გაიცემა და საკუთრების უფლება გადადის ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით; 3.9 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას მარეგისტრირებელ ორგანოში უზრუნველყოფს მესაკუთრე; 3.10 აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდილი ბე ჩაითვლება ანგარიშწორებისას; 3.11 ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულს, სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის შემთხვევაში, წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უბრუნდება უკან; 3.12 იმ შემთხვევაში თუკი ოქმითა და ხელშეკრულებით განსაზღვრულია შეზღუდვები,აღნიშნული განიხილება როგორც შეძენილი ქონების შემდგომი განკარგვის, განვითარებისთვის ან/და მუნიციპალიტეტის ინტერესებისათვის გასათვალისწინებელი პირობა; 3.13 პრივატიზებულ ობიექტზე ნებისმიერი ნებართვა, ლიცენზია გაიცემა ან/და სხვა ნებისმიერი საქმიანობა წარმოებს საპრივატიზებო შეზღუდვების გათვალისწინებით; 3.14 წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; 3.15 პრივატიზებულ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. 3.16 ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად. ორი რჩება გამყიდველს, ხოლო ერთი გადაეცემა აუქციონში გამარჯვებულს. 3.17 აუქციონში გამარჯვებული ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ხელშეკრულების შინაარსს, და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს წინამდებარე ხელშეკრულებას. 3.18 ხელშეკრულებას, რომელიც გამყიდველთან რჩება, თან ერთვის: ა) ამონაწერი საჯარო და/ან სამეწარმეო რეესტრიდან; ბ) იმ შემთხვევაში თუ აუქციონში გამარჯვებული იურიდიული პირია, იურიდიული პირის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება; გ) იმ შემთხვევაში თუ აუქციონში გამარჯვებული მოქმედებს წარმომადგენილის მეშვეობით წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. 4. მხარეები: საჯარო სამართლის იურიდიული პირი ერედვის მუნიციპალიტეტი ან შესაბამისი აუქციონატორი:
(ხელმომწერი) ---------------------------------------------------------------------------- (რეკვიზიტები) (ხელმოწერა)
აუქციონში გამარჯვებული პირი:
(ხელმომწერი) -------------------------------------------------- ------------------------------- (რეკვიზიტები) (ხელმოწერა)
---------------------------------- ბეჭდის ადგილი
|
დანართი №4
|
ერედვის მუნიციპალიტეტი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №–––––––– „------“--------------------20 წ. ეძლევა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(მესაკუთრე და მისი მისამართი) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––მასზედ,
რომ მას გადაეცა საკუთრებაში ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (ქონების დასახელება და მისამართი) _______________________________________________________________________________ (ქონების რაოდენობრივი მაჩვენებელი: წილის ოდენობა; უძრავი ქონების ფართობი)
__________________________________________________________________________________ (საიდენტიფიკაციო მონაცემები: საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი; სარეგისტრაციო ნომერი)
საფუძველი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (ოქმის და ხელშეკრულების დასახელება ნომერი) ოქმის და ხელშეკრულების შედგენის თარიღი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მოწმობა შედგენილია 3 ეგზემპლარად. ორი ეგზემპლარი გადაეცემა მესაკუთრეს, რომელთაგან ერთი წარედგინება მარეგისტრირებელ ორგანოს , მესამე ეგზემპლარი ინახება ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ძალაშია ოქმთან და ხელშეკრულებასთან ერთად, რომელიც მოწმობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
ერედვის მუნიციპალიტეტის გამგებელი ---------------------------------------------------------------------- (სახელი, გვარი) –––––––––––––––––––––––– (ხელმოწერა) ბ.ა. . |
უკან დაბრუნება

დოკუმენტის კომენტარები