საქართველოს ვიზის ბლანკის ფორმის, მისი შევსებისა და სამგზავრო დოკუმენტში დატანის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ვიზის ბლანკის ფორმის, მისი შევსებისა და სამგზავრო დოკუმენტში დატანის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-19
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 22/01/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 010120000.22.030.016126
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
01-19
22/01/2015
ვებგვერდი, 26/01/2015
010120000.22.030.016126
საქართველოს ვიზის ბლანკის ფორმის, მისი შევსებისა და სამგზავრო დოკუმენტში დატანის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (26/01/2015 - 27/02/2015)

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01-19

2015 წლის 22 იანვარი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ვიზის ბლანკის ფორმის, მისი შევსებისა და სამგზავრო დოკუმენტში დატანის წესის დამტკიცების შესახებ

,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის, მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა და ,,საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №524 დადგენილებით დამტკიცებული წესის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულების   და მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შექმნილი საქართველოს ინტერესთა სექციის მიერ გასაცემი საქართველოს ვიზის:

ა) ბლანკის ფორმა და აღწერილობა  (დანართი №1);

ბ)  ბლანკის  შევსებისა  და  სამგზავრო  დოკუმენტში  დატანის წესი (დანართი №2);

გ) ბლანკის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №3);

მუხლი 2
დაევალოს   საქართველოს    საგარეო   საქმეთა   სამინისტროს ადმინისტრაციულ  და  საკონსულო  დეპარტამენტებს  ამ  ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ვიზის ბლანკების დასამზადებლად საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების გატარება 2015 წლის  1 მარტამდე.
მუხლი 3
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს ამ ბრძანებით გათვალისწინებული საქართველოს ვიზის ბლანკის კანონმდებლობით დადგენილი  წესით დამზადება, შენახვა და აღრიცხვა.
მუხლი 4
ამჟამად მიმოქცევაში არსებული საქართველოს ვიზის ბლანკი ძალაშია 2015 წლის 1   მარტამდე.
მუხლი 5
ამ ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ვიზის ბლანკი ძალაშია 2015 წლის 1 მარტიდან.
მუხლი 6
ეს ბრძანება, გარდა მე-2 და მე-3 მუხლებისა, ამოქმედდეს 2015 წლის1 მარტიდან.
მუხლი 7
ამ ბრძანების მე-2 და მე-3 მუხლები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიდავით დონდუა