დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ვიზის ბლანკის ფორმის, მისი შევსებისა და სამგზავრო დოკუმენტში დატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2015 წლის 22 იანვრის №01-19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-390 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/11/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/11/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010120000.22.030.016398 |
|
„საქართველოს ვიზის ბლანკის ფორმის, მისი შევსებისა და სამგზავრო დოკუმენტში დატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2015 წლის 22 იანვრის №01-19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ვიზის ბლანკის ფორმის, მისი შევსებისა და სამგზავრო დოკუმენტში დატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2015 წლის 22 იანვრის №01-19 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 26/01/2015, 010120000.22.030.016126) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
ბრძანების: |
ა)
პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის, მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივნისის №280 დადგენილებით დამტკიცებული წესის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:“; |
ბ)
მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2 დაევალოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ და საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტებს ამ ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ვიზის ბლანკების დასამზადებლად საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების გატარება.“; |
გ)
მე-4, მე-5 და მე-6 მუხლები ამოღებულ იქნეს. |
2.
ბრძანებით დამტკიცებული: |
ა)
№1 დანართით (ბლანკის ფორმა და აღწერილობა) განსაზღვრული ბლანკის ფორმა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
ბ)
№2 დანართის (საქართველოს ვიზის ბლანკის შევსებისა და სამგზავრო დოკუმენტში დატანის წესი): |
ბ.ა)
მე-6 პუნქტის: |
ბ.ა.ა)
„ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) იდან – საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლო შემოსვლის თარიღი; გ) (ა)მდე – საქართველოს ტერიტორიის შესაძლო დატოვების თარიღი;“; |
ბ.ა.ბ)
„ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) მოსაკრებელი – ,,საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივნისის №280 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, ვიზის გაცემის საკითხის განხილვისათვის, საკონსულო მოსაკრებლის/სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ოდენობა ციფრებით და იმ ვალუტის საერთაშორისო აღნიშვნა, რომელ ვალუტაშიც გადახდილ იქნა საკონსულო მოსაკრებელი. საკონსულო მოსაკრებლის/სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შემთხვევაში მიეთითება აღნიშვნა „NO FEE“;“; |
ბ.ბ)
მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. გაცემული ვიზის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის (www.geoconsul.gov.ge) მეშვეობით, ვიზის ბლანკის ინდივიდუალური ნომრის და ვიზის გაცემის თარიღის მითითებით.“. |
გ)
№3 დანართის (საქართველოს ვიზის ბლანკის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი): |
გ.ა)
პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულების, მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შექმნილი საქართველოს ინტერესთა სექციისა (შემდგომში – საკონსულო სამსახური) და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის (შემდგომში – საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტი) მიერ საქართველოს ვიზის ბლანკების გამოყენება ხდება მათთვის გამოყოფილი დიაპაზონების ფარგლებში, ნუმერაციის თანმიმდევრობის დაცვით.“; |
გ.ბ)
მე-8 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) მოსაკრებელი – ,,საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივნისის №280 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, ვიზის გაცემის საკითხის განხილვისათვის, საკონსულო მოსაკრებლის/სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ოდენობა ციფრებით და იმ ვალუტის საერთაშორისო აღნიშვნა, რომელ ვალუტაშიც გადახდილი იქნა საკონსულო მოსაკრებელი. საკონსულო მოსაკრებლის გადახდისგან გათავისუფლების შემთხვევაში მიეთითება აღნიშვნა „NO FEE“;“. |
| მუხლი 2 |
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია საქართველოს ვიზის ბლანკის არსებული ფორმები გამოიყენოს მარაგის ამოწურვამდე. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები