„საქართველოს ვიზის ბლანკის ფორმის, მისი შევსებისა და სამგზავრო დოკუმენტში დატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2015 წლის 22 იანვრის N01-19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 01-47
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/02/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 010120000.22.030.016128
01-47
27/02/2015
ვებგვერდი, 27/02/2015
010120000.22.030.016128
„საქართველოს ვიზის ბლანკის ფორმის, მისი შევსებისა და სამგზავრო დოკუმენტში დატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2015 წლის 22 იანვრის N01-19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01-47

2015 წლის 27 თებერვალი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ვიზის ბლანკის ფორმის, მისი შევსებისა და სამგზავრო დოკუმენტში დატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2015 წლის 22 იანვრის №01-19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოს ვიზის ბლანკის ფორმის, მისი შევსებისა და სამგზავრო დოკუმენტში დატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2015 წლის 22 იანვრის №01-19 ბრძანებაში (ვებგვერდი, 26/01/2015, სარეგისტრაციო კოდი 010120000.22.030.016126) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 2.

დაევალოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ და საკონსულო დეპარტამენტებს ამ ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ვიზის ბლანკების  დასამზადებლად საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების გატარება 2015 წლის 1 მაისამდე.“;

ბ) მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 4.

ამჟამად მიმოქცევაში არსებული საქართველოს ვიზის ბლანკი ძალაშია 2015 წლის 1 მაისამდე.

მუხლი 5.

ამ ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ვიზის ბლანკი ძალაშია 2015 წლის 1 მაისიდან.

მუხლი 6.

ამ ბრძანების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2015 წლის 1 მაისიდან.

მუხლი 7.

ეს ბრძანება გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიდავით ჯალაღანია