,,საქართველოში ვიზის ბლანკის ფორმის, მისი შევსებისა და სამგზავრო დოკუმენტში დატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2015 წლის 22 იანვრის N01-19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 01-220
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 010120000.22.030.016133
01-220
31/07/2015
ვებგვერდი, 03/08/2015
010120000.22.030.016133
,,საქართველოში ვიზის ბლანკის ფორმის, მისი შევსებისა და სამგზავრო დოკუმენტში დატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2015 წლის 22 იანვრის N01-19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01-220

2015 წლის 31 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოში ვიზის ბლანკის ფორმის, მისი შევსებისა და სამგზავრო დოკუმენტში დატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2015 წლის 22 იანვრის №01-19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოში ვიზის ბლანკის ფორმის, მისი შევსებისა და სამგზავრო დოკუმენტში დატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2015 წლის 22 იანვრის №01-19 ბრძანებაში (ვებგვერდი, 26.01.2015, სარეგისტრაციო კოდი: 010120000.22.030.016126) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 2.

დაევალოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ და საკონსულო დეპარტამენტებს ამ ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ვიზის ბლანკების დასამზადებლად საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების გატარება 2016 წლის 1 აგვისტომდე.“.

ბ) მე-4, მე-5 და მე-6 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 4.

ამჟამად მიმოქცევაში არსებული საქართველოს ვიზის ბლანკი ძალაშია 2016 წლის 1 აგვისტომდე.

მუხლი 5.

ამ ბრძანებით დამტკიცებული ვიზის ბლანკი  ძალაშია 2016 წლის 1 აგვისტოდან.

მუხლი 6.

ამ ბრძანების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2016 წლის 1 აგვისტოდან.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიდავით დონდუა