დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 141 |
| დოკუმენტის მიმღები | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.124.016116 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/12/2014 - 30/01/2015)
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 61-ე მუხლის მეორე პუნქტისა და 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს კანონის ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტი დანართის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული არაფინანსური აქტივების თანხების დაფინანსება განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ წარმოდგენილი კონკრეტული პროგრამების დამტკიცების შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი |
თავი I ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები და გადასახდელები თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 4341,2 ათასი ლარის ოდენობით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 210 ათასი ლარის ოდენობით.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 3811.2 ათასი ლარის ოდენობით
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 6.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 320 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 7.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 4041.1 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 300.1ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 300.1 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 9.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 0 ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
|
მუხლი 12.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 30.0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებების შესაბამისად. |
მუხლი 13.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 45.0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 78 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 5.0 ათასი ლარი;
|
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი |
სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერერი განისაზღვროს 0 ლარით |
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
თავი II ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 16.
ბაღდთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
სტიქიური უბედურების , სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება. არსებული რესურსებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა, რაც აუცილებელია მაშველების ოპერატიული მოქმედებისათვის. საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ბაღდათის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა აღრიცხვა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
სტიქიური უბედურების, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით არსებული რესურსებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით სახანძრო სამაშველო სამსახურის შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა, რაც აუცილებელია მაშველების ოპერატიული მოქმედებისათვის.
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ბაღდათის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა აღრიცხვა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა–შენახვა,. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური და შიდა საქალაქო და სასოფლო გზების, მგომარეობის შენარჩუნება. ზამთრის პერიოდში განხორციელდება გზების ტენიკური მარილით დამუშავება, ხოლო დიდთოვლიანობის შემთხვევაში ჭარბი თოვლისგან გაწმენდა. 2. 2. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია 400 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების არსებული ქსელის მოვლა-შენახვის და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინასება. . უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავება. 2.2.1.დასუფთავების ღონისძიებები 200 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02 01) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გავალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და ნარჩენების გატანა, გარე ქსელის ბუნკერების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გათავისუფლება. ქალაქის იერსახის შესანარჩუნებლად და მოსახლეობის უსაფრთხოებისათვის მოხდება უმეთვალყურო ცხოველების იზოლაცია. 2.2.2.გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია 200 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02 04) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გზებისა და უბნების განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია, ქალაქის იერსახის შენარჩუნებისა და შემდგომი გაუმჯობესების მიზნით დეკორატიული მინათებების მოწყობა; 2.3. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები 10 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული სკვერებისა და პარკების მოვლა-შენახვა შადრევნების ექსპლოატაცია, , სადღესასწაულო დღეებისათვის ქალაქის გაფორმება, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა შენობების აღრიცხა–შეფასების მიზნით საკადასტრო აზომვითი ნახაზების დამზადება. 3. განათლება 670 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მთლიანად დაფინასდება ბავშვთა კვების თანხა. მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა 3.1.სკოლამდელი განათლება 600 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 15 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 650 ბავშვი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, სრულად ფინასირდება ბავშვთა კვების თანხა მათ შორის მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს. 3.2. სკოლის გარეშე განათლება 70 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 04 03) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი. აქვე ფუნქციონირებს შემოქმედებითი და ტექნიკური წრეები, სადაც მოსწავლე ახალგაზრდობა ეუფლება შესაბამის განათლებას.
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად ერთად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს. 4.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა 175 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტული სკოლის ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 2015 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და დაფინანსდება:
მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 2015 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება:
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე ზოგიერთ ტაძარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები.
5.1. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 5.2. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება 45 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
5.3. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა 300 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევა სტიიქით დაზარალებულ მოსახლეობას, მიყენებული ზარალის მოცულობიდა გამომდინარე, მაგრამ არა უმეტეს 2 ათასი ლარისა. 5.3.1. სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა ოჯახის წევრებზე სამედიცინო დახმარება 157 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 01 ) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
5.3.2. სარიტუალო მომსახურება 8 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 02 ,06 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
5.3.3. უფასო სასადილოს დაფინანსება 45 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
5.3.4. ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა 20 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია
მეორე შვილის შეძენა––100 ლარი მესამე შვილის შეძენა––150 ლარი მეოთხე და მეტი შვილის შეძენა––250 ლარი 5.3.5. სტიქიური უბედურების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება 45 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია
5.3.6. სადღესასწაულო დახმარების პროგრამა 5 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 08) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილე და მათთან გათანაბრებული პირებისათვის სასაჩქმე პაკეტების შეძენა |
მუხლი 17.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები