დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის №141 დადგენილებაში „ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 38 |
| დოკუმენტის მიმღები | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 16/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/06/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.124.016154 |
|
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის №141 დადგენილებაში ,,ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 61-ე მუხლის მეორე პუნქტისა და 24-ე მუხლის ,,დ.ა.“ პუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილებები ,,ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის №141 დადგენილებაში (საკანონმდებლო მაცნე, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.124.016116)
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეორე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები და გადასახდელები თანდართული რედაქციით:
3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მესამე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 3. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 7110.1 ათასი ლარის ოდენობით:
4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეოთხე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 4. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 210 ათასი ლარის ოდენობით
5. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეხუთე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 5. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 6548.1 ათასი ლარის ოდენობით
6. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეექვსე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 6. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 352 ათასი ლარის ოდენობით:
7. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეშვიდე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 7. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 4438.7 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
8. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მერვე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 8. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 3730 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 3730 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
9. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეცხრე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 9. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
10. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეათე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 10. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 1058.6 ლარის ოდენობით. 11. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეთერთმეტე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით მუხლი 11. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება
12. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეთორმეტე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 12. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 30.0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებების შესაბამისად. 13. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეცამეტე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 13. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 1.დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 128.0 ათასი ლარი მიიმართოს: ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 45.0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 78 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 5.0 ათასი ლარი; 2, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. 14. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეთოთხმეტე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 14. სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერი სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერერი განისაზღვროს 1543.5 ათასი ლარით. „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმარველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 20.01.2015 წლის №39 განკარგულებით გამოყოფილი 2253 ათასი ლარი. ბაღდათის ზეგანი–საკრაულას 21 კმ საავტომობილო გზის მონაკვეთის ასფალტირება; სოფლებში: ხანი, ეწერი, მეორე ობჩა, პირველი ობჩა, წითელხევი, ფერსათი საბავშო ბაღების მშენებლობის და რეაბილიტაციის პროექტირება, სოფ.ფერსათი-როკითი-დიდველა- ვარციხის დამაკავშირებელი ადგილობრივი გზების მოასფალტების პროექტირება, ქ.ბაღდათში მრავალბინანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია, და ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტირება, ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაციის პროექტირება, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ფერსათი, როკითი-დიდველა-ვარციხის დამაკავშირებელი ადგ.მნიშვნელობის ს/გზის მოასფალტება, ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაცია, წითელხევის საბავშო ბაღის რეაბილიტაცია, როხი-სალომინოოს ადგ.მნიშვნელობის ს/გზის რეაბლიტაცია. „სოფლის მხადამჭერი პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმარველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 12.03..2015 წლის № 506 განკარგულებით გამოყოფილი 483,9 თასი ლარი. 15. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეთხუთმეტე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 15. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 16. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეთექვსმეტე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 16. ბაღდთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები 1. თავდაცვა და უსაფრთხოება 298,4 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 02 00) სტიქიური უბედურების , სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება. არსებული რესურსებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა, რაც აუცილებელია მაშველების ოპერატიული მოქმედებისათვის. საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ბაღდათის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა აღრიცხვა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 1.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 220.4 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 02 01) სტიქიური უბედურების, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით არსებული რესურსებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით სახანძრო სამაშველო სამსახურის შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა, რაც აუცილებელია მაშველების ოპერატიული მოქმედებისათვის.
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ბაღდათის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა აღრიცხვა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 2.ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია 3259,7 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა–შენახვა,. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური და შიდა საქალაქო და სასოფლო გზების, მგომარეობის შენარჩუნება. ზამთრის პერიოდში განხორციელდება გზების ტენიკური მარილით დამუშავება, ხოლო დიდთოვლიანობის შემთხვევაში ჭარბი თოვლისგან გაწმენდა. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური და შიდა საქალაქო და სასოფლო გზების, მგომარეობის შენარჩუნება. მოხდება არსებულის რეაბილიტაცია და ახლის მშენებლობა. 2015 წელს გაგრძელდება ბაღდათი ზეგანი საკრაულას 21 კმ გზის ნაწილის ასფალტირება 2.2. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია 650,3 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების არსებული ქსელის მოვლა-შენახვის და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინასება. . უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავება, სანიაღვრე არხების მოვლ შენახვა და რეაბილიტაცია, რეაბილიტირებული იქნება მრავლბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავები და კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია. 1. დასუფთავების ღონისძიებები 370 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02 01) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გავალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და ნარჩენების გატანა, გარე ქსელის ბუნკერების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გათავისუფლება. ქალაქის იერსახის შესანარჩუნებლად და მოსახლეობის უსაფრთხოებისათვის მოხდება უმეთვალყურო ცხოველების იზოლაცია. 1. გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია 230 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02 04) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გზებისა და უბნების განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია, ქალაქის იერსახის შენარჩუნებისა და შემდგომი გაუმჯობესების მიზნით დეკორატიული მინათებების მოწყობა; 2. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები 17 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული სკვერებისა და პარკების მოვლა-შენახვა შადრევნების ექსპლოატაცია, , სადღესასწაულო დღეებისათვის ქალაქის გაფორმება, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა შენობების აღრიცხა–შეფასების მიზნით საკადასტრო აზომვითი ნახაზების დამზადება. 2,4 სოფლის მხარდამჭერი პროგრამა 483,9 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 04) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში სოფლებში, სოფლის მოსახლების გადაწყვეტილებით ინფრასტრუქტურის ობიექტების რეაბილიტაცია 3. განათლება 1024,8 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მთლიანად დაფინასდება ბავშვთა კვების თანხა. მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა. მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 15 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 650 ბავშვი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, სრულად ფინასირდება ბავშვთა კვების თანხა მათ შორის მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს. 2015 წელს აშენდება და რეაბილიტაცია გაუკეთდება სოფლებში: ხანის, ეწერის, მეორე ობჩის, პირველი ობჩის, წითელხევის, ფერსათის საბავშო ბაღებს. 4. კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი 809,8 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად ერთად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტული სკოლის ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 2015 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და დაფინანსდება:
მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვა პოპულარიზაციის, ქართული ფოლკლორის გავრცელების, მოსწავლე-ახალგაზრდობის თავისუფალი დროის სწორი ორგანიზების, სამუსიკო-საგანმანათლებლო და თეატრალური ხელოვნების, ტურიზმის განვითარებისა და მოსახლეობის საინფორმაციო უზრუნველყოფის მიზნით, პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 2015 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება:
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე ზოგიერთ ტაძარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.
პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევა სტიიქით დაზარალებულ მოსახლეობას, მიყენებული ზარალის მოცულობიდა გამომდინარე, მაგრამ არა უმეტეს 2 ათასი ლარისა.
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია
მეორე შვილის შეძენა––100 ლარი მესამე შვილის შეძენა––150 ლარი მეოთხე და მეტი შვილის შეძენა––250 ლარი
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილე და მათთან გათანაბრებული პირებისათვის სასაჩუქრე პაკეტების შეძენა 17. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეჩვიდმეტე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 17. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები