დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სენაკის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 69 |
| დოკუმენტის მიმღები | სენაკის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.108.016204 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/12/2014 - 23/02/2015)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის ,,დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 78-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს სენაკის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტი თანდართული სახით. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სენაკის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №20 დადგენილება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი №1 |
სენაკის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტი |
თავი I სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
|
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 6997,800 ათასი ლარის ოდენობით.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 1000.0 ათასი ლარის ოდენობით.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 5097,8 ათასი ლარის ოდენობით.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
|
განისაზღვროს სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 900.0 ათასი ლარის ოდენობით.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 6777,320 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 220,480 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 220,480 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 0
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 9.
. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 10.
სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო არის 0 |
მუხლი 11.
სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1.განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება-0 2.განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 0. |
მუხლი 12.
სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 0 |
მუხლი 13.
სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 50,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებების შესაბამისად. |
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 113,4 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ და საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 71,6 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ და „იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 10,0 ათასი ლარი;
|
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
თავი II სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 16.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მიწისძვრის, სახანძრო და სხვა სტიქიური შემთხვევების პრევენციის მიზნით დაგეგმილია სამსახურის პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა, კომუნალური პირობების გაუმჯობესება. საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის სენაკის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 1.1. საგანგებო სიტუაციების მართვა (პროგრამული კოდი 02 01) საგანგებო სიტუაციების (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა, მეწყერი, ავტოსატრანსპორტო შემთხვევები და სხვა ბუნებრივი და ტექნოლოგიური ხასიათის სტიქიური უბედურებები) სალიკვიდაციოდ პრევენციის მიზნით აუცილებელია სამსახურის პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა, ხანძრის ჩაქრობის და სამაშველო ღონისძიებების ორგანიზებისას აუცილებელია პირადი შემადგენლობის ტექნიკური და პროფესიული მომზადების სრულყოფა, სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის შენობის და კომუნალური პირობების გაუმჯობესება. 1.2. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის სენაკის მუნიციპალიტეტში ხორციელდება გაწვევის პუნქტებამდე წვევამდელების ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განხორციელდება: საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია, გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია, სკვერების, პარკების, გამწვანების ობიექტების რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია, მოეწყობა სპორტული მოედნები, დაფინანსდება ქალაქის კეთილმოწყობის სამუშაოები, სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის სხვადასხვა პროექტები.
2.1. გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოვლა შენახვის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში რეაბილიტირებული იქნება ძირითადი გზები, ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგება ქალაქის ქუჩებში, მოიხრიშება და მოწესრიგდება თემების/სოფლის შიდა საუბნო გზები.
2.2. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02)
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია, გარე განათების ქსელის მოწყობა-რეაბილიტაცია, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება და განხორციელდება უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლაცია.
2.2.1. კეთილმოწყობის, დასუფთავების და გამწვანების მოვლა-პატრონობის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 02 03)
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა, როგორც საცხოვრებელი სახლების ეზოებიდან ასევე ქალაქის სხვა ტერიტორიიდან. აგრეთვე გათვალისწინებულია ქალაქის ქუჩებისა და ტროტუარების აღდგენა, სკვერების პარკებისა და გამწვანების ობიექტების რეაბილიტაცია. შადრევნების მოვლა-შენახვა და ექსპლოატაცია, საგზაო ნიშნების და ფეხით მოსიარულეთა ტროტუარების მოწყობა, სადღესასწაულო დღეებისათვის ქალაქის გაფორმება და სხვა ღონისძიებები.
2.2.2. უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლაცია (პროგრამული კოდი 03 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში ხორციელდება მაწანწალა ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზირებულ თავშესაფარში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება.
2.3. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 04)
ქვეპროგრამა ითვალიწინებს საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილი სახსრებით სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სენაკის მუნიციპალიტეტის ყველა თემში ადგილობრივი მოსახლეობის მიერ წარდგენილი პრიორიტეტების გათვალისწინებით კერძოდ, გზებისა და ხიდების რეაბილიტაცია, ნაპირსამაგრი ჯებირების მშენებლობა, სასაფლაოების შემოღობვა, საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია, გარე განათების, მინი სპორტული მოედნების მოწყობა და სხვა .
2.4. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 06) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული სკვერებისა და პარკების კეთილმოწყობის სამუშაოები, შადრევნების მოვლა-შენახვა და ექსპლოატაცია, საგზაო ნიშნების გადასასვლელებისა და ფეხით მოსიარულეთათვის ტროტუარების მოწყობა, სადღესასწაულო დღეებისათვის ქალაქის გაფორმება, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა შენობების რეაბილიტაცია და სხვა ღონისძიებები.
2.5. სოფლის მეურნეობა (პროგრამული კოდი 03 09) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება: მუნიციპალიტეტში ვაზისა და ხეხილის ეროვნული სანერგე მეურნეობიდან თანამედროვე სანერგე მასალის შეძენა და სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობა ტერიტორიული ორგანოებსა და სააღმზრდელო დაწესებულებებში; ტერიტორიული ორგანოების სპეციალისტების გადამზადება ხეხილის ნერგების გასხვლა–მოყვანის შესწავლის მიზნით; თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და მოსახლეობის ინფორმირებულობის მიზნით დაინტერესებული პირების გაყვანა სხვადასხვა რეგიონებში აგრარული სექტორის მიღწევების გაცნობის მიზნით; სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სხვა ორგანიზაციების მიერ მოწყობილ ფესტივალებსა (ქართული ყველის, ქართული ღვინის) და სერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მიღება.
3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა და ახალი ბაღების მშენებლობა. სკოლამდელი განათლების გარდა მოსწავლე-ახალგაზრდობის სულიერ განვითარებას ხელ უწყობს ა.ი.პ. „სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი“ რომელიც ფინანსდება სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
3.1. სკოლამდელი განათლების ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 04 01) მომავალი თაობების აღზრდაში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს განსაკუთრებული როლი ეკისრება. ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების უმნიშვნელოვანესი ეტაპი სწორედ საბავშვო ბაღებში ხდება. აქ ეყრება საფუძველი მოზარდის ჯანმრთელობის განმტკიცებასა და მის სკოლამდელ აღზრდას. მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 25 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 1298 ბავშვი. 2013 წლის სექტემბრიდან საქართველოს მთავრობის დადგენილებით შემოღებულ იქნა უფასო კვება. მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯებს, მათ შორის მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს, ასევე ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს 2015 წლისათვის მოსალოდნელია ბაღების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და მოწესრიგება, მატერიალურ–ტექნიკური ბაზის განახლება. ბაღებს კოორდინაციას უწევს ა.ი.პ. ,,სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანება”.
3.2. საჯარო სკოლების პედაგოგებზე დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 04 02) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება საჯარო სკოლებიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ქალაქიდან თემში და თემიდან ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლე მასწავლებელთა სუბსიდირება.
3. 3. მოსწავლე-ახალგაზრდობის კლასგარეშე და სკოლის გარეშე მუშაობის ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 04 03) თავისუფალი დროის სწორი დაგეგმვა და მისი სწორად გამოყენება ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტია მოსწავლე –ახალგაზრდობის ცენტრის თანამშრომლებისათვის. თანამედროვე ახალგაზრდებში ესთეტიკური დონის ამაღლებისა და სწორი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებისათვის ცენტრი თავის აღსაზრდელებთან ერთად მართავს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს. თითოეული ღონისძიება ითვალისწინებს მოსწავლის მეტყველების დახვეწას.სასცენო კულტურის შეძენას, როლურ თამაშებს. სენაკის მოსწავლე–ახალგაზრდობის ცენტრმა გადო მეგობრობის ხიდი ლენტეხის ახალგაზრდობის სახლთან, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მიერ სხვადასხვა კუთხის ტრადიციების, ხელოვნებისა და კულტურის გაცნობას. გარდა ამისა მოსწავლე–ახალგაზრდები ხელმძღვანელების დახმარებით მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მასშტაბით გამოცხადებულ ფესტივალებში. ჩაატარებენ შეხვედრებს ლიტერატურისა და ხელოვნების მოღვაწეებთან, პოეზიის საღამოებს, ნორჩ შემოქმედთა შეკრებებს, ლიტერატურულ–შემოქმედებით საღამოებს, ინტელექტუალურ კონკურსს ,,ეტალონს“. მეთოდურ–პრაქტიკულ დახმარებას გაუწევენ მუნიციპალიტეტის სკოლებს, წრეებს. ყურადღებას დაუთმობენ რეწვითი ხელოვნების განვითარებას.
4. კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეუწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და მის ღირსეულ გაგრძელებას. ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება.
4.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება.
4.1.1. სპორტის ხელშეწყობის ღონისძიებათა პროგრამა ( პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში სპორტის ხელშეწყობის კუთხით ფუნქციონირებს სასპორტო გაერთიანება (რომლის შემადგენლობაში შედის სპორტის სასახლე, სასპორტო სკოლა. პროგრამის მთავარ დანიშნულებას წარმოადგენს სპორტის პროპაგანდა, სპორტული მონაცემების მქონეახალგაზრდების გამოვლენას, მათი დაოსტატებისათვის ზრუნვას, სპორტული ღონისძიებების მომზადებას და ჩატარებას. სპორტისა და ფიზიკურ აღზრდასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების ორგანიზაციას. ამჟამად ფუნქციონირებს სპორტის სხვადასხვა სახეობების 28 სექცია, მათ შორის: ძიუდო ( 2 სექცია) 30 ბავშვზე; ბერძნულ-რომაულ ჭიდაობის (3 სექცია) 78 ბავშვზე; კარატეს (2 სექცია) 35 ბავშვზე; ჭადრაკი (3 სექცია) 35 ბავშვზე; რაგბი (3 სექცია) 98 ბავშვზე; კალათბურთი (4 სექცია) 66 ბავშვზე; კრივის 4 სექცია 53 ბავშვზე, ფუნქციონირებს ტაიკვანდოს 2 სექცია 46 ბავშვზე, ხელბურთის 1 სექცია 20 ბავშვზე, ფუტსალის 1 ჯგუფი 12 ბავშზე, რაგბი ,,II” ლიგა 1 ჯგუფი 20 ბავშვზე, რაგბი ,,ჯიხა“ 1 ჯგუფი 35 ბავშვზე, მაგიდის ჩოგბურთი 1 ჯგუფი 12 ბავშვზე. წლის განმავლობაში ეწყობა ნათლისღებისადმი მიძღვნილი ბლიც-ტურნირი ჭადრაკში, შიდა ღია ჩემპიონატი მოკლე ნარდში, ი.ნარმანიას ხსოვნისადმი მიძღვნილი რეგიონალური ტურნირი ძიუდოში,შ.ჯავახიას და თ.ვახანიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღია ტურნირი კრივში, მხიარული სტარტები, მუნიციპალიტეტის პირველობა სკოლებს შორის, პირველობა ჭადრაკში 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღია ტურნირი გოგონებს შორის კალათბურთში, ნ.ჯანჯღავას ხსოვნის ტურნირი ჭადრაკში, რაიონული პირველობები სკოლებს შორის, ზაზა ფაჩულიას სახელობის ფესტივალი (სენაკი მოწვეული გუნდები), სენაკის მუნიციპალიტეტის პირველობა სკოლებს შორის მძლეოსნობაში, სენაკში რაგბის დაარსების 20 წლის დღისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ფესტივალი რაგბში, რეგიონალური პირველობა (სკოლის ასაკი) კარატეში,დამსახურებული მწრთვნელების გოგოლისა და ჩვამანიას ხსოვნის რეგიონალური ტურნირი ბერძნულ- რომაულ ჭიდაობაში, კ.ჯოჯუას, შ.მორჩილაძის და ა.მურღულიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, პირველობა შ.ჩიქობავას სახელობის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჭადრაკში, რეგიონალური პირველობა (სკოლის ასაკი) კარატე-დო, კ.ნარმანიას ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი კალათბურთში, რაიონული პირველობა სკოლებს შორის მკლავჭიდში.
4.1.2. ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 01 02) ქვეპროგრამის ფარგლებში ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ფუნქციონირებს ერთი გოგონათა და ხუთი ვაჟთა გუნდი, ფუტსალის 1 გუნდი, სულ დღეის მდგომარეობით, არის 140 სპორტსმენი. მათ შორის: ხუთი გუნდი მონაწილეობს სამეგრელოს რეგიონის ჭაბუკთა გათამაშებაში, ხოლო ერთი გუნდი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე ლიგის გათამაშების მონაწილეა. ასევე ფუტსალის ვაჟთა გუნდი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ფუტსალის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ეროვნულ ჩემპიონატში.ცენტრის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მოსწავლეების (სპორტმენების), აგრეთე სელექციის მეშვეობით შერჩეული პერსპექტიული ჭაბუკებისა და გოგონების მზადების წლიური საწვრთნელო პროცესების ორგანიზება, როგორც საქართველოს საფეხბურთო ნაკრების, ასევე უმაღლესი ლიგის გუნდებისათვის რეზერვების მომზადება. პროგრამა ხელს უწყობს ახალგაზრდა ფეხბურთელების დაოსტატებას. პროგრამა ითვალისწინებს აგერთვე ცენტრის მოსწავლეებისათვის მატერიალურ-ტექნიკური და სამწრთვნელო ბაზის შექმნას, სამედიცინო დიაგნოსტიკური, სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცესების ორგანიზებას, სოციალური პირობების გაუმჯობესებას.
4.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, ჩატარდება სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები.
4.2.1. კულტურული ღონისძიებების პროგრამა ( პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ა.ი.პ,,სენაკის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის” სუბსიდიური დაფინანსება, რომელიც ხელს უწყობს ქართული ფოლკლორის განვითარებას, თანამშრომლობს ხელოვნების სხვადასხვა დარგის მოღვაწეებთან, შემოქმედებით კოლექტივებთან, ცალკეულ ხელოვანებთან, სხვადასხვა დარგის დამსახურებულ მოღვაწეებთან, ატარებს სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებებსა და ფესტივალებში. აწყობს სახვითი დეკორატიული-გამოყენებითი და ხალხური შემოქმედების ნაწარმოებების გამოფენას სამხატვრო გალერეის საგამოფენო სივრცეში. მართავს და მითითებებს აძლევს მის დაქვემდებარებაში მყოფ სტრუქტურულ ერთეულებს. კულტურის ცენტრი უზრუნველყოფს ბიბლიოთეკების, მუზეუმების და კულტურის სახლების ფუნქციონირებას. მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 16 ბიბლიოთეკა, 1 ცენტრალური და 15 სათემო. მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკები წლის განმავლობაში ბიბლიოთეკები ემსახურება 15 ათასამდე მკითხველს, მათ შორის 1-9 კლასის 3 ათასამდე მოსწავლეს. ბიბლიოთეკებში გასულ წელს შემოვიდა 1268 ცალი წიგნი (მათ შორის საჩუქრის სახით 25 ცალი). ცენტრალურ ბიბლიოთეკაში 26 დასახელების ჟურნაალ–გაზეთი, ყველა თემი ღებულოს რამოდენიმე დასახელების პერიოდიკას. ბიბლიოთეკაში ტარდება სხვადასხვა სახის მასობრივი ღონისძიებები, ეწყობა შეხვედრები, მკითხველთა კომფერენციები, ატარებს საუბრებს, აწყობს გამოფენებს, მართავს სხვადასხვა სახის მასობრივ ღონისძიებებს. ბიბლიოთეკებს გააჩნია თავისი ფუნქციები და დადგენილი წესებითა და ფუნქციებით ემსახურება ყველა კატეგორიების მკითხველს, მიუხედავად ასაკისა, მრწამსისა. ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს ლიტერატურის ფართო ინფორმირებას. ბიბლიოთეკის საქმიანობას წარმარტავენ სპეციალისტები, ბიბლიოთეკარები, რომელთაც აქვთ კევალიფიკაცია და პროფესიონალური ცოდნა, პასუხისმგებელნი არიან მთლიანად წიგნად ფონდზე და საერთოდ მუშაობაზე და წლის განმავლობაში გაიცემა მკითხველზე დაახლოებით 174000 წიგნი. მუნიციპალიტეტში სულ არის 156623 წიგნი. ცენტრი კოორდინაციას უწევს ჟ.შარტავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, მისი მისია მდგომარეობს მის ტერიტორიაზე ოდითგანვე და დღემდე მცხოვრებ ხალხთა ისტორიის ყოფისა და შემოქმედებითი სულის შენარჩუნებაში, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მოსახლესობისა სტუმრისათვის მის გაცნობაში.მუზეუმი ეძიებს , იკვლევს და სწაცლობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ კულტურულ ფასეულობებს, ორიენტირებულია კოლექციების შევსებაზე. დგება საზოგადოებასთან ურთიერთობის სხვადასხვა პროგრამები. მუზეუმში განათლებას იღებს ყველა კატეგორიის ადამიანი, მოსწავლე–ახალგაზრდობისათვის იგი წარმოადგენს ცოდნის განმტკიცების კერას. მუზეუმის ფონდშ ი 4617 ექსპონატია. ჟიული შარტავას, თეოფანე დავითაიას. არნოლდ ჩიქობავას მუზეუმების მიზანია მათი ცხოვრებისა და მოღვაწეობის პროპაგანდა–პოპულარიზაცია. სამუზეუმო კოლექციებში ძირითადად წარმოდგენილია მათი ცხოვრების ამსახველი ფოტო მასლებითა და პირადი ნივთებით. მუზეუმის დამთვარიელებლისუმრავლესობა სენაკის და მეზობელი მუნიციპალიტეტების მკვიდრია. დამთვალიერებელთა შორის ჭარბობს მოსწავლე–ახალგაზრდობა. კულტურის სახლის საქმიანობას წარმართავს სპეციალისტები და კოორდინატორები, რომლებიც ქალაქად და თემებში აწარმოებენ კულტურულ და მასობრივ ღონისძიებებს. აგროვებენ ფოლკლორის ნიმუშებს და ახდენენ მის პოპულარიზაციას.
4.2.2 . სამუსიკო ხელოვნების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ა(ა).ი.პ სსსდ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლა” რაც გამოიხატება ძირითადად შრომის ანაზღაურების სუბსიდირებაში. სკოლაში ფუნქციონირებს საფორტეპიანო, საორკესტრო(ვიოლინო) განყოფილება, საგუნდო სიმღერის სპეციალობა - სწავლის ხანგრძლივობა 7 წელი, საესტრადო განყოფილება, გიტარისსა და ხალხური საკრავთა ფასიანი ჯგუფები-სწავლის ხანრგძლივობა 5 წელია. ბავშვთა რაოდენობა სკოლაში შეადგენს 223 აღსაზრდელს. მშობელთა შენატანი თვეში: საესტრადო განყოფილებაზე 18 ლარია; ფორტეპიანოზე 20 ლარი; ვიოლინოზე 15 ლარი; საგუნდოზე 20 ლარი. ფუნქციონირებს ფასიანი ჯგუფები: გიტარა 20 და 25 ლარი და ხალხური საკრავები 20 ლარი. სკოლის აღსაზრდელები მონაწილეობენ შიდასასკოლო, რეგიონალურ, რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონკურსებში, ფესტივალებსა და სხვა ღონისძიებებში. სკოლა ზრუნავს გამოავლინოს და წარმოაჩინოს განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეები, დაეხმაროს მათ პროფესიული ორიენტაციის ჩამოყალიბებაში, მუსიკალური კარიერის გაგრძელებაში.
4.2.3. საბავშვო სამხატვრო სკოლის ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსირდება ა.ი.პ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლა” . ბავშვთა რაოდენობა სკოლაში შეადგენს 60 ბავშვს, მშობელთა შენატანი თვეში 5 ლარია. სკოლაში ეწყობა შიდა საკლასო გამოფენები. სემესტრის ბოლოს საერთო სასკოლო გამოფენა. გამოფენებში ვლინდებიან საუკეთესო ნიჭის მქონე მოსწავლეები. წარმატებული მოსწავლეები ჯილდოვდებიან სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით.
4.2.4. თეატრალური კულტურის ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ს.ს.ი.პ სენაკის აკ.ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დაფინანსება, რაც გამოიხატება შრომის ანაზღაურების სუბსიდირებაში. თეატრში არსებობს რეპერტუარი, რომელიც ეხმარება საზოგადოებას, განსაკუთრებით ახალგაზრდობის წინაშე არსებული პრობლემების დაძლევაში. ყოველწლიურად თეატრი ანხორციელებს 3-4 სპექტაკლს, როგორც საბავშვო, ასევე მოზარდ მაყურებელთათვის. 4.3. ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდობის ჩართულობას ქალაქის ცხოვრებაში. რათა შევუქმნათ მათ პირობები სხვადასხვა ახალგაზრდული ღონისძიებების ექსკურსიების, თუ ახალგაზრდულ ბანაკებში დასვენებისათვის. 4.4. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების მოვლა-პატრონობა (პროგრამული კოდი 05 04) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების მოწყობა და პატრონობა, რაც გულისხმობს სასფლაოებზე ბალახის, ბუჩქების და ხეების გაკრეჭას; წყალრანირების სისტემის, წყლის ქსელის, გზების შემორაგვას, საფეხურების და სასაფლაოს სხვა სტრუქტურების წესრიგში მოყვანას; სასაფლაოების მოვლა-პატრონობისათვის საჭირო მანქანა-დანადგარების და მოწყობილობების შეძენას და მომსახურებას; მიცვალებულის ნეშტის დაკრძალვისათვის საჭირო მომსახურებას; სასაფლაოების ტერიტორიის (გასასვლელები, ბილიკები, საზოგადოებრივი სარგებლობის და სხვა ადგილები) რეგულარულ დაგვა-დასუფთავებას, მწვანე ნარგავების კარგ მდგომარეობაში მოყვანას და სხვა; სათანადო ადგილზე ნაგავსაყრელების მოწყობას.
4.5. საინფორმაციო უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 06) პროგრამის ფარგლებში ფინანსდება შ.პ.ს საინფორმაციო ცენტრი, რომელიც საინფორმაციო ანალიტიკურ მომსახურებას უწევას მუნიციპალიტეტში და მის ფარგლებს გარეთ მოქალაქეებს, წარმოება–დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს. აწყობს ადგილობრივ რადიო–გადაცემებს. გამოსცემს გაზეთს, მის დამატებებს, ეწევა სხადასხვა სახის საგამომცემლო საქმიანობას, აგროვებს და ავრცელებს ინფორმაციას, ლიტერატურას, ხელოვნებასა და საზოგადოებრივი დარგების შესახებ, ეწევა სარეკლამო საქმიანობას.
5.მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობისა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.
5.1.საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
მუნიციპალიტეტში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მგომარეობის მონიტორინგს. მოსახლეობისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიებზე ადამიანისათვის საშიში და შხამიანი ცხოველებისა და ცხოველმყოფელობის დადგენა-გაუვნებელყოფის ღონისძიებებს.
5.2. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებით უზრუნველყოფას, კერძოდ: მუნიციპალიტეტის მზრუნველობამოკლებული მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფას, შობადობის წახალისებას, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სარიტუალო მომსახურებას, სადღესასწაულო დღეებში დახმარებას, ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეების დახმარებას, სოციალური ადაპტაციისათვის სამზრუნველო ქსელის ღონისძიებების გატარებას,ჯანმრთელობა გაუარესებულ მოქალაქეთა სტაციონარული, ამბულატორიული და მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსებასა და თანადაფინანსებას, თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფი მოქალაქეების დახმარებას, იშვიათი დაავადების მქონე ბავშვების დახმარებას, მრავალშვილიან ოჯახებზე დახმარებას, დედ-მამით ობოლ ბავშვებზე დახმარებას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა სოციალური დახმარებას, აგვისტოს ომის დროს ომში დაღუპულის ოჯახზე და მშვიდობიან მოქალაქეებზე დახმარებას, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საამშენებლო მასალებით დახმარებას. აღნიშნული პროგრამა მთლიანობაში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
5.2.1. მზრუნველობამოკლებულთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამა(პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი და მეურვეობას მოკლებული მოსახლეობისათვის დღეში ერთჯერადად უფასო კვება (გარდა კვირა დღისა) ყოველკვარტალურად ტკბილეულისა და სადღესასწაულოდ საჩუქრების გადაცემა, კონცერტებისა და სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარება მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის მონაწილეობით. (180 ბენეფიციარი)
5.2.2. შობადობის წახალისების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია შობადობის წახალისება. მესამე და მეტი შვილის შეძენის შემთხვევაში გაიცემა ფულადი დახმარება 200 ლარი.
5.2.3. ინდივიდუალური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამა მიზნად ისახავს ქვეყანაში არსებული სიღარიბის დონის და სოციალური რისკების გათვალისწინებით მოსახლეობისათვის ეფექტურ და მიზანმიმართული დახმარების აღმოჩენას განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისათვის.
5.2.4. კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურება, კერძოდ;
5.2.5. სადღესასწაულო დღეების დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
5.2.6. ხანძრის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ხანძრის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დახმარება სრული ზარალის შემთხვევაში ერთ ოჯახზე 2500 ლარის ოდენობით; ნაწილობრივი ზარალის შემთხვევაში 1000 ლარით.
5.2.7. სოციალური ადაპტაციისათვის სამზრუნველო ქსელის ღონისძიებების გატარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 07) ქვეპროგრამა ითვალისწინებს სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური ადაპტაციის სამზრუნველო ქსელის ღონისძიებების გატარებისათვის ყოველკვარტალურად 200 ლარის გაცემას (4 ბენეფიციარი).
5.2.8. ჯანმრთელობაგაუარესებულ მოქალაქეთა სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობის დაფინანსებისა და თანადაფინანსების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 08) ქვეპროგრამა ითვალისწინებს სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ჯანმრთელობაგაუარესებულ მოქალაქეთა სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობის დაფინანსებასა და თანადაფინანსებას, მოქალაქეების (მათ შორის იძულებით გადაადგილებული პირების) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით. დაფინანსება განხორციელდება შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გამწევი დაწესებულებიდან წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ბენეფიციარზე გაცემული საგარანტიო წერილით.
5.2.9. თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფი მოქალაქეების დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 10) ქვეპროგრამა ითვალისწინებს თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფი მოქალაქეების დახმარებას, კერძოს ტრანსპორტირების ყოველთვიური ხარჯების დაფინანსებას 100 ლარით (14 ბენეფიციარი)
5.2.10. იშვიათი დაავადების მქონე ბავშვების დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 11) ქვეპროგრამა ითვალისწინებს იშვიათი დაავადების მქონე ბავშვების დახმარებას, კერძოდ, თითოეულ ბავშვზე კვარტალურად გაიცემა 350 ლარი; ( 5 ბენეფიციარი)
5.2.11. მრავალშვილიან ოჯახებზე დახმარების პროგრამა(პროგრამული კოდი 06 02 12) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მრავალშვილიანი (5 და 5-ზე მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახების ყოველკვარტალურ დახმარებას, თითოეულ ბავშვზე 40 ლარის ოდენობით; (20 ოჯახი).
5.2.12. დედ-მამით ობოლ ბავშვებზე დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 13) ქვეპროგრამა ითვალისწინებს დედ-მამით ობოლ ბავშვებზე დახმარებას, კერძოდ, ყოველკვარტალურადკვარტალურად ერთ ბავშვზე გაიცემა 100 ლარი.(10 ბენეფიციარი)
5.2.13. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 14) ქვეპროგრამა ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინდივიდუალურ დახმარებას, კერძოდ,
5.2.14. ხანდაზმულთა სოციალური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 15) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ხანდაზმულთა სოციალური დახმარებას, კერძოდ;
5.2.15. აგვისტოს ომის დროს ომში დაღუპულის ოჯახზე და მშვიდობიან მოქალაქეებზე დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 16) ქვეპროგრამა ითვალისწინებს აგვისტოს ომის დროს ომში დაღუპულის ოჯახზე და მშვიდობიან მოქალაქეებზე დახმარებას წელიწადში ერთხელ 500 ლარით. (5 ბენეფიციარი)
5.2.16. სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საამშენებლო მასალებით დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 17) ქვეპროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 60 000–ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახზე საკუთრებაში/ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ავარიული საცხოვრებელი სახლის სახურავის სარემონტო სამუშაოებისათვის 3000 ლარის ფარგლებში საამშენებლო მასალების (აზბესტოცემენტის ტალღოვანი ფურცელი, ხის მასალა) გადაცემას.
5.2.17. დაწყებითი კლასის მოსწავლეთა პროფილაქტიკური გამოკვლევის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 18) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებებში დაწყებითი კლასების მოსწავლეების პროფილაქტიკურ გამოკვლევას (სქოლიოზი, კრიპტორხიზი, თიაქარი)აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში ყველაზე უფრო გავრცელებული პათოლოგიების სქოლიოზის, კრიპტორქიზმის და თიაქარის დროულად გამოსავლენად, ამ პათოლოგიების დროული მკურნალობისა და მათთან დაკავშირებული სხვა დაავადებების აღმოცენების პრევენციის მიზნით. პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს სენაკის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო და კერძო სკოლის დაწყებითი კლასების პირველი და მეორე კლასის მოსწავლეები. (850 ბენეფიციარი)
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები