დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 76 |
| დოკუმენტის მიმღები | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/12/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.165.016184 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (26/12/2014 - 27/02/2015)
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის „დ.ა“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს “საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის მოცულობა 7476,5 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის სხვა დონის სახელმწიფო ერთეულებიდან აღებული გრანტი 3812,0 ათასი ლარი, აქედან გათანაბრებითი ტრანსფერი 3602,0 ათასი ლარი, მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად 210,0 ათასი ლარი. გადასახდელების მოცულობა განისაზღვროს 7476,5 ათასი ლარით (დანართი თან ერთვის). |
| მუხლი 2 |
განისაზღვროს 2009 წელს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მიერ მუნიციპალური განვითარების ფონდიდან აღებული ვალდებულებების დაფარვის და მომსახურების ასიგნება 20,0 ათასი ლარით. |
| მუხლი 3 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №35 დადგენილება. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ძალაშია 2015 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი
|
თავი I
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |
მუხლი 1.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული ცხრილის შესაბამისად:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 7264,5 ათასი ლარის ოდენობით თანდართული ცხრილის შესაბამისად:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 1900,0 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 5.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 3812,0 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 6.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1552,5 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 7.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 7054,385 ათასი ლარის ოდენობით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 198,475 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 410,475 ათასი ლარის ოდენობით თანდართული ცხრილის შესაბამისად:
ბ) განისაზღვროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 212.0 ათასი ლარის ოდენობით თანდართული ცხრილის შესაბამისად:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 9.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში თანდართული ცხრილის შესაბამისად:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 10.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს 11,640 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1.განისაზღვროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება (0,0) ათასი ლარის ოდენობით.
2.განისაზღვროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება (0,0) ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება (-11,640) ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 13.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 50.0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილების შესაბამისად. |
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 210.0 ათასი ლარი მიიმართოს:
ა. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის - 89.0 ათასი ლარი; ბ. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებისათვის - 111.2 ათასი ლარი; გ. „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის - 9.8 ათასი ლარი. 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
|
თავი II
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 16.
ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00)
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევისა და მათი ტრანსპორტირების ღონისძიებები. მოსახლეობის სტიქიური მოვლენების, უბედური შემთხვევების და სხვა საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში დახმარების გასაწევად მნიშვნელოვანია სამაშველო სამსახურის ოპერატიული მოქმედება, მათი მზადყოფნა დროული და სათანადო დახმარების აღმოსაჩენად, რისთვისაც აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა, სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება, პროფესიული დონის ამაღლება. ა. საგანგებო სიტუაციების მართვა (პროგრამული კოდი 02 01) უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით საჭიროა სამაშველო და სახანძრო აღჭურვილობის შეძენა, მეხანძრე-მაშველთათვის სოციალური პირობების გაუმჯობესება. ბ. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა აღრიცხვა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 2.ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების აუცილებელი პირობაა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ასევე განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. ა.საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაცია და რეაბილიტირებული გზების მდგომარეობის შენარჩუნება. ასფალტის საფარის ორმოული შეკეთება, რაც გააუმჯობესებს არსებულ საგზაო ინფრასტრუქტურას. ბ.კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა, გარე განათების ქსელის გაფართოვება, არსებული ქსელის მოვლა–შენახვა და მისი ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება, ქალაქ საგარეჯოს და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წყალმომარაგების სათავე ნაგებობების და ქსელების მოვლა–შენახვა და ექსპლოატაცია, სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია და გაწმენდა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ხევების ნატანებისაგან გაწმენდა. ბ.ა წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასმელი წყლის სათავე ნაგებობების, არსებული წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო ღონისძიებების ჩატარება, სასმელი წყლის ჭაბურღილების მოწყობა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების ტერიტორიაზე არსებული სათავე-ნაგებობების, რეზერვუარების, შიდა საუბნო და ცენტრალური ქსელების, სატუმბი სადგურების მოვლა–პატრონობა (დარეგულირება) და რეცხვა–დეზინფექცია სადეზინფექციო საშუალებებით. წყლის საანალიზო სინჯების აღება არსებულ სანიტარულ ნორმებთან მისი შესაბამისობის დადგენის მიზნით. ბ.ბ გარე განათების მოწყობა-რეაბილიტაციის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 02) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ქუჩების განათება. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დაფარვა. დაფინანსდება ახალი გარე განათების მოწყობა სოფელ ნინოწმინდაში, ქ.საგარეჯოში სათავის ქუჩაზე (ეკლესიასთან დარჩენილი მონაკვეთი) და იმედის ქუჩაზე. ბ.გ დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქ საგარეჯოს 49 ქუჩიდან, სოფელ გიორგიწმინდის და ნინოწმინდის მოსახლეობიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენის გატანა ორ დღეში ერთხელ. ასევე განხორციელდება ქალაქ საგარეჯოს ცენტრალური ქუჩების და მოედნების დაგვა–დასუფთავება, წყალსადინარი არხების გაწმენდა ქ.საგარეჯოში, სოფელ გიორგიწმინდის და ნინოწმინდის ცენტრალურ ქუჩებზე. ზამთრის პერიოდში გზების ტექნიკური მარილით დამუშავება, ჭარბი თოვლისაგან გაწმენდა, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის ახალი ბუნკერების შეძენა, ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ბაღების, სკვერების, გაზონების მოვლა–პატრონობა. ასევე დაფინანსდება ამ მიმართულებით გამოსაყენებელი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მძიმე ტექნიკის შენახვისა და ექსპლუატაციის ხარჯები. ბ.დ ხევების კალაპოტების გამაგრება-გაწმენდა (პროგრამული კოდი 03 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ხევების კალაპოტების ნატანებისაგან გაწმენდა, რადგან არ მოხდეს მოსახლეობის კუთვნილი საკარმიდამო ნაკვეთების დატბორვა, არ მოხდეს წყლის ნაკადის ცენტრალურ გზაზე გადასვლა და ტრანსპორტის გადაადგილების შეფერხება. ბ.ე სხვა ხარჯი სოფლის მეურნეობის ხაზით (პროგრამული კოდი 03 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის აგრარული სექტორისათვის რწყვის თანამედროვე და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის და გადასაადგილებელი უნივერსალური რწყვის აგრეგატის შეძენის თანადაფინანსება, მეფუტკრეობის განვითარების მხარდაჭერა (მეფუტკრეობისთვის საჭირო სამკურნალო პრეპარატების შეძენა) და ს.ხაშმის სარწყავი არხის გაწმენდითი სამუშაოების თანადაფინანსება. გ. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სკვერების რეაბილიტაცია-კეთილმოწყობა და მოვლა-პატრონობა. მოეწყობა სკვერი ქ.საგარეჯოში მ.კოსტავას ქუჩაზე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს შორის. დაფინანსდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების შეკეთების სამუშაოები. 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა. ა.სკოლამდელი განათლება (პროგრამული კოდი 04 01) პროგრამას ახორციელებს ა(ა)იპ „საგარეჯოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება“. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 26 სკოლამდელი დაწესებულება, სადაც სწავლობს 1150 აღსაზრდელი, რაოდენობა გაიზრდება 1200-მდე. საბავშვო ბაღების შენობების რეაბილიტაციის სამუშაოების ჩატარების მიზნით პირველ ეტაპზე დაფინანსდება რეაბილიტაციის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. გათვალისწინებულია სოფელ მანავის საბავშვო ბაღის შენობის და ქ.საგარეჯოში მ.კოსტავას ქუჩაზე მდებარე საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია. დაფინანდება სოფელ მანავში №2 საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა ტრანსპორტირება. მოხდება საბავშვო ბაღებში ავეჯისა და ინვენტარის განახლება. ბ. ზოგადი განათლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 02) პროგრამა ითვალისწინებს სკოლის მოსწავლეთა ესთეტიკური და სულიერი აღზრდის ხელშეწყობას და მათი მხატრულ–შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზებას, ასევე არაქართველი მოსახლეობისთვის ქართული ენის შესწავლას. პროგრამის ფარგლებში ასევე დაფინანსდება მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის შენობის სახურავის შეღებვა და სველი წერტილების მოწყობა, ავეჯისა და ინვენტარის შეძენა. 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. საგარეჯოს მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი შესაძლებლობების გამოვლენა. ა.სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენისათვის შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება, სპორტის სხვადასხვა სახეობის (ფეხბურთის, ცურვა, თავისუფალი ჭიდაობა, ძიუდო, მძეოსნობა, ბერძნულ–რომაული ჭიდაობა, რაგბი, ჭადრაკი) განვითარების პოპულარიზაცია, სხვადასხვა ადგილობრივ, რესპუბლიკურ და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება. ა.ა სპორტული ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამა მოიცავს ა(ა)იპ ,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სპორტული გაერთიანების" დაფინასებას, ფუნქციონირებს ჭადრაკის, ფეხბურთის, თავისუფალი ჭიდაობის, ძიუდოს, მძეოსნობის, ბერძნულ–რომაული ჭიდაობის, რაგბის სექციები, რომელიც აერთიანებს 716 მოსწავლეს. დამატებით დაფინანსდება კალათბურთის სექცია. ქვეპროგრამა ასევე მოიცავს ა(ა)იპ "საგარეჯოს N105 კომპლექსური სასპორტო სკოლის“ ფინანსურ მხარდაჭერას, დაგეგმილია ერთი მწვრთნელის დამატება და კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატარება. ა.ბ სპორტული ღონისძიებების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 02) ქვეპროგრამა ითვალისწინებს სპორტული ღონისძიებების ხელშეწყობას, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სპორტსმენების ტურნირებსა და შეჯიბრებებში მონაწილეობის ფინანსურ მხარდაჭერას. ბ. კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) პროგრამის ფარგლებში კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული დაწესებულებების და ღონისძიებების ფინანსური მხარდაჭერა. ბ.ა კულტურის ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული კულტურის ობიექტების, ბიბლიოთეკების, მუზეუმების, სახელოვნებო სკოლების ხელშეწყობა, წიგნადი ფონდის განახლება თანამედრვე ლიტერატურით, ადგილობრივი მნიშვნელობის თეატრის რეპერტუარის განახლება, კულტურული დაწესებულებებისათვის მატერიალურ–ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება. სრულად დაფინანსდება ვანო მჭედლიშვილის სახელობის საეკლესიო გალობისა და ხალხური სიმღერის სახელოსნო, გიტარის წრე და ხელოვნების სკოლა. ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მოსწავლეთათვის დაწყებითი სამუსიკო განათლების მიცემა, სასწავლებელი მოიცავს შემდეგ დარგებს: საფორტეპიანო, სავიოლინო, ვოკალური, ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის, ქართული და მსოფლიო ხელოვნების ნიმუშების გაცნობა, მოსწავლეთათვის ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბება. ბ.ბ კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების ფინანსური მხარდაჭერა. ასევე სადღესასწაულო დღეებში განხორციელდება სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. ჩატარდება „დავით გარეჯობის“ ღონისძიება. გ.საზოგადოებრივი და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის განვითარებაში. ჩატარდება ტრენინგ–სემინარები, ფორუმები, ინტელექტუალურ–შემეცნებითი, გასართობი თამაშები, შემოქმედებითი და საგანმანათლებლო კონკურსები და სხვა. პროგრამა ასევე ითვალისწინებს შემოქმედებითი ახალგაზრდების პოპულარიზაციას (გამოფენები, ლიტერატურული საღამოები, კონცერტები და სხვა), ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას (ლაშქრობები, ექსკურსიები, სპორტული შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობებში). დ. საგამომცემლო საქმიანობა (პროგრამული კოდი 05 05) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საინფორმაციო გაზეთის გამოშვება, რომლის მიზანია საგარეჯოს მოსახლეობის ინფორმირება რაიონში მიმდინარე მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. ა.ჯანდაცვის პროგრამები (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ადამიანის უსაფრთხო გარემოს შექმნის ხელშეწყობა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით, დერატიზაციის, დეზინფექციის და საბონიფიკაციო ღონისძიებების ორგანიზება, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველადი ეპიდკვლევის ხელშეწყობა. მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში ასევე განხორციელდება სოფლის ამბულატორიების მომსახურება, ექიმთა დამაგრების მიზნით ხელფასზე დანამატის დაფინანსება (სოფელი უდაბნო მუნიციპალიტეტის ცენტრიდან დაშორებულია 30 კმ-ით, სოფელში არის ამბულატორია, მაგრამ მძიმე პირობების გამო ჭირს ექიმთა სოფელში დამაგრება). ბ.სოციალური პროგრამები (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენების გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას,სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ბ.ა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი (57000-დან 100000-მდე ქულის მქონე) მოსახლეობის ერთჯერადი დახმარება 100 ლარის ოდენობით, სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება ღირებულების 50%-ით (არაუმეტეს 500 ლარისა), უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯი და დევნილი პირის დაკრძალვის ხარჯი თითოეულზე 300 ლარის ოდენობით, დიალიზზე მყოფ მოქალაქეთა დახმარება (ტრანსპორტის ხარჯი) თითოეულზე თვეში 100 ლარი, ას წელს გადაცილებული ხანდაზმულების დახმარება თითოეულზე 150 ლარი, სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული სახლების მაცხოვრებელთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა (ბინის ქირის ასანაზღაურებელი კომპენსაცია), საგარეჯოს ადგილობრივ ხელისუფლებაში მომუშავე პირის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ოჯახის სოციალური დაცვა. ქვეპროგრამის ფარგლებში ასევე განხორციელდება 0-დან 150000 ქულამდე სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი (4 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახების მატერიალური დახმარება და ახალშობილთა დახმარება. დაფინანსდება სოციალურად დაუცველი უსახლკარო ოჯახებისთვის თავშესაფრის მოსაწყობად ქ.საგარეჯოში ყოფილი ტექნიკუმის შენობის რეაბილიტაცია. ბ.ბ უმწეოთათვის უფასო სასადილოს დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია უმწეო მდგომარეობაში მყოფი 230 ბენეფიციარის ყოველდღიურად კვებით უზრუნველყოფა (დაემატა 10 ბენეფიციარი). ქალაქ საგარეჯოში ფუნქციონირებს 2 უფასო სასადილო. ბ.გ ხანდაზმულთა ცენტრის პროგრამა და სხვა ღონისძიებები სოციალური დაცვის სფეროში (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ხანდაზმულთა დღის ცენტრის მენეჯერის ხელფასის და კომუნალური გადასახადების გადახდა, ხანდაზმულთა (90 წლის და მეტი) დახმარება, ს.უდაბნოდან ქ.საგარეჯოში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ტრანსპორტირება კვირაში ორჯერ მთელი წლის განმავლობაში. ასევე ქვეპროგრამით გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სააღდგომო სასურსათო ამანათების გადაცემა. ბ.დ ვეტერანთა ხარჯები (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა ოჯახების დახმარება და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება თითოეულ ბენეფიციარზე 250 ლარის ოდენობით. ბ.ე ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია უდედმამო ბავშვების (18 წლამდე) დახმარება თვეში 50 ლარის ოდენობით. ბ.ვ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების (18 წლამდე) დახმარება 150 ლარის ოდენობით. |
მუხლი 17.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული ცხრილის შესაბამისად:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები