დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 76 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/12/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/10/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010330000.22.026.016298 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (23/12/2014 - 29/10/2015)
|
,,სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №615 დადგენილებით დამტკიცებული ,,სამხედრო სადისციპლინო წესდების” 24-ე მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების მიზნით,
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
1. დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლები, მედლებით დაჯილდოების წესი და მედლების აღწერილობა:
ა) მედალი ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის“ (III ხარისხი) (დანართი №1); ბ) მედალი ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის“ (II ხარისხი) (დანართი №2); გ) მედალი ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის“ (I ხარისხი) (დანართი №3); დ) მედალი ,,სამშობლოსათვის თავდადებული“ (დანართი №4); ე) მედალი ,,ქაქუცა ჩოლოყაშვილი“ (დანართი №5); ვ) მედალი ,,საბრძოლო იარისათვის“ (დანართი №6); ზ) მედალი ,,გენერალი კვინიტაძე“ (დანართი №7); თ) მედალი ,,სიცოცხლის გადარჩენისათვის“ (დანართი №8); ი) მედალი ,,სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის“ (დანართი №9); კ) მედალი ,,გენერალი მაზნიაშვილი“ (დანართი №10); ლ) მედალი ,,ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF) სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისათვის’’ (დანართი №11); მ) მედალი ,,სტიქიასთან ბრძოლაში მამაცობისათვის” (დანართი №12); ნ) მედალი ,,დიდგორის ჯვარი’’ (დანართი №13). 2. დამტკიცდეს უწყებრივი მედლებისა და მედლების თამასების ტარების წესი (დანართი №14).
|
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №223 ბრძანება. |
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები