დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 22 დეკემბრის №76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/03/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/03/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/10/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010330000.22.026.016356 |
|
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 22 დეკემბრის №76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 22 დეკემბრის №76 ბრძანებაში (ვებგვერდი, 23.12.2014 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010330000. 22.026.016298 ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანებით დამტკიცებული (დანართი №8) მედლის ,,სიცოცხლის გადარჩენისათის“ პირველ პუნქტს დაემატოს ,,დ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „დ) სამშვიდობო ოპერაციების შესრულების დროს, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად სამხედრო მოსამსახურეების ან სამოქალაქო პირების გადარჩენისთვის.“. 2. ბრძანებით დამტკიცებულ (დანართი №8) მედალს ,,სიცოცხლის გადარჩენისათის“ დაემატოს მე-6 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „6. საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით მედლით ,,სიცოცხლის გადარჩენისათვის” შესაძლებელია დაჯილდოვდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები (სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები) ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ან სამოქალაქო პირების გადარჩენისათვის.". |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები