დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 22 დეკემბრის №76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 37 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/10/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/10/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010330000.22.026.016335 |
|
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 22 დეკემბრის №76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 22 დეკემბრის №76 ბრძანებაში (ვებგვერდი, 23.12.2014 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010330000. 22.026.016298
) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ლ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №11 ამოღებულ იქნეს. 3. პირველი მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ო‘‘ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ო) მედალი „გიორგი ანწუხელიძე‘‘ (დანართი №131).‘‘. 4. ბრძანებით დამტკიცებული (დანართი №4) „მედლით დაჯილდოების წესის‘‘ პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული‘‘ ჯილდოვდებიან: ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეები და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში გამოჩენილი დამსახურებებისთვის როგორც საომარი მდგომარეობის, ისე მშვიდობიანობის პერიოდში. ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში 20 და მეტი წლის უმწიკვლო სამსახურისთვის, როდესაც დაჯილდოების პერიოდში, მათზე არ მოქმედებს რაიმე სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.‘‘. 5. ბრძანებას დაემატოს დანართი №131 თანდართული რედაქციით. 6. ბრძანებით დამტკიცებული „უწყებრივი მედლებისა და მედლების თამასების ტარების წესის‘‘ (დანართი №14) მე-4 პუნქტის „ბ‘‘ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით (დანართი №1). |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები