ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 16-32
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/12/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/12/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 28/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.101.016035
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
16-32
05/12/2014
ვებგვერდი, 09/12/2014
010260030.35.101.016035
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (09/12/2014 - 06/04/2015)

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16-32

2014 წლის 5 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და 2014 წლის 15 იანვრის საქართველოს მთავრობის №59 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი - „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების   რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულება, დანართის თანახმად.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2008 წლის 15 ოქტომბრის №54 ბრძანება.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი



დანართი

 

ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების   რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს  (შემდგომში - საბჭო) შემადგენლობა მტკიცდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით.

2. საბჭო წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის საკონსულტაციო ორგანოს, რომელიც თავის მუშაობას წარმართავს  მოქმედი ნორმატიული აქტების, მათ შორის: საქართველოს კანონის „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ”, 2014 წლის 15 იანვრის საქართველოს მთავრობის №59 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი - „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების“, ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, წინამდებარე დებულების საფუძველზე.


მუხლი 2. საბჭოს სტრუქტურა
1. საბჭოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი. 

2. საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ:

ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის  საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის კურატორი) - საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 3 წევრი;

გ)ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი.

დ)ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ურბანული დაგეგმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელიდა ამავე დეპარტამენტის 1 წარმომადგენელი;

ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის წარმომადგენელი;

ვ) ქალაქ თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის წარმომადგენელი;

ზ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი;

თ)საბჭოს შემადგენლობაში შედიან, მოწვეული ექსპერტები, რომლებიც არ არიან საჯარო მოსამსახურეები.

3. საბჭოს სხდომებს ორგანიზებას უწევს საბჭოს აღმასრულებელი მდივანი.

4. საბჭოს უფლება აქვს მოიწვიოს სპეციალისტი სამუშაო პროცესში მონაწილეობის მისაღებად.

5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით შესაძლებელია განხორციელდეს საბჭოში შემავალი წევრების როტაცია გარდაქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებისა. 


მუხლი 3. საბჭოს  კომპეტენცია
1.    საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) საბჭოს დღის წესრიგით განსახილველ საკითხებზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე, მათ შორის სპეციალური ზონალური შეთანხმების, ასევე ცალკეულ შემთხვევებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გაუშენებელი ტერიტორიების განაშენიანების საკითხებზე შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება, კონსულტაციების გაწევა;

ბ) ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებთან  დაკავშირებით წინადადებების, შენიშვნების და საჩივრების განხილვა;

გ) ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების გეგმარებითი დავალებების გაცემისთვის შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება, კონსულტაციების გაწევა;

დ) მიწათსარგებლობის უფლებრივი ზონირების რუკების დამტკიცებისათვის შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება, კონსულტაციების გაწევა;

ე) ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების ან მათი ნაწილების დამტკიცებისთვისშესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება, კონსულტაციების გაწევა;

ვ) შეუსაბამო უძრავი ობიექტების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხებზე საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირთა განცხადებებთან დაკავშირებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნების განხილვა, დასაბუთებული წინადადებების მომზადება მათი მიზანშეწონილობის შესახებ;

ზ)საბჭოს მიერ რეკომენდირებული სპეციალური (ზონალური) შეთანხმებითა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციით გათვალისწინებულ საკითხთა შესრულების მონიტორინგი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადების მიზნით;

თ) სხვა საქმიანობა ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის მთავრობის დავალებით, არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;

ი) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის  თაობაზე დასკვნების წარდგენა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის.

2. ზემოთ აღნიშნული საქმიანობის განხორციელებისას საბჭოს უფლება აქვს ისარგებლოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში დაცული  ოფიციალური მონაცემებითა და დოკუმენტებით, რომლებიც აუცილებელია საბჭოს მუშაობისათვის.


მუხლი 4. საბჭოს თავმჯდომარის უფლება-მოვალეობები
1. საბჭოს თავმჯდომარე არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი.

2.  საბჭოს თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს საბჭოს მუშაობას, იწვევს და უძღვება საბჭოს სხდომებს;

ბ) კოორდინაციას უწევს საბჭოს  წევრების საქმიანობას;

გ) ხელს აწერს საბჭოს  სხდომების ოქმებს;

დ) აწარმოებს სამსახურებრივ მიმოწერას;

ე) საბჭოს სხდომებში მონაწილეობისათვის იწვევს სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, სპეციალისტებსა და დამოუკიდებელ ექსპერტებს;

ვ) აკონტროლებს საბჭოს სხდომების დღის წესრიგის, სამუშაო გეგმისა და მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებას;

ზ) ასრულებს წარმომადგენლობით ფუნქციას;

თ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში აგზავნის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმისთაობაზე დასკვნებს;

ი) ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.

3. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებებს  ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.


მუხლი 5. აღმასრულებელი მდივანი
1. საბჭოს აღმასრულებელ მდივანს საბჭოს წევრთაგან ნიშნავს და ათავისუფლებს საბჭოს თავმჯდომარე.

2. აღმასრულებელი მდივანი:

ა) ორგანიზებას უწევს სხდომების გამართვას, კოორდინაციას უწევს საბჭოს მუშაობას;

ბ) განაგებს საბჭოს საქმის წარმოებას, ხელს აწერს საბჭოს ოქმებს;

გ) საბჭოს წარუდგენს განსახილველ საკითხთა განრიგს;

დ) საბჭოს წევრებს აწვდისსაბჭოზე განსახილველ საკითხთა ჩამონათვალს, კონტროლს უწევს დოკუმენტაციის შეგროვებასა და მის დამუშავებას.

ე) აკონტროლებს საბჭოს სხდომების დღის წესრიგის მიმდინარეობას.

ვ) ახორციელებს საბჭოს დებულებით გათვალისწინებულ და მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.


მუხლი 6. საბჭოს  წევრების უფლება-მოვალეობები
1. საბჭოს წევრს უფლება აქვს:

ა) დააყენოს საბჭოს სხდომებზე საკითხები და წინადადებები. მიიღოს მონაწილეობა მათ განხილვასა და კენჭისყრაში;

ბ) საბჭოს გადაწყვეტილებით იყოს მისი ოფიციალური წარმომადგენელი.

გ) საბჭოს წევრს უფლება აქვს საბჭოს სხდომის გამართვიდან 2 დღის განმავლობაში საბჭოზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით თავისი პოზიციაწერილობით  წარუდგინოს საბჭოს თავმჯდომარეს, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნეს გადაწყვეტილების მიღებისას. 

2. საბჭოს წევრი ვალდებულია:

ა) მონაწილეობა მიიღოს საბჭოს სხდომებში;

ბ) დააფიქსიროს სრულყოფილი პოზიცია დღის წესრიგით გათვალისწინებულ თითოეულ განსახილველ საკითხზე;

გ) შეასრულოს საბჭოს დავალებები და დაიცვას ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები;

დ) წარმოუდგინოს საბჭოს ანგარიში დავალებების შესრულების შესახებ.

3. საბჭოს წევრებს უნდა მიეცეთ აცილება საკითხის განხილვაში მონაწილეობისაგან, თუ ცნობილი გახდა ან დადასტურდება მათი პირდაპირი ან ირიბი, კერძო ან უწყებრივი დაინტერესება საბჭოში განსახილველ საკითხთან დაკავშირებით;

4. საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება, თუ:

ა) უფლებამოსილება პირადი განცხადებით მოიხსნა;

ბ) კვალიფიკაცია და პროფესიული უნარ-ჩვევები არ შეესაბამება საბჭოს მიერ შესასრულებელ საქმიანობას;

გ) უხეშად არღვევს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს;

დ) გამოიჩინა აშკარა მიკერძოებული დამოკიდებულება განსახილველ საკითხთან დაკავშირებით;

ე) კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლო განაჩენი ან გადაწყვეტილება, რომელიც შეუძლებელს ხდის საბჭოს წევრის მხრიდან მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;

ვ) სასამართლომ აღიარა ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად;

ზ) გათავისუფლდა იმ სამსახურიდან, რომელსაც წარმოადგენდა საბჭოში;

თ) გარდაიცვალა;

ი) ამ დებულების მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.


მუხლი 7. საბჭოს აპარატი და მისი კომპეტენცია
1.  საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საბჭოს აპარატი.

2. საბჭოს აპარატის შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საორგანიზაციო სამსახურის წარმომადგენლები.

3.  საბჭოს აპარატის შემადგენლობას ამტიკიცებს საბჭო.

4. საბჭოს აპარატის უფლებამოსილებებს განეკუთვნება:

ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოზე განსახილველი საკითხების თაობაზე მოქალაქეთა  ინფორმირება.

ბ) განსახილველი საკითხების თაობაზე საბჭოს სხდომის ოქმის დღის წესრიგის შედგენა და საბჭოს წევრებისთვის გაცნობა;

გ) საბჭოს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განსახილველად ზეპირი მოსმენების სხდომ(ებ)ის ორგანიზება.

დ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს შემაჯამებელი ოქმის შედგენა და მისი შესაბამისი რეესტრის წარმოება;

ე) სპეციალური ზონალური შეთანხმებისათვის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება და მათი რეგისტრაცია.

ვ) ქალაქთმშენებლობით დოკუმენტების გეგმარებითი დავალებების გაცემის თაობაზე მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება;

ზ) ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების, მათი ნაწილების დამტკიცების ან/და მათში ცვლილებების შეტანის თაობაზე თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება და შესაბამისი ორგანოებისთვის მათი გადაგზავნის უზრუნველყოფა;

თ) საბჭოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის მოსამზადებელი ანგარიშის პროექტის მომზადების უზრუნველყოფა;

ი) სხვა საქმიანობა, რომელიც აუცილებელია საბჭოს შეუფერხებელი მუშაობისათვის.


მუხლი 8. საბჭოს მუშაობის რეგლამენტი
1. საბჭოს სხდომები იმართება საჭიროებისამებრ, სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე. 

2. საბჭოზე არ შეიძლება განხილულ იქნეს საკითხი, შიდა საორგანიზაციო და საპროცედურო საკითხების გარდა თუკი ასეთი წინასწარ არ არის შეტანილი საბჭოს წევრებთან შეთანხმებულ დღის წესრიგში, ან ასეთების განხილვა არ არის განპირობებული „ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ მოთხოვნების დაცვით.

3. საბჭოს წევრს უფლება აქვს სხდომის დაწყების წინ თავმჯდომარეს წერილობით წარუდგინოს თავისი პოზიცია სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გაცხადდეს სხდომაზე და გათვალისწინებულ იქნეს გადაწყვეტილების მიღებისას.

4. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმის სახით, რომელშიც უნდა მიეთითოს:

ა) ოქმის გამომცემი ორგანოს დასახელება;

ბ) სხდომის დრო და ადგილი;

გ) სხდომის თავმჯდომარის და დამსწრე საბჭოს  წევრების ვინაობა;

დ) დღის წესრიგი (განსახილველი საკითხები);

ე) განსახილველ საკითხზე საბჭოს თითოეული წევრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და აღნიშნული გადაწყვეტილების სათანადო დასაბუთება;

ვ) საკითხზე საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება;

ზ) კენჭისყრის შედეგები;

თ) განსხვავებული აზრი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

5. სხდომის ოქმს ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და აღმასრულებელი მდივანი.  

6. საბჭოს ოქმში დღის წესრიგით განსახილველ თითოეულ საკითხზე საბჭოს წევრთა მხრიდან დაფიქსირებული პოზიცია დახურულია საბჭოს წევრის ვინაობის გამჟღავნებისგან.

7. საბჭოს თითოეულ წევრს მათ შორის აღმასრულებელ მდივანს, აქვს ერთი ხმა.

8. საბჭოს სხდომის კვორუმია საბჭოს შემადგენლობის ნახევარზე მეტი. საბჭოს მიერ გადაწყვეტილებათა მიღება ხდება დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში, გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

9. საბჭოს მიერ გადაწყვეტილებათა მომზადების პროცესში, საბჭოს წევრის ვინაობა, მათ მიერ განსახილველ საკითხებზე დაფიქსირებული მოსაზრებების გასაჯაროების მხრივ დაცულია გამხელისაგან.


მუხლი 9. ანგარიშგება
საბჭო ყოველ 6 თვეში ერთხელ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის  ამზადებს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ.