“ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ”ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის N16-32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 10-38
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/04/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/04/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 28/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.101.016149
10-38
28/04/2015
ვებგვერდი, 30/04/2015
010260030.35.101.016149
“ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ”ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის N16-32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10-38

2015 წლის 28 აპრილი

ქ. თბილისი

“ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ”ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის N16-32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის მე–4 პუნქტისა და 2014 წლის 15 იანვრის საქართველოს მთავრობის №59 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი - „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
“ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის N16-32 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე; ვებგვერდი, 09/12/2014; სარეგისტრაციო კოდი N010260030.35.101.016035) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება და დებულების მე–2 მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ:

ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის  საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფროსი - საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2 (ორი) წევრი;

გ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის წარმომადგენელი;

დ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელი;

ე) საბჭოს შემადგენლობაში შედის 5 (ხუთი) მოწვეული ექსპერტი, რომლებიც არ არიან საჯარო მოსამსახურეები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი