„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის N16-32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის N16-32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7-30
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/04/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/04/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 28/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.101.016143
7-30
06/04/2015
ვებგვერდი, 08/04/2015
010260030.35.101.016143
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის N16-32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7-30

2015 წლის 6 აპრილი

ქ. თბილისი

 

“ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის №16-32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის მე–4 პუნქტისა და 2014 წლის 15 იანვრის საქართველოს მთავრობის №59 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი - „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, “ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის N16-32 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე; ვებგვერდი, 09/12/2014;სარეგისტრაციო კოდი N010260030.35.101.016035) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე–2 მუხლის პირველი და მე–2პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბჭოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე (ვიცე–მერი).

2. საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ:

ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის  საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფროსი - საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 3 წევრი;

გ)ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის წარმომადგენელი;

დ) ქალაქ თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის წარმომადგენელი;

ე)ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ურბანული დაგეგმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ამავე დეპარტამენტის 1 წარმომადგენელი;

ვ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი;

ზ) საბჭოს შემადგენლობაში შედიან მოწვეული ექსპერტები, რომლებიც არ არიან საჯარო მოსამსახურეები.“.

 

2 .მე–4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„1. საბჭოს თავმჯდომარე არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე (ვიცე–მერი).“.

 

3. მე–7 მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

2. საბჭოს აპარატის შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საორგანიზაციო სამსახურის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი