ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 9-19
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/09/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/09/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 22/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.101.016019
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
9-19
23/09/2014
ვებგვერდი, 25/09/2014
010260020.35.101.016019
ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (25/09/2014 - 24/03/2017)

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9-19

2014 წლის 23 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ’’ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  73-ე მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის, 166-ე მუხლის მე-3 პუნქტის,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და „ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1-1 გადაწყვეტილებით დამტკიცებული დებულების მე-3  და 121 მუხლების საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა  და  ახალგაზრდულ  საქმეთა საქალაქო სამსახურის თანდართული დებულება.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან ერთ თვეში.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი



დანართი
ალაქ  თბილისის   მუნიციპალიტეტის მერიის  განათლების, სპორტისა  და  ახალგაზრდულ  საქმეთა  საქალაქო სამსახურის  დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1.  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა  და  ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური (შემდგომში სამსახური) არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის კომპეტენციას მიკუთვნებული განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროების მართვის მიზნით შექმნილი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში თბილისი) მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დარგების  მართვას, განათლებისა და სპორტის ინფრასტრუქტურის საქალაქო ობიექტების განვითარებასა და აღნიშნულ სფეროში  მონიტორინგის განხორციელებას, სამსახურს დაქვემდებარებული დაწესებულებების ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელი პირობების შექმნას, ახალგაზრდობის და სპორტის საკითხების მართვასა და კოორდინაციას.

2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, ამ დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.

3. სამსახურს აქვს ბლანკი, შტამპი, ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით.

4. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება  თბილისის ბიუჯეტის ხარჯზე.

 

 


მუხლი 2. სამსახურის ამოცანები და ფუნქციები
1. სამსახურის საქმიანობა მოიცავს განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის სფეროებს.    

2. განათლების სფეროში სამსახურის ფუნქციებია:

ა) განათლების სფეროს მუნიციპალური პროგრამების მომზადება, მართვა და ორგანიზება,  მონიტორინგის განხორციელება. მონაწილეობის მიღება განათლების სფეროს პერსპექტიული განვითარების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრაში, აგრეთვე, ამ სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შემუშავებაში.

ბ) განათლების სფეროს განვითარებისთვის ინვესტიციების, გრანტების და სხვა სახსრების მოზიდვა;

გ) განათლების სფეროში დამეგობრებული და აგრეთვე სხვა მუნიციპალიტეტების შესაბამის სამსახურებთან ერთად თანამშრომლობის კოორდინაცია, არსებული ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობა და ახალი ურთიერთობების დამყარება;

დ) თბილისის საგანმანათლებლო სფეროს ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა და განვითარება;

ე) განათლებაში   ჯანსაღი  კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის და შესაბამისი პროფილის კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობისათვის ზრუნვა;

ვ) მსოფლიოს ქალაქებსა და დედაქალაქებთან განათლების საკითხების თანამშრომლობის სფეროში  თბილისის კავშირების განვითარებისთვის წინადადებების მომზადება; განათლების საკითხებთან მიმართებაში ქვეყნის საზღვრებს გარეთ ჩატარებულ ღონისძიებებზე შესაბამისი პირების მივლინების და სტაჟირების უზრუნველყოფა. საზღვარგარეთიდან სპეციალისტების მოწვევა განათლების სფეროში მოღვაწე ადგილობრივი სპეციალისტების კვალიფიკაციის ასამაღლებლად, გამოცდილების გასაზიარებლად, კონფერენციების, სემინარების და მასტერ-კლასების მოსაწყობად; განათლების სფეროს სპეციალისტებისთვის და სტუდენტებისთვის გაცვლითი პროგრამების, კვალიფიკაციის ამაღლების კურსების მხარდაჭერა;

ზ) ქალაქ თბილისის, როგორც საგანმანათლებლო ცენტრის პოპულარიზაციის ხელშეწყობა, საგანმანათლებლო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა;

თ) პროფესიული განვითარების პროგრამების შემუშავებაში და განხორციელებაში მონაწილეობა, ადგილობრივი სტაჟირების პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა სხვადასხვა სფეროს ახალგაზრდა სპეციალისტების კვალიფიკაციის  ამაღლების მიზნით;

ი) სტიპენდიების დაწესება და ნიჭიერი ახალგაზრდების წახალისების  პროგრამების განხორციელება;

კ) თბილისში მასშტაბური ადგილობრივი და საერთაშორისო საგანმანათლებლო    ღონისძიებების მხარდაჭერა, განხორციელების ხელშეწყობა, ორგანიზაციული სამართლებრივი საკითხების მოგვარება;

ლ) არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, ახალგაზრდებისთვის  ტრეინინგების, ლექცია-სემინარების და მასტერ-კლასების ორგანიზების ხელშეწყობა;

მ) წინადადებების შემუშავება სკოლამდელ სააღმზრდელო, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო-სააღმზრდელო და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით დაფუძნების, რეორგანიზაციის და ლიკვიდაციის შესახებ;

ნ) მუნიციპალიტეტისადმი დაქვემდებარებული საგანმანათლებლო და სკოლისგარეშე დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია;

ო) საქართველოს კანონმდებლობით და თბილისის მერიის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

3.  სპორტის სფეროში სამსახურის ფუნქციებია:

ა)  სპორტის სფეროში მუნიციპალური პროგრამების მომზადება, მართვა და ორგანიზება;      

ბ) თბილისში ფიზიკური აღზრდის და სპორტის პერსპექტიული განვითარების გეგმების შემუშავება და განხორციელება;

გ) მუნიციპალური დაქვემდებარების სპორტული ობიექტების მართვის კოორდინაცია;

დ) მასობრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების კოორდინაცია და ხელშეწყობა; სამსახურის სასპორტო ცენტრების სპორტსმენთა და დედაქალაქის სხვადასხვა ასაკის ნაკრები გუნდებისთვის, საწვრთნელი შეკრების, საქალაქო პირველობების ორგანიზება და სხვადასხვა მაღალი რანგის შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღება;

ე) ფიზიკური აღზრდის და სპორტის სფეროში თანამედროვე მეთოდების დანერგვა, ახალგაზრდობის და მოსახლეობის ფართო მასებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.    

ვ) საზღვარგარეთის ქვეყნების სპორტულ ორგანიზაციებთან მეგობრული, საქმიანი კონტაქტების დამყარება; თბილისის მერიის სპორტის  სფეროში დასაქმებული კადრების კვალიფიკაციის ამაღლების და სტაჟირების მიზნით მათი მივლინების  უზრუნველყოფა საზღვარგარეთის ქვეყნებში; ოლიმპიური, მსოფლიო, ევროპის ქვეყნების შეჯიბრებებში და საერთაშორისო ტურნირებში თბილისის მერიის სპორტული დელეგაციების, მწვრთნელთა და დამხმარე პერსონალის მივლინება;

ზ) დედაქალაქის სპორტული კომპლექსების შემდგომი განვითარება, ძირითადი მიმართულების (სახელმწიფო კონცეფციის) რეალიზაცია, მოქმედი ნორმატიული აქტების საფუძველზე;

თ) ფიზიკური  აღზრდისა და  სპორტის  სფეროში  ადგილობრივი და  უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა;

ი) თბილისის მერიის მმართველობაში არსებული სპორტის ბაზების მოვლა პატრონობა;

კ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შესაბამისი პროგრამების დაგეგმვა და შესაბამის ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობაზე ზრუნვა.

ლ) მზრუნველობამოკლებულ ბავშვებში სპორტის პოპულარიზაცია და მათი ჩართულობის ხელშეწყობა.

მ) სპორტული კლუბებისა და სამოყვარულო გუნდების საქმიანობის ხელშეწყობა.

ნ) საუნივერსიტეტო  სპორტის  ხელშეწყობა.

ო) სპორტის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საქართველოს მუნიციპალიტეტებთან საქმიანობის კოორდინაცია; თბილისის დაძმობილებული ქალაქებისა და სხვა ქვეყნების დედაქალაქების სპორტის შესაბამის სამსახურებთან კონტაქტების განვითარება;

პ) სპორტული მედიცინის და  რეაბილიტაციის ცენტრების საქმიანობის ხელშეწყობა.

ჟ) სამსახურის ამოცანების განხორციელების მიზნით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან, სპორტულ ფედერაციებთან, ასოციაციებთან, კავშირებთან და უცხოეთის შესაბამის სამსახურებთან თანამშროომლობა;

რ) საქართველოს კანონმდებლობითა და თბილისის მერიის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

3.  სამსახურის ამოცანები და ფუნქციები ახალგაზრდობის სფეროში:

ა) ახალგაზრდობის სფეროში მუნიციპალური პროგრამების მომზადება, მართვა და ორგანიზება;

ბ) სტუდენტურ და ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საქმიანობის  მხარდაჭერა და  ხელშეწყობა;

გ) ახალგაზრდების პრობლემებთან დაკავშირებით კვლევითი საქმიანობის განხორციელება, პრიორიტეტული საკითხების გამოვლენა და მათი გადაწყვეტის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რეკომენდაციების და წინადადებების შემუშავება;

დ) საერთაშორისო  და  ადგილობრივი  ახალგაზრდული პროექტების  დაგეგმვა, განხორციელება;

ე) ახალგაზრდებში  სპორტისა  და  ცხოვრების  ჯანსაღი  წესის  პოპულარიზაციის მიზნით მასობრივი ღონისძიებების დაგეგმვა და  განხორციელება; ახალგაზრდებში მოხალისეობის ინსტიტუტისა და სოციალური მეწარმეობის განვითარების მიზნით პროექტების  წახალისება და ხელშეწყობა;

ვ) ახალგაზრდების დასაქმებისა და პროფესიული განვითარების  ხელშეწყობა,    სტაჟირების პროგრამების განხორციელება, ამ მიზნით აქტიური  თანამშრომლობის ჩამოყალიბება კერძო სექტორთან.

ზ) ახალგაზრდული ინიციატივებისა და იდეების მხარდაჭერა, ნიჭიერი  ახალგაზრდების წახალისების პროგრამების შემუშავება;

თ) სოციალურად დაუცველი, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი, იძულებით გადაადგილებული და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრაციის  ხელშეწყობის მიზნით პროექტების შემუშავება  და განხორციელება;

ი) ახალგაზრდების   საზოგადოებრივ    ცხოვრებაში აქტიურად  ჩაბმის მიზნით  შესაბამისი პროექტების შემუშავება  და  განხორციელება;

კ) თბილისის მერიის მასშტაბურ პროგრამებში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა;

ლ) ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარება სტუდენტურ და ახალგაზრდულ  ორგანიზაციებთან;

მ) საქართველოს კანონმდებლობითა და თბილისის მერიის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.


მუხლი 3. სამსახურის უფროსი 
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც  თბილისის საკრებულოს თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს თბილისის მერი. სამსახურის უფროსის თანამდებობიდან განთავისუფლების საკითხს წყვეტს თბილისის  მერი.

2. სამსახურის უფროსი  პასუხისმგებელია და უფლებამოსილებას იხსნის  თბილისის მერის წინაშე.

3. სამსახურის უფროსი:

ა) წარმართავს და ხელმძღვანელობს სამსახურის საქმიანობას, პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) მოქმედებს სამსახურის სახელით, წარმოადგენს სამსახურს მესამე პირებთან ურთიერთობაში, ანიჭებს სამსახურის წარმომადგენლობას ცალკეულ პირებს სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან,  იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობისას;

გ) ამ დებულების შესაბამისად სამსახურის საქმიანობის მიმართულებათა მართვის მიზნით განსაზღვრავს სამსახურის უფროსის მოადგილეების, სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა და მოსამსახურეთა ფუნქციებს, კომპეტენციებსა და პასუხისმგებლობას;

დ) თვალყურს ადევნებს თანამშრომელთა მოვალეობების შესრულებასა და ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას;

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიმართავს თბილისის მერს და თბილისის მთავრობას, სამსახურისათვის მიკუთვნებული ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისა და გადაწყვეტილებების მიღების თაობაზე; 

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს - ბრძანებას;

ზ) სამსახურის თანამშრომლებს უქმნის მათი მოვალეობების შესრულებისათვის და  შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს, თბილისის მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა წახალისების ან მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა თაობაზე;

თ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.


მუხლი 4. სამსახურის უფროსის მოადგილეები
1. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თბილისის მერი.

2. სამსახურის უფროსის მოადგილე თავის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსის მიერ განსაზღრული კომპეტენციისა და ფუნქციების შესაბამისად. უფროსის დავალებით ასრულებს უფროსის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში.

3. სამსახურის უფროსის  ერთი მოადგილე ხელმძღვანელობს და ზედამხედველობას უწევს,  განათლების პროგრამების, მონიტორინგისა და შეფასებების  განყოფილებებს.

4. სამსახურის უფროსის მეორე მოადგილე ხელმძღვანელობს და ზედამხედველობს, სპორტის პროგრამების, ახალგაზრდულ საქმეთა პროგრამებისა და ანალიზისა და დაგეგმვის  განყოფილებებს.

5. სამსახურის უფროსის მოადგილე პასუხისმგებელია სამსახურის უფროსის წინაშე.

6. სამსახურის ერთ-ერთი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს მეორე მოადგილე, ხოლო ორივე მოადგილის არყოფნის შემთხვევაში,  სამსახურის უფროსის დავალებით სამსახურის ერთ-ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი.  


მუხლი 5. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) განათლების პროგრამების  განყოფილება;

ბ) სპორტის პროგრამების განყოფილება;

გ) ახალგაზრდულ საქმეთა პროგრამების  განყოფილება;

დ) ანალიზისა და დაგეგმვის განყოფილება;

ე) მონიტორინგისა და შეფასების განყოფილება.


მუხლი 6. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი 
1. სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს (შემდგომში სტრუქტურული ქვედანაყოფი) ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თბილისის მერი.

2. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსისა, აგრეთვე  სამსახურის უფროსის მოადგილეებს შორის უფლებამოსილებათა განაწილების შესაბამისად, სამსახურის უფროსის შესაბამისი მოადგილის წინაშე.

3.  სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი:

ა) წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას;

ბ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;

გ) ანაწილებს დავალებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის; 

დ) იღებს და აფასებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;

ე) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ;

ვ) უზუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა  მიერ შინაგანაწესისა და დისციპლინის  დაცვას. დადგენილი წესით აფასებს მოსამსახურეთა საქმიანობას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინარული ზომების გამოყენების შესახებ;

ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით, სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფის ერთ-ერთი მოხელე.

 


მუხლი 7. სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები
1. განათლების პროგრამების განყოფილების ფუნქციებია:

ა) განათლების საქალაქო სფეროს განვითარების შესახებ შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების მომზადება და მართვის ორგანიზება, ამ მიზნით შესაბამისი წინადადებებისა და კონცეფციების შემუშავება;

ბ) განათლების სფეროს პერსპექტიული განვითარების ძირითადი მიმართულებების, აგრეთვე, ამ სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პოექტების მომზადება;   

გ) განათლების და საქალაქო პროგრამების მიმდინარეობისას ადმინისტრირებისა და ანალიტიკური სამუშაოების განხორციელება;

დ) მუნიციპალიტეტისადმი დაქვემდებარებული საგანმანათლებლო და სკოლისგარეშე დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია;

ე) საერთაშორისო პროგრამების დანერგვის ხელშეწყობა მეგობარ ქალაქებთან ერთად ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება;

ვ) უფლებამოსილების ფარგლებში ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება. 

2. სპორტის პროგრამების განყოფილების ფუნქციებია:

ა) სპორტის მუნიციპალური პროგრამების მომზადება და მართვის ორგანიზება, ამ მიზნით შესაბამისი წინადადებებისა და კონცეფციების შემუშავება;

ბ) თბილისში სპორტის, ფიზიკური აღზრდის, მასობრივ-გამაჯანსაღებელი, სხვადასხვა რანგის სპორტული ღონისძიებების ჩატარება, დედაქალაქში სპორტული ბაზების ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ მუშაობაზე კონტროლი და სპორტის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარება;

გ)  სპორტის სხვადასხვა სახეობების ფედერაციებთან თანამშრომლობა;

დ) მასობრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების კოორდინაცია და ხელშეწყობა;

ე) მუნიციპალური დაქვემდებარების სპორტული ობიექტების მართვის კოორდინაცია;

ვ) ოლიმპიური, მსოფლიო, ევროპის ქვეყნების შეჯიბრებებში და საერთაშორისო ტურნირებში თბილისის მერიის სპორტული დელეგაციების, მწვრთნელთა და დამხმარე პერსონალის მივლინება;

ზ) უფლებამოსილების ფარგლებში ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება. 

3. ახალგაზრდულ საქმეთა პროგრამების  განყოფილების ფუნქციებია:

ა) ახალგაზრდულ საქმეთა სფეროში მუნიციპალური პროგრამების მომზადება და მართვის ორგანიზება, ამ მიზნით შესაბამისი წინადადებებისა და კონცეფციების შემუშავება;

ბ) ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის განვითარება და მათი საქმიანობის მხარდაჭერა, ახალგაზრდული ინიციატივების წახალისება, ახალგაზრდების პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობა;

გ) ახალგაზრდებში მოხალისეობის განვითარება, სოციალური მეწარმეობის  საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, ახალგაზრდულ სფეროში დასაქმებული კადრების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;

დ)  ახალგაზრდებისათვის დასვენების, გართობის, დასაქმების და სოციალური პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა;

ე) ევროკავშირის ახალგაზრდულ პროგრამებში მონაწილეობის უზრუნველყოფა და ახალგაზრდული სფეროს ევროპასთან დაახლოების ხელშეწყობა;

ვ) უფლებამოსილების ფარგლებში ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება. 

4. ანალიზისა და დაგეგმვის განყოფილების ფუნქციებია:

ა) სამსახურის პოლიტიკისა და სტრატეგიის განსაზღვრა, თანამედროვე გამოწვევებისა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით;

ბ) სამსახურის სტრატეგიის განვითარების დაგეგმარება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების საპილოტე და გრძელვადიანი პროგრამების დაგეგმივით;

გ) ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება, სამსახურის სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებული გეგმებისა და კვლევის შედეგების  სრული ანალიზი;

დ) საერთაშორისო პროგრამების დანერგვის მიზნით მისი წინასწარი შესწავლა და საპილოტე ვერსიების შემუშავებისათვის  შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

ე) სამომავლო პრიორიტეტების დასახვა, რეკომენდაციების მომზადება;

ვ) წინადადებებისა და დასკვნების მომზადება ხელმძღვანელობისათვის.

5. მონიტორინგისა და შეფასებების განყოფილების კომპეტენციაა:

ა) სამსახურის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული მუნიციპალური პროგრამების მონიტორინგი, შეფასება და შესაბამისი წინადადებების და დასკვნების მომზადება, სამსახურის ხელმძღვანელობის მიერ კანონმდებლობით ნებადართული სხვა დავალებების შესრულება;

ბ) მუნიციპალური დაქვემდებარების განათლების, სპორტის და ახალგაზრულ საქმეთა სფეროს დაწესებულებების მიერ განხორციელებული პროგრამებისა და საქმიანობის ხარისხისა შესწავლა და შეფასება, ამ მიმართულებით შესაბამისი ანგარიშების მომზადება;

გ)  შესწავლილი საქმიანობის ანალიზის საფუძველზე შესაბამისი პერიოდული ანგარიშების მომზადება.

 


მუხლი 8. სამსახურის ქონება
სამსახურის ქონება წარმოადგენს თბილისის  საკუთრებას. 

მუხლი 9
სამსახურის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია შესაძლებელია განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.