„ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 სექტემბრის N9-19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 სექტემბრის N9-19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5-23
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/03/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/03/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 22/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.101.016376
5-23
24/03/2017
ვებგვერდი, 28/03/2017
010260020.35.101.016376
„ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 სექტემბრის N9-19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5-23

2017 წლის 24 მარტი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 სექტემბრის №9-19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 სექტემბრის N9-19 დადგენილებაში (ვებგვერდი www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი 25/09/2014, სარეგისტრაციო კოდი  010260020.35.101.016019):

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.

2. დადგენილების სამართლებრივი საფუძვლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ’’ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის, 166-ე მუხლის მე-3 პუნქტის,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და „ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-58 დადგენილების საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.

3. დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების:

ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განათლების სფეროში სამსახურის ფუნქციებია:

ა) განათლების სფეროს პროგრამების მომზადება, მართვა და  ორგანიზება მუნიციპალურ დონეზე,  შესაბამისი  ადმინისტრაციული  მონიტორინგის  განხორციელება;

ბ) მონაწილეობის მიღება განათლების სფეროს პერსპექტიული განვითარების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრაში, აგრეთვე, ამ სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების  შემუშავებაში;

გ) საერთაშორისო პროგრამებში მუნიციპალიტეტის ჩართულობის ხელშეწყობა და განათლების სფეროს განვითარებისათვის არასაბიუჯეტო სახსრების (გრანტების და სხვა სახსრების) მოზიდვა;

დ) დედაქალაქში სკოლამდელი განათლების განვითარების ხელშეწყობა და შესაბამისი წინადადებების მომზადება; 

ე) დედაქალაქში სკოლისგარეშე, ზოგადი განათლების, პროფესიული და ზრდასრულთა განათლების, უწყევეტი განათლების განვითარების ხელშეწყობა, შესაბამისი ღონისძიებების, პროექტებისა და პროგრამების განხორციელება, ამ მიზნით თანამშრომლობის გაღრმავება ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

ვ)  წარმატებული სტუდენტების წახალისება და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა დედაქალქში რეგისტრირებული სტუდენტებისთვის;

ზ) განათლების სფეროში დამეგობრებული და აგრეთვე სხვა ქალაქების შესაბამის სამსახურებთან ერთად თანამშრომლობის კოორდინაცია, არსებული ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობა და ახალი  ურთიერთობების  დამყარება;

თ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის  საგანმანათლებლო სფეროს ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა და განვითარება;

ი) განათლებაში ჯანსაღი კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის და შესაბამისი პროფილის კერძო  სექტორის  განვითარების  ხელშეწყობისათვის  ზრუნვა;

კ) მსოფლიოს ქალაქებსა და დედაქალაქებთან განათლების საკითხების თანამშრომლობის სფეროში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის კავშირების განვითარებისათვის წინადადებების მომზადება; განათლების საკითხებთან მიმართებაშიქვეყნის საზღვრებსგარეთ ჩატარებულ ღონისძიებებზე შესაბამისი პირების მივლინებისა და სტაჟირების უზრუნველყოფა. საზღვარგარეთიდან სპეციალისტების მოწვევა განათლების სფეროში მოღვაწე ადგილობრივი სპეციალისტების კვალიფიკაციის ასამაღლებლად, გამოცდილების გასაზიარებლად, კონფერენციების, სემინარებისა და მასტერ-კლასების მოსაწყობად; გაცვლითი პროგრამების, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების მხარდაჭერაგანათლების  სფეროს  სპეციალისტებისათვის  და  სტუდენტებისათვის;

ლ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის,  როგორც საგანმანათლებლო ცენტრის პოპულარიზაცია  საერთაშორისო კონფერენციების, სიმპოზიუმების, სემინარებისა და ფორუმების განხორციელების ხელშეწყობა;

მ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში  მოქმედი საჯარო და კერძო უმაღლესი, პროფესიული და ზრდასრულთა  საგანმანათლებლო დაწესებულებების განვითარებისა და საქმიანობის ხელშეწყობა;

ნ) პროფესიული განვითარების პროგრამების შემუშავებაში და განხორციელებაში მონაწილეობა, ადგილობრივი და საზღვარგარეთ სტაჟირების  პროგრამების  განხორციელება;

ო) საქართველოს კანონმდებლობითა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებათ განხორციელება.“;

ბ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახურის უფროსის მოადგილეებს შორის  საკურატორო სტრუქტურული ქვედანაყოფები  განისაზღვრება  სამსახურის უფროსის ბრძანებით.“.

გ) ამოღებულ იქნეს მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი; 

დ) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) პასუხისმგებელია სამსახურში შესაბამის განყოფილებაში შემოსული კორესპონდენციის მომზადებაზე,  სისწორეზე და მისი შინაარსობრივი ნაწილის მიზანშეწონილობაზე.“;

ე) მე-7 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ და  „თ“ ქვეპუნქტები:

„ზ) სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ გაწეული სამუშაოებისა და   დაგეგმილი საბიუჯეტო ხარჯების გეგმიური შესრულების ანალიზი და ახალი წინადადებების მომზადება;

თ) სამსახურის მიერ დაგეგემილი შესყიდვების გეგმის შესაბამისად სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად  სატენდერო ტექნიკური დავალებების მომზადება“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი