დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა და სპეციალური წოდების მქონე პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 490 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/08/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/12/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120330000.10.003.018110 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (13/08/2014 - 30/12/2014)
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის გათვალისწინებით, დამტკიცდეს:
ა) სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების წესი (დანართი №1); ბ) სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმები (დანართი №2); გ) სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმები (დანართი №3). |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებამდე, სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად წარგზავნილ პირებს, წარგზავნის მთელ პერიოდში, მაგრამ, არა უგვიანეს 2014 წლის 31 დეკემბრისა, მიეცეთ სამივლინებო თანხა ამ დადგენილების
№3 დანართის შესაბამისად. 2014 წლის 31 დეკემბრის შემდეგ, აღნიშნულ პირებს მიეცეთ სამივლინებო თანხა ამ დადგენილების
№2 დანართის შესაბამისად.
|
| მუხლი 3 |
ამ დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან. |
|
დანართი №1
|
სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების წესი
|
მუხლი 1
1. ეს წესი არეგულირებს „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა (მათ შორის, შტატგარეშე მოსამსახურეთა) სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების საკითხებს. 2. სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა სამივლინებო ხარჯები შედგება მივლინების ყოველთვიური ანაზღაურების, კვების, მგზავრობის, განთავსების, საჭიროების შემთხვევაში, კავშირგაბმულობისა და სამედიცინო უზრუნველყოფის ხარჯებისაგან.
მუხლი 2 საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება: ა) სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილეობის რისკის დონე; ბ) სამივლინებო ყოველთვიური ანაზღაურების ოდენობა, ამ დადგენილებით დამტკიცებული სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმების (დანართი #2) ფარგლებში.
მუხლი 3 ამ წესის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურეებსა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირებს მიეცემათ დანამატი სამივლინებო ყოველთვიური ანაზღაურების 30%-ის ოდენობით.
მუხლი 4 კვების, მგზავრობის, განთავსების, კავშირგაბმულობისა და სამედიცინო უზრუნველყოფის გასაწევი ხარჯების ოდენობა განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ან/და იმ სახელმწიფოს შესაბამის ორგანოსთან შეთანხმებული პირობებით, რომლის დაქვემდებარებაშიც მივლინებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სამხედრო მოსამსახურე და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილი პირი.
მუხლი 5 მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ თანამდებობის პირს, იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, სადაც მივლინებულია, მივლინების პერიოდში აუნაზღაურდება თავის საქმიანობასთან და სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული წარმომადგენლობითი და სხვა სახის ხარჯები. ამ სახის ხარჯების ოდენობას განსაზღვრავს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 6 1. სამინისტროს სამხედრო მოსამსახურესა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირს, რომელთაც გზავნიან სამსახურებრივ მივლინებაში, სრულად უნდა აუნაზღაურდეთ სამივლინებო ხარჯები მივლინებაში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც: ა) კვების, მგზავრობის, განთავსების, საჭიროების შემთხვევაში, კავშირგაბმულობისა და სამედიცინო უზრუნველყოფის ხარჯების დაფარვას (შესაბამისი მომსახურების შესყიდვას) უშუალოდ ახორ-ციელებს სამინისტრო; ბ) სამივლინებო ხარჯების დაფარვა ხდება სხვა შესაბამისი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოების მიერ. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ სამინისტროს სამხედრო მოსამსახურესა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირებს, რომლებიც სამსახურებრივი დავალების შესრულების გამო დროებით აღარ იმყოფებიან მივლინების ადგილას, უნარჩუნდებათ სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების უფლება ამ პერიოდში, მაგრამ, არა უმეტეს 15 დღის სამივლინებო ხარჯებისა.
მუხლი 7 1. სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეს და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირს სამივლინებო ყოველთვიური ანაზღაურების თანხა მიეცემა საანგარიშო თვის ბოლოს, სამსახურებრივ მივლინებაში ფაქტობრივად ყოფნის დღეების მიხედვით, დასვენებისა და უქმე, აგრეთვე, მივლინებაში გამგზავრებისა და მივლინებიდან დაბრუნების დღეების ჩათვლით. სხვა სახის სამივლინებო ხარჯების გაცემა შესაძლებელია განხორციელდეს მათ მიერ უკვე გაწეული ან გასაწევი ხარჯების ანაზღაურების გზით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამივლინებო ხარჯები სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეს და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირს, შეიძლება მიეცეს ავანსის სახით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ოდენობით.
მუხლი 8 „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, სამშვიდობო ოპერაციების განსახორციელებლად შექმნილ ქვედანაყოფში/ჯგუფში სამხედრო სამსახური ან ცალკეული სამხედრო მოსამსახურის მივლინება სამშვიდობო ოპერაციების ზონაში ჩაითვალოს სამხედრო სამსახურის გავლის განსაკუთრებულ პირობად.
მუხლი 9 ეს წესი ვრცელდება სხვა უწყების სამხედრო მოსამსახურეზე, თუ ის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას სამინისტროში და მის სამივლინებო ხარჯებს ანაზღაურებს სამინისტრო.
მუხლი 10 სამივლინებო ხარჯების გაცემასა და დაბრუნებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომლებიც ამ წესით არ არის მოწესრიგებული, ვრცელდება საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინების მარეგულირებელი შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი ნორმები. |
დანართი №2 |
სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმები
|
შენიშვნა: სამხედრო თანამდებობაზე დანიშნული სამოქალაქო პირის მივლინების ყოველთვიური ანაზღაურების ნორმა განისაზღვრება ამ დანართით გათვალისწინებული შესაბამისი თანამდებობის წოდებრივი ზღვრისათვის დადგენილი სამივლინებო ნორმის შესაბამისად.
|
დანართი №3 |
სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმები
|
შენიშვნა: 1. სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც დანიშნულია/მივლინებულია დროებით შტატზე, აღნიშნულ შტატზე ყოფნის პერიოდში სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ხარჯები აუნაზღაურდება ძირითადი საშტატო კატეგორიის შესაბამისად. 2. სამხედრო თანამდებობაზე დანიშნული სამოქალაქო პირის მივლინების ყოველთვიური ანაზღაურების ნორმა განისაზღვრება ამ დანართით გათვალისწინებული შესაბამისი თანამდებობის წოდებრივი ზღვრისათვის დადგენილი სამივლინებო ნორმის შესაბამისად. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები