„სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა და სპეციალური წოდების მქონე პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 აგვისტოს №490 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 616
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 120330000.10.003.020933
616
18/12/2018
ვებგვერდი, 27/12/2018
120330000.10.003.020933
„სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა და სპეციალური წოდების მქონე პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 აგვისტოს №490 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №616

2018 წლის 18 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა და სპეციალური წოდების მქონე პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 აგვისტოს №490 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული  აქტების  შესახებ“  საქართველოს  ორგანული კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა და სპეციალური წოდების მქონე პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 აგვისტოს №490 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/08/2014, 120330000.10.003.018110) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის გათვალისწინებით, დამტკიცდეს:

ა) სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების წესი (დანართი №1);

ბ) სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა და სპეციალური წოდების მქონე პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმები;

გ) სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმები (დანართი №3).“.

2. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის:

ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს წესი არეგულირებს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა (მათ შორის, შტატგარეშე მოსამსახურეთა) სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების საკითხებს.“;

ბ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ თანამდებობის პირს მივლინების პერიოდში აუნაზღაურდება თავის საქმიანობასა და სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული წარმომადგენლობითი, აგრეთვე პირადი შემადგენლობის გადაადგილებასთან დაკავშირებული და სხვა სახის ხარჯები. ამ ხარჯების სახეობასა და ოდენობას განსაზღვრავს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წელს ჩატარებულ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე