„სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 აგვისტოს №490 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 753
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 120330000.10.003.018372
753
30/12/2014
ვებგვერდი, 31/12/2014
120330000.10.003.018372
„სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 აგვისტოს №490 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №753

2014 წლის 30 დეკემბერი

ქ.თბილისი

„სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 აგვისტოს №490 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 აგვისტოს №490 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/08/2014, 120330000.10.003.018110)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.  სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა  და სპეციალური წოდების მქონე პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ“.

2. პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა და სპეციალური წოდების მქონე პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმები;“.

3. პირველი მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:

 „მუხლი 11

ამ დადგენილების დანართი №1-ის ნორმები გავრცელდეს ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური წოდების მქონე პირებზე (შემდგომში - სპეციალური წოდების მქონე პირები).“.

4.  მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2

1. 2014 წლის პირველ სექტემბრამდე, სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად წარგზავნილ პირებს, წარგზავნის მთელ პერიოდში, მაგრამ არა უგვიანეს 2014 წლის 31 დეკემბრისა, მიეცეთ სამივლინებო თანხა ამ დადგენილების №3 დანართის შესაბამისად. 2014 წლის 31 დეკემბრის შემდეგ, აღნიშნულ პირებს მიეცეთ სამივლინებო თანხა ამ დადგენილების  №2 დანართის შესაბამისად.

2. 2014 წლის პირველი სექტემბრიდან, სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად წარგზავნილ პირებს, წარგზავნის მთელ პერიოდში, მიეცეთ სამივლინებო თანხა ამ დადგენილების №2 დანართის შესაბამისად.“.

5. დადგენილებით დამტკიცებული #2 დანართი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი №2

სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთასამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა და სპეციალური წოდების მქონე პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმები

სამხედრო წოდება/სამხედრო თანამდებობაზე დანიშნული

სამოქალაქო პირის და სპეციალური წოდების მქონე პირის

შესაბამისი თანამდებობის წოდებრივი ზღვარი/სამოქალაქო

პერსონალის სტატუსის მქონე  პირი

სამივლინებო თანხა

(აშშ დოლარი)

1

პოლკოვნიკი

1 770

2

ვიცე-პოლკოვნიკი

1 570

3

მაიორი

1 370

4

კაპიტანი

1 190

5

უფროსი ლეიტენანტი

1 090

6

ლეიტენანტი

1 070

7

მთავარი სერჟანტი

1 000

8

მასტერ სერჟანტი

950

9

უფროსი სერჟანტი

890

10

სერჟანტი

860

11

უმცროსი სერჟანტი

830

12

კაპრალი, კაპრალ-სპეციალისტი

800

13

პირველი კლასის რიგითი

770

14

საკონტრაქტო სამსახურის რიგითი

750

15

სავალდებულო სამსახურის რიგითი

150

16

სამოქალაქო პერსონალის სტატუსის მქონე პირი

                         1 200

შენიშვნა:

სამხედრო თანამდებობაზე დანიშნული სამოქალაქო პირის და სპეციალური წოდების მქონე პირის მივლინების ყოველთვიური ანაზღაურების ნორმა განისაზღვრება ამ დანართით გათვალისწინებული შესაბამისი თანამდებობის წოდებრივი ზღვრისათვის დადგენილი სამივლინებო ნორმის შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი