დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესისა და კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 412 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/12/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/12/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120330000.10.003.024807 |
|
| მუხლი 1 |
თავდაცვის კოდექსის 127-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 183-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესი და კომპენსაციის ოდენობა“. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. |
| მუხლი 3 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა და სპეციალური წოდების მქონე პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 აგვისტოს №490 დადგენილება. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესი და კომპენსაციის ოდენობა
|
1. „სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესი და კომპენსაციის ოდენობა“ (შემდგომში − წესი) არეგულირებს, თავდაცვის კოდექსისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების საკითხებს და განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას.
2. სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის სამივლინებო ხარჯები შედგება მივლინების ყოველთვიური ანაზღაურების, კვების, მგზავრობის, განთავსების, საჭიროების შემთხვევაში, კავშირგაბმულობისა და სამედიცინო უზრუნველყოფის ხარჯებისაგან. 3. სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის სამივლინებო ანაზღაურების ყოველთვიური ნორმები განისაზღვრება ამ დადგენილების №1 დანართის შესაბამისად. 4. კვების, მგზავრობის, განთავსების, კავშირგაბმულობისა და სამედიცინო უზრუნველყოფის გასაწევი ხარჯების ოდენობა განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომში − მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ან/და იმ უცხო სახელმწიფოს სათანადო ორგანოსთან შეთანხმებული პირობებით, რომლის დაქვემდებარებაშიც მივლინებულია სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე სუბიექტი. მუხლი 2 1. სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტი შეიძლება იყოს სამხედრო კონტინგენტი და არასამხედრო კონტინგენტი. 2. სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე: ა) სამხედრო კონტინგენტი მოიცავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) სისტემის სამხედრო მოსამსახურეებსა და შესაბამის რესურსს; ბ) არასამხედრო კონტინგენტი მოიცავს სამინისტროს სისტემის სამოქალაქო მოსამსახურეებს ან/და სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებსა და შესაბამის რესურსს. არასამხედრო კონტინგენტი შეიძლება, მოიცავდეს აგრეთვე სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მოსამსახურეებსა და შესაბამის რესურსს. მუხლი 3. მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის რისკის მაღალი დონე, რა დროსაც სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე სუბიექტებს მიეცემათ დანამატი სამივლინებო ყოველთვიური ანაზღაურების 30%-ის ოდენობით. მუხლი 4. მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ თანამდებობის პირს მივლინების პერიოდში აუნაზღაურდება თავის საქმიანობასა და სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე კონტინგენტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული წარმომადგენლობითი, აგრეთვე პირადი შემადგენლობის გადაადგილებასთან დაკავშირებული და სხვა სახის ხარჯები. ამ ხარჯების სახეობასა და ოდენობას განსაზღვრავს მინისტრი. მუხლი 5 1. სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე სუბიექტს, რომელსაც გზავნიან სამსახურებრივ მივლინებაში, სრულად უნდა აუნაზღაურდეს სამივლინებო ხარჯები მივლინებაში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც: ა) კვების, მგზავრობის, განთავსების, საჭიროების შემთხვევაში, კავშირგაბმულობისა და სამედიცინო უზრუნველყოფის ხარჯების დაფარვას (შესაბამისი მომსახურების შესყიდვას) უშუალოდ ახორციელებს სამინისტრო; ბ) სამივლინებო ხარჯების დაფარვა ხდება უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოების ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე სუბიექტს, რომელიც სამსახურებრივი დავალების შესრულების გამო დროებით აღარ იმყოფება მივლინების ადგილას, უნარჩუნდება სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების უფლება ამ პერიოდში, მაგრამ არაუმეტეს 15 კალენდარული დღის სამივლინებო ხარჯებისა. მუხლი 6 1. სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე სუბიექტს სამივლინებო ყოველთვიური ანაზღაურების თანხა მიეცემა საანგარიშო თვის ბოლოს, სამსახურებრივ მივლინებაში ფაქტობრივად ყოფნის დღეების მიხედვით, დასვენებისა და უქმე, აგრეთვე მივლინებაში გამგზავრებისა და მივლინებიდან დაბრუნების დღეების ჩათვლით. სხვა სახის სამივლინებო ხარჯების გაცემა შესაძლებელია, განხორციელდეს მათ მიერ უკვე გაწეული ან გასაწევი ხარჯების ანაზღაურების გზით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამივლინებო ხარჯები სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე სუბიექტს შეიძლება, მიეცეს ავანსის სახით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ოდენობით. მუხლი 7. სამივლინებო ხარჯების გაცემასა და დაბრუნებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომლებიც ამ წესით არ არის მოწესრიგებული, ვრცელდება საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინების მარეგულირებელი შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი ნორმები. მუხლი 8 1. სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე პირს, ჯანმრთელობის დაზიანების, დაჭრის, დასახიჩრების ან მისთვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული ასიგნებებიდან ეძლევა ერთჯერადი დახმარება: ა) მძიმე დაზიანების შემთხვევაში − 20 000 ლარის ოდენობით; ბ) ნაკლებად მძიმე დაზიანების შემთხვევაში − 10 000 ლარის ოდენობით. 2. სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისას პირის დაღუპვის ან მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვალების შემთხვევაში, შესაბამისი უწყების წარდგინებითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით (განკარგულებით), იმავე განკარგულებით განსაზღვრულ მისი ოჯახის წევრს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი დახმარება 100 000 ლარის ოდენობით.
დანართი №1
სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის სამივლინებო ანაზღაურების ყოველთვიური ნორმები
დანართი №1.1
დანართი №1.2
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები