დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2014 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 09 |
| დოკუმენტის მიმღები | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/08/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.117.016187 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (07/08/2014 - 19/08/2014)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტისა და 61–ე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
თავი I
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო მაჩვენებლები |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 3667.6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 220,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები ათასი 2956.8 ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 6.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 490,9 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 7.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 2051.6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 1780,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
| |||||||||||||||||||||
მუხლი 9.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 10.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -164,0 ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება -194,5 ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების კლება 30.5 ლარის ოდენობით. |
მუხლი 13.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 24,0ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილების შესაბამისად. |
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 97,9 ათასი ლარი და წინა წლის მიზნობრივი ტრანსფერიდან აუთვისებელი თანხა 8.600 ლარი მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 37,4 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვი 63,6 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 6,0 ათასი ლარი. 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
თავი II
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 16.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება
სტიქიური, ხანძრისა და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით აუცილებელია ყურადღება მიექცეს პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფას, ასევე მეხანძრეთა პერსონალის პროფესიული დონის ამაღლებას. საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირება. 1.1. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოვლა–შენახვა და შემდგომი გაუმჯობესება. ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვისათვის დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯებიც. 2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) მუნიციპალიტეტში სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვების დიდი ნაწილი ავტოტრანსპორტზე მოდის, ამიტომ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ერთ–ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს საავტომობილო გზების, ხიდების და ბოგირების მშენებლობის აუცილებლობა. დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შიდა გზების მოვლა შენახვა და რეაბილიტაცია ზამთარში დიდთოვლობის დროს მაღალმთიან სოფლებში ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელია თოვლის საფარისაგან გზების გაწმენდა. თანადაფინანსებული იქნება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი ტყიბული ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ 57/60 მონაკვეთის დასრულებული სამუშაოები. 2.2. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების, საკანალიზაციო სისტემისა და მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება და მაწანწალა ცხოველებისგან იზოლირება. 2.2.1. გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გარე განათება. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაციისა და მიმდინარე შეკეთების ხარჯები. 2.2.2. დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 02) მუნიციპალიტეტის ერთ–ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და ნარჩენების გატანა, ხეების მოჭრის სამუშაოები, სანიაღვრე არხების გაწმენდა ასევე ბუნკერების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გათავისუფლება შეძენილი იქნება ნაგვის პატარა ბუნკერები. 2.2.3. წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. 2014 წელში გათვალისწინებული არის წყალსადენის სისტემების მოვლა შენახვისა და ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. დაფინანსებული იქნება საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურეობის შესყიდვა სასოფლო წყალსადენების მშენებლობა რეაბილიტაციისათვის. სოფ. ზედა თლუღის წყალსადენის სისტემის მაგისტრალის საგამოცდო სამუშაოები. სოფ. სხვავისა და ხარისთვალის დასახლების წყალსადენის ქსელის მოწყობა, ხოლო სოფლებში: ლიხეთში, ჭრებალოში, ხოტევში, ხიმშში ჭიჭინაძეების უბნის, საკეციაში მიქიაშვილების უბნის, წესში წყალსადენის ქსელის რეაბილიტაცია. 2.2.4. კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 04) აღნიშნული ითვალისწინებს საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურეობის შესყიდვას ბაღების მშენებლობა რეაბილიტაციისათვის. დაფინანსებული იქნება სოფ. სადმელის ამბულატორიის საძირკვლის ჩაყრა, მარტივი ტიპის დასასვენებელი ნაგებობების მოწყობა, შეძენილი იქნება მწვანე ნარგავები. დაფინანსებული იქნება სოფ. ბოსტანის, ჭყვიშის, ურავის და ჭელიაღელის საბავშვო ბაღების მშენებლობა, აგრეთვე დაფინანსებული იქნება სოფ. სადმელის, ნიკორწმინდის, ჭრებალოს, წესის, ბუგეულის ლიხეთის, ხიდიკრის, ხვანჭკარის საბავშვო ბაღების შენობების რეაბილიტაცია. 2.2.5. სანიაღვრე არხებისა და საკანალიზაციო სისტებების მოწყობა (პროგრამული კოდი 03 02 06) აღნიშნული ითვალისწინებს სოფ. ურავში მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციას.
2.3. სოფლის მეურნეობა, სატყეო მეურნეობა, მეთევზეობა და მონადირეობა (პროგრამული კოდი 03 03) პოგრამის ფარგლებში განხორციელდება ნაპირდამცავი ჯებირების მოწყობა. 2.3.1. ნაპირსამაგრი ჯებირების მშენებლობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 03 01) აღნიშნული ითვალისწინებს სოფ. ლიხეთში ხუციშვილების უბანში წინა წელს დაწყებული ნაპირსამაგრის დამთავრებას.
3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებას განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში განხორციელდა საბავშვო ბაღების ხარჯების დაფინანსება. აგრეთვე დაფინანსდება სკოლისგარეშე განათლება. 3.1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სკოლამდელი და სკოლისგარეშე განათლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 9 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 100-ზე მეტი ბავშვი ნებისმიერი გადასახადის შემოღება შეუძლებელია პროგრამის ფარგლებში. მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა სხვა ხარჯს, მათ შორის მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს.
4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) პროგრამის მიზანია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას, ამასთანავე, მისი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული დაწესებულებების ფინანსურ მხარდაჭერას, სპორტის პოპულარიზაციასა და სპორტული პირობების შექმნა განვითარებას, რათა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ სპორტული შესაძლებლობების განვითარება და გამოვლენა. 4.1. კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვისა და ღისეული გაგრძელების პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება ფინანსური მხარდაჭერა, განხორციელდება კულტურული ღონისძიებები კერძოდ: სადღესასწაულო, გასართობი და სანახაობითი. 4.1.1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ამბროლაურის კულტურის ცენტრის დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 01) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვისა და ღისეული გაგრძელების პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება ფინანსური მხარდაჭერა, განხორციელდება კულტურული ღონისძიებები კერძოდ: სადღესასწაულო, გასართობი და სანახაობითი. 2014 წლის განმავლობაში დაფინანსდება -კულტურის სახლთან არსებული თეატრი და ანსამბლები; -ბიბლიოთეკები; -სახვითი ხელოვნების მუზეუმი 4.1.2. საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 07) პროგრამის ფარგლებში კვლავ გაგრძელდება საგამომცემლო მომსახურების შესყიდვა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე სოციალ-ეკონომიკური, კულტურული, სპორტული და მოსახლეობისათვის აქტუალური ინფორმაციების გასაშუქებლად. 4.1.3. ახალგაზრდულ ღონისძიებების პროგრამა (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში.
5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯამრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძნობს მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯამრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნმველყოფს მოსახლეობის ჯამრთელობის დაცვას გადამდები და ინფექციური დაავადებისაგან. 5.1. მოსახლეობის სოციალური უზრუნვეყოფა (პროგრამული კოდი 06 05) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას 5.1.1. ლტოლვილთა და ომის ვეტერანთა სოციალური დახმარება (კოდი 06 05 03) პროგრამა ითვალისწინებს დიდი სამამულო ომის მონაწილეთა ერთჯერად დახმარებას და გარდაცვლილ ვეტერანის უკვდავყოფისათვის სარიტუალო მომსახურების ხარჯებისათვის დაფინანსებას თითოეულზე 250 ლარის ოდენობით (მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში). 5.1.2. ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 05 04) პროგრამის ფარგლებში ფინანსდება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ყველა ახალშობილის ოჯახი, (თითოეულ ახალშობილზე 300 ლარით, ხოლო მესამე და შემდგომ ბავშვზე 350 ლარი). დედმამით ობოლი ბავშვების, მარჩენალდაკარგული ოჯახების, შ.შ.მ 18 წლამდე ასაკის ბავშთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება 100 ლარის ოდენობით. მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი 18 წლამდე) ოჯახების ერთჯერადი დახმარება 300 ლარის ოდენობით. ასი წლისა და ას წელს გადაცილებული ასაკის მოქალაქეთა ერთჯერადი დახმარება 100 ლარის ოდენობით. უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯებს 200 ლარის ოდენობით. ასევე ფინანსდება ამბროლაურის საცურაო აუზში სქოლიოზით დაავადებულ ბავშვთა ვიზიტი და სამკურნალო-გამაჯანსაღებელი პროცედურის დადგენა. დაფინანსდება ყოფილი სასტუმრო „რაჭაში“ დროებით მცხოვრები უსახლკარო, სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახების საცხოვრებელი ბინის დაქირავების ხარჯები. 5.1.3 . ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამა (პროგრამული კოდი 06 05 06) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ხარჯების წილობრივ დაფინანსებას და დიალიზის კომპონენტის მოსარგებლეთა ყოველთვიური 150 ლარიან დახმარებას. 5.1.4. სტიქიური მოვლენების შედეგად (მეწყერი, მიწისძვრა, წყალდიდობა, ხანძარი) დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 05 07) პროგრამა ითვალისწინებს ხანძრის შედეგად (საცხოვრებელი სახლი) დაზარალებული ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ და რეგისტრირებულ მოქალაქეების ერთჯერად ფინანსურ დახმარებას, სახლის დაზიანების ხარისხის პროცენტული რაოდენობის შესაბამისად არაუმეტეს 7000 ლარი, ამასთან 1991 წლიდან 2011 წლის ჩათვლით დაფინანსდება ხანძრით დაზარალებული მოსახლეობა საკრებულოს მიერ დადგენილი წესით. 5.1.5. მოსახლეობის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების სოციალური პროგრამა (პროგრამული კოდი 06 05 01) პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსებული იქნება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება ისეთ სოფლებში, სადაც არ ხდება ტრანსპორტის რეგულარული მოძრაობა, აგრეთვე მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით უსაფრთხო გადაადგილების მიზნით შეძენილი იქნება ავტობუსების სათადარიგო ნაწილები. აღნიშნული ხორციელდება შ.პ.ს „ახალი ტრანსპორტის“ სუბსიდირების გზით. შესყიდული იქნება მუნიციპალიტეტის სოფლებიდან ქ. ამბროლაურში, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში არსებულ სახელოვნებო და სპორტულ წრეებში, მოსწავლე ახალგაზრდების სატრანსპორტო მომსახურება. |
თავი III
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 17.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ასიგნებები
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
თავი IV
დასკვნითი დებულებანი |
მუხლი 18.
დადგენილების ამოქმედება |
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 14 ივლისიდან წარმოქმნილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები