ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 14/19
დოკუმენტის მიმღები თვითმმართველი ქალაქი ფოთი
მიღების თარიღი 07/07/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.111.016209
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
14/19
07/07/2014
ვებგვერდი, 10/07/2014
010250020.35.111.016209
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ
თვითმმართველი ქალაქი ფოთი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (10/07/2014 - 11/03/2015)

 

თვითმმართველი ქალაქი ფოთის საკრებულოს

დადგენილება №14/19

2014 წლის 7 ივლისი

ქ. ფოთი

 

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობივი თვითმმართველობის კოდექსის' მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის,,ს' ქვეპუნქტისა და 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის  სასაფლაოების მოწყობისა  და მოვლა-პატრონობის წესი თანახმად დანართი 1-სა.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თვითმმართვეელი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარედავით ბაბილუა



                                                                                                                                                                                             დანართი 1
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სასაფლაოების მოწყობისა და

მოვლა-პატრონობის წესის  დამტკიცების შესახებ

                                                               


მუხლი 1. რეგულირების სფერო
წინამდებარე წესი განსაზღვრავს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მართვის მოვლა-პატრონობის, სარიტუალო მომსახურების, სასაფლაოების  დახურვის და ახალი სასაფლაოს გახსნის ზოგად წესს.

 


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

1.სასაფლაო- ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მდებარე არსებული მიწის ნაკვეთი, რომელსაც საკრებულოს განკარგულებით მინიჭებული აქვს სასაფლაოს სტატუსი, რომელიც განკუთვნილია და გამოიყენება ადამიანის ნეშტის დასაკრძალავად და რომელიც იმართება კანონმდებლობის შესაბამისად ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციულო) იურიდიული პირის მეშვეობით.

2.სასაფლაოების მმართველი ორგანიზაცია-  ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სასაფლაოების მოვლას, მმართველობას და მომსახურეობას.

3.პანთეონი-სასაფლაოს ან მისი ნაწილი,რომელიც განკუთვნილია საზოგადო მოღვაწეთა დასაკრძალავად.

4.კერძო სასაფლაო-ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელიც გამოიყენება ადამიანის ნეშტის დასაკრძალავად.

5.საფლავი- სასაფლაოზე შემოსაზღვრული, ან/და სხვაგვარად გამოკვეთილი მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განლაგებულია ერთი ან რამდენიმე სამარე.

6.საგვარეული (საოჯახო) საფლავი-საფლავი, რომელიც გამოიყენება ოჯახის წევრების,მათი თანხმობით ახლობელი ადამიანების ნეშტის დასაკრძალავად.

 7.სამარე-მიწის ნაკვეთი სასაფლაოზე, რომელიც გამოიყენება ან განკუთვნილია ერთი ადამიანის ნეშტის დასაკრძალავად.

8.სამარხი- საფლავის შიგნით ადამიანის ნეშტის დასაკრძალავად განკუთვნილი ადგილი.

9.ჭირისუფალი- გარდაცვლილის ახლო ნათესავი, ან მის სიცოცხლეში ანდერძით ან რაიმე სახის დოკუმენტით დასახელებული პიროვნება, რომელიც უფლებამოსილია დაკრძალვის ცერემონიის განხორცილებაზე და იხდის მომსახურეობის საფასურს.

 10.სარიტუალო საქმიანობა- ყველა სახის მომსახურეობა დაკავშირებული ადამიანის ნეშტის დაკრძალვასთან, ცხედრის გაპატიოსნებასთან და გარდაცვლილის ხსოვნის უკდავსაყოფად სარიტუალო,საწარმოო, სანიტარულ მომსახურეობასთან.

11. საფლავის მომსახურეობა-მომსახურეობა, რომელსაც დასაფლავებასთან დაკავშირებით ახორციელებს სასაფლაოების მმართველი ორგანიზაცია.

12. დაკრძალვა-გარდაცვლილის ნეშტის მიწას მიბარების ცერემონია, რომელიც ხორციელდება წესების, ადათებისა და წეს-ჩვეულებების შესაბამისად.

13. მეორადი დაკრძალვა - გარდაცვლილის მიწას მიბარების ცერემონია, როდესაც ნეშთი იკრძალება ადრე არსებულ სასაფლაოზე წინამდებარე წესით დადგენილი  ნორმების შესაბამისად.

14. ძეგლი(საფლავის ქვა)- სასაფლაოზე დამონტაჟებული ქვის, ლითონის ან სხვა მასალისაგან დამზადებული გამოსახულება,კონსტრუქცია და ა.შ. რომელიც განკუთვნილია გარდაცვლილის ხსოვნის უკვდავსაყოფად.

15. გადასვენება-გარდაცვლილის ნეშტის მიწას მიბარების ცერემონია, როდესაც ხდება გარდაცვლილის ნეშტის ამოსვენება სამარიდან და იმავე სამარეში ან სხვა სასაფლაოზე დაკრძალვა.

16. სასაფლაოს დახურვა- საკრებულოს განკარგულების საფუძველზე შემოღებული სპეციალური რეჟიმი, როდესაც სასაფლაოზე არ ხდება ახალი საფლავების გამოყოფა.

17. სასაფლაოს გაუქმება-საკრებულოს განკარგულების საფუძველზე შემოღებული სპეციალური რეჟიმი, როდესაც სასაფლაოზე წყდება როგორც ახალი ასევე მეორადი დაკრძალვა.


მუხლი 3. სასაფლაოსათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა
1. ახალი სასაფლაო უნდა განლაგდეს სულ ცოტა 100 მეტრის დაშორებით საცხოვრებელი შენობებიდან და დასასვენებელი ადგილებიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სასაფლაოსათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა (სტატუსის მინიჭება) ხდება უკვე ფაქტობრივად არსებული სასაფლაოს მომიჯნავედ საკრებულოს შესაბამისი განკარგულების  საფუძველზე, პანთეონის განლაგებისას ასევე შესაძლებელია არ იქნეს დაცული ამ პუნქტის პირველი წინადადებით განსაზღვრული 100 მეტრიანი შეზღუდვის წესი.
2. სასაფლაოსათვის (პანთეონისათვის) მიწის ნაკვეთის გამოყოფის (სტატუსის მინიჭების) შესახებ გადაწყვეტილებას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით განკარგულების ფორმით იღებს საკრებულო.
3. სასაფლაოების მოწყობა დაუშვებელია შემდეგ ტერიტორიებზე:
ა) წყალმომარაგების სათავეებთან, სანიტარული დაცვის პირველ და მეორე ზონებში, კურორტების პირველ და მეორე ზონებში.
ბ) მდინარეების ხელოვნური და ღია წყალსაცავების სანაპიროებზე, რომლებიც მოსახლეობის მიერ გამოიყენება სამეურნეო-საყოფაცხოვრებო დანიშნულებით, სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით.
გ) სასმელი და სამეურნეო დანიშნულების წყლით მომარაგების ცენტრალიზებული სისტემებით დაკავებულ ტერიტორიებზე.
4. სასაფლაოსათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა) არ უნდა იყოს მეწყერულ ზონაში;
ბ) არ უნდა იტბორებოდეს წყალდიდობის შემთხვევაში.

მუხლი 4. სასაფლაოების მართვა

 

1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი სასაფლაოების მართვას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საკრებულოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის (სასაფლაოების მმართველი ორგანიზაცია) მეშვეობით.
2. სასაფლაოების მმართველი ორგანიზაციის მართვაში შეიძლება იყოს როგორც ახალი სასაფლაოს ტერიტორია, ისე უკვე არსებული სასაფლაოები, რის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი.

მუხლი 5. გარდაცვლილის სასაფლაოზე დაკრძალვის  წესი და საფასური
1. ჭირისუფლის მიერ სასაფლაოების მმართველი ორგანიზაციისათვის მიმართვის შემთხვევაში, საკრებულოს მიერ დადგენილი მინიმალური საფასურის გადახდის საფუძველზე გაიცემა ორ სამარიანი ან საფლავის გვერდიგვერდ არსებული ორი სამარის ადგილი მიცვალებულისა და მისი მეუღლის დასაკრძალავად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი მიცვალებულის მეუღლე გარდაცვლილია ან არ იმყოფება ქორწინებაში, ან/და დაინტერესებულმა პირმა გადაიხადა მხოლოდ ერთი სამარის საფასური, მაშინ მიცვალებულზე გამოიყოფა ერთ სამარიანი საფლავის ადგილი, ან საფლავის ერთი სამარე. თუ ჭირისუფალს დასაკრძალი ყავს რამდენიმე მიცვალებული, რომლებიც ერთი ოჯახის წევრები არიან, მაშინ მინიმალური საფასურის გადახდის სანაცვლოდ იმდენი ადგილი გაიცემა, რამდენიც მიცვალებულია. ასეთ შემთხვევაში თუ კი არის შესაძლებლობა საფლავის ადგილები გაიცემა გვერდიგვერდ.
2. დაინტერესებული პირის მიერ სასაფლაოების მმართველი ორგანიზაციისათვის  მიმართვის შემთხვევაში, თუკი მას სურს წინასწარ რამდენიმე საფლავის გამოყოფა იმ მიზნით, რომ იქონიოს საგვარეულო (საოჯახო) საფლავი, ან ჭირისუფალს, რომელსაც უკვე გამოეყო მიცვალებულის დასაკრძალად მინიმალური საფასურის მქონე კუთვნილი სამარე, მაგრამ საგვარეულო საფლავის მოსაწყობად ითხოვს დამატებით სამარეებს, მაშინ დამატებითი სამარის გაცემა ფასიანია და იგი გაიცემა საკრებულოს მიერ დადგენილი განსხვავებული საფასურის გადახდის საფუძველზე. საფასურის გადახდა ხდება სასაფლაოების მმართველი ორგანიზაციის ანგარიშზე უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. საფლავის გამოყოფა ხორციელდება შესაბამისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითრისა და ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ.
3. სასაფლაოების მმართველი ორგანიზაციის მიერ გაწეული სასაფლაო მომსახურეობის სახეობები და საფასურები, ასევე მისი გადახდისაგან განთავისუფლებისა და შეღავათების გაწევის წესი განისაზღვრება საკრებულოს სამართებლივი აქტით.
4. გარდაცვლილის სასაფლაოზე დაკრძალვის შესახებ სასაფლაოების მმართველი ორგანიზაცია გარდაცვლილის ჭირისუფალზე (მათგან დაინტერესებულ პირზე) გასცემს შესაბამის მოწმობას მისი აღრიცხვის რიგითობისა და საფლავის ნომრის მითითებით.
5. სასაფლაოების მმართველი ორგანიზაციის მიერ გაწეული მომსახურეობა, რომლის საფასურის დადგენა წინასწარ შეუძლებელია და გამომდინარეობს ჭირისუფლის (დაინტერესებული პირის) მოთხოვნებიდან (მაგ:საფლავის კეთილმოწყობა, საფლავის ქვის დამზადება და სხვა) განისაზღვრება სასაფლაოების მმართველი ორგანიზაციასა და ჭირისუფლის წარმომადგენელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. საფასური უნდა განისაზღვროს საბაზრო ეკონომიკის  პრინციპებზე დაყრდნობით.

მუხლი 6. სასაფლაოების მმართველი ორგანიზაციის უფლებამოსილება
1. სასაფლაოების მმართველი ორგანიზაცია ახორციელებს სასაფლაოს მართვასთან, მათ მოვლა-პატრონობასთან, გარდაცვლილის ნეშთის დაკრძალვასთან დაკავშირებით საჭირო შესაბამის მომსახურებას.
2. სასაფლაოების მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია განახორციელოს შემდეგი მომსახურეობა:
ა) სასაფლაოზე საფლავების(სამარეების)დადგენილი წესით გამოყოფა;
ბ) სასაფლაოზე გამოყოფილი სამარის გათხრა და ამოვსება;
გ) გარდაცვლილის სამარეში ჩასვენება;
დ) სამარეზე სარეგისტრაციო ფირფიტის დაყენება;
ე) სასაფლაოს გასასვლელების, ბილიკების, საზოგადოებრივი სარგებლობის სხვა ადგილების და არსებული ქონების მოვლა-პატრონობა;
ვ) დაინტერესებული პირებისათვის სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე შესაბამისი მომსახურეობის გაწევა;
ზ) სხვა მომსახურეობა საქართველოს კანონმდებლობის, წინამდებარე წესისა  და საკრებულოს სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სასაფლაოების მმართველი ორგანიზაცია გარდაცვლილის ნეშთის დაკრძალვასთან დაკავშირებული მომსახურეობის გაწევისას ვალდებულია დაიცვას შესაბამისი ნორმები, რელიგიული წეს-ჩვეულებები და ქვეყანაში არსებული კულტურული ტრადიციები, ასევე იგი ვალდებულია შესაძლებლობის ფარგლებში  გაითვალისწინოს გარდაცვლილის ჭირისუფლის სურვილები.
4. სასაფლაოების მმართველი ორგანიზაცია  გარდაცვლილის შესახებ  უნდა ფლობდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) სახელი,გვარი, პირადი ნომერი;
ბ) რეგისტრაციის უკანასკნელი ადგილი;
გ) დაბადების და გარდაცვალების თარიღები;

 

დ) იმ ახლობლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მისამართი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება გარდაცვლილის დასაფლავების შესახებ და რომელმაც მიმართა სასაფლაოების მმართველ ორგანიზაციას.
5. სასაფლაოების მმართველ ორგანიზაციას უფლება აქვს დადგენილი წესით:
ა) საფლავის მოვლა-პატრონობაზე  დაინტერესებულ პირთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მიიღოს ნებისმიერი შენატანი, ანაზღაურება,ქონება,ფასიანი ან ნებისმიერი სხვა შემოსავალი, რათა მოაწყოს საფლავი, ძეგლი და სხვა, წესრიგში იქონიოს და მოუაროს აღნიშნულ სასაფლაოს.
ბ) შეიძინოს ახალი ქონება, ააშენოს ახალი შენობა-ნაგებობები, რათა გაზარდოს სასაფლაოების მოვლის ეფექტიანობა.
გ) მოაწესრიგოს სასაფლაოს ტერიტორიაზე საფლავის შემოფარგვლის, მოპირკეთების სამუშაოების, საფლავის ძეგლების, გარდაცვლილის ხსოვნისადმი საჭირო სხვა ობიექტების დადგმა-დამონტაჟების საკითხები და სხვა.
დ) საკრებულოზე განსახილველად ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგინოს წინადადებები სასაფლაოს ეფექტური მართვისათვის საჭირო ახალი სახეების, მათი საფასურის და ოდენობის შესახებ.
6. სასაფლაოების მმართველი ორგანიზაციის საქმიანობის კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 7. სასაფლაოების მოვლა-პატრონობა
1.სასაფლაოების მოვლა-პატრონობა მოიცავს:

 ა)ბალახის,ბუჩქების, ხეების გაკრეჭვას და მორთვას;

 ბ)წყლის ქსელების, გზების, შენობების და სასაფლაოს სხვა ინფრასტრუქტურის წესრიგში მოყვანას;

 გ)სასაფლაოების მოვლა-პატრონობისათვის საჭირო მანქანა-დანადგარების და მოწყობილობების შეძენასა და მომსახურეობას;

დ)მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურებას და სხვა თანხების გადახდას;

ე)მიცვალებულის ნეშთის დაკრძალვისათვის საჭირო მომსახურებას;

ვ)სასაფლაოს ტერიტორიის (გასასვლელები, ბილიკები, საზოგადოებრივი სარგებლობის სხვა ადგილები) მორწყვას, რეგულარულ დაგვა-დასუფთავებას, მწვანე ნარგავების კარგ მდგომარეობაში შენარჩუნებას და სხვა.

1.სასაფლაოების მმართველი ორგანიზაცია საფლავის მოვლა-პატრონობას ახორციელებს საფლავის მეპატრონესთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო სასაფლაოს ტერიტორიის, საზოგადოებრივი ადგილების მოვლა-პატრონობას სასაფლაოების მმართველი ორგანიზაცია ახორციელებს საკუთარი ხარჯებით.

                                 


მუხლი 8. საფლავის მოწყობა და ექსპლოატაცია.
1. სასაფლაოსათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის (სტატუსის მინიჭების) შემდეგ საფლავების (სამარეების) ქაოტურად განთავსებისა და მოუხერხებელი გარემოს შექმნისაგან თავიდან აცილების მიზნით ხორციელდება სასაფლაოს დაგეგმარება.
2. სასაფლაოს მოწყობა (დაგეგმარება) უნდა განხორციელდეს შესაბამისი წესით დამტკიცებული პროექტის მიხედვით, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად  გათვალისწინებული უნდა იქნეს:
ა) დასაფლავებისათვის ნაკვეთების (სექტორების) გამოყოფა და მათი გამოყენების რიგითობა;
ბ) გასასვლელებისა და ფეხის სავალი გზების მიმართულება, ზომები და   კეთილმოწყობა;
გ) მწვანე ნარგავების განთავსება და ხასიათი;
დ) სასაფლაოს ფუნქციონირებისათვის საჭირო შენობები და ნაგებობები: საოფისე შენობა, წყალგაყვანილობა,ყვავილების მაღაზია, საზოგადოებრივი ტუალეტი,   დაკრძალვის წინ ცხედრის დასასვენებლად განკუთვნილი სპეციალური შენობა, ასევე სამოქალაქო პანაშვიდი და ა.შ;
ე) სასაფლაოს გამწვანება, პერიმეტრის გასწვრივ დამცავი მწვანე ნარგავების გაშენება, დეკორტიული ნარგავების დარგვა;
ვ) სასაფლაოს შესასვლელში საავტომობილო სადგომის მოწყობა.
3. სასაფლაოსათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის დაგეგმარება წინამდებარე წესით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით ხორციელდება შესაბამისი სამსახურის მიერ, ან სახელმწიფო შესყიდვის საფუძველზე შესაბამისი მომსახურეობის შესყიდვით.
4. ყოველი გარდაცვლილის დაკრძალვა უნდა მოხდეს ცალკე სამარეში. ყოველ სამარეზე გაანგარიშებული და გამოყოფილი უნდა იქნეს 3 კვ.მ-დე  ფართობის ტერიტორია და ფასი განისაზღვროს 60 (სამოცი) ლარით. ზღვრული ნორმის ზევით გამოსაყოფად ყოველ კვადრატულ მეტრზე დაწესდეს 20(ოცი) ლარი, მარტოხელა და უპატრონო მიცვალებულების დასაკრძალავად  მიწის ფართობის ნორმად მიღებულ იქნას 3 კვ.მეტრი და იგი გაიცეს საფასურის  გადახდის გარეშე უსასყიდლოდ. მიცვალებულის ნეშთის დასაკრძალავად გაცემული მიწის ფართობის სხვა პირზე გაცემა ან გაყიდვა აიკრძალოს. ომის ვეტერანებსა და მასთან გათანაბრებულ პირებს, დევნილებს  დაუწესდეთ შეღავათი 50% ფასდაკლებით. საფლავებს შორის დაშორება არ უნდა იყოს გრძელ მხარეებს შორის 0.8 მეტრზე  ნაკლები, ხოლო მოკლე მხარეებს შორის 0.5 მეტრზე ნაკლები.
5. სამარის სიღრმე არ უნდა იყოს 1.2 მეტრზე ნაკლები(ადგილობრივი ნიადაგისა და კლიმატის პირობების გათვალისწინებით). გარდაცვლილ ჩვილ ბავშვთა ან ადრე გარდაცვლილის ნეშთის დასაფლავებისას სამარე შეიძლება შემცირდეს. ყოველ სამარეზე უნდა მოეწყოს მისი ბორცვი.
6. გარდაცვლილის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვისას მიწის შრე გვამზე საფლავს ზედა ყრილის ჩათვლით უნდა იყოს სულ ცოტა 1 მეტრი.
7. გარდაცვლილთა დასაფლავების ადგილამდე გადატანა, როგორც წესი ხორციელდება კუბოთი. უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში დამზადებული კუბოთი ან სპეციალურ სუდარაში.
8. ცხედრის დაკრძალვა შეიძლება მხოლოდ გარდაცვალების მოწმობის წარმოდგენის შემდეგ, გამონაკლის შემთხვევაში (უქმი  დღეების ან სხვა რაიმე საპატიო მიზეზით) გარდაცვალების მოწმობის წარმოდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში მიცვალებულის დაკრძალვა შესაძლებელია გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის ან ექსპერტიზის აქტის წარმოდგენის საფუძველზე. უკანასკნელ შემთხვევაში ჭირისუფალი ვალდებულია ერთი კვირის ვადაში წარმოადგინოს გარდაცვალების მოწმობა.
9. ჭირისუფალი ვალდებულია სასაფლაოების მმართველ ორგანიზაციას მიაწოდოს გარდაცვალების შესახებ შემდეგი ინფორმაცია:
ა) სახელი,გვარი,პირადი ნომერი;
ბ) დაბადების და გარდაცვალების თარიღი;
გ) უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილი;
დ) გარდაცვალების მოწმობა ან სხვა დოკუმენტი (ცნობა, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს პირის გარდაცვალების ფაქტს) ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
10. გარდაცვლილთა სხვა სამარეში გადასვენება შესაძლებელია მხოლოდ ჭირისუფალთან და სასაფლაოების მმართველ ორგანიზაციასთან შეთანხმებით.

           


მუხლი 9. საფლავი
1. საფლავი შეიძლება იყოს:
ა) ორი სამარის მქონე მეუღლეების დაკრძალვისათვის;
ბ) რამდენიმე სამარის მქონე საგვარეულო საფლავის მოწყობისათვის;
გ) ერთი, ორი ან მეტი სამარის მქონე ცალკეული დაკრძალვისათვის.
2. საფლავები,როგორც წესი, შეიძლება იყოს არა უმეტეს  ექვსი სამარე, გამონაკლისი შეიძლება გათვალისწინებული იქნეს სასაფლაო ტერიტორიის დაგეგმარების პროექტით.
3. თუ საფლავში არის მხოლოდ ერთი თავისუფალი სამარე, მაშინ ის უპირობოდ ეკუთვნის   გარდაცვლილის მეუღლეს. თუ გარდაცვლილის მეუღლე არ არის მანამდე გარდაცვლილი, ან გარდაცვლილი არ იყო ქორწინებაში.
4. ცხედრის კონკრეტულ დაკრძალვასთან ან გადასვენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შეიძლება მიიღონ:
ა) გარდაცვლილის მიერ მის სიცოცხლეში ანდერძით,ხელშეკრულებით, ან სხვა წერილობითი დოკუმენტით დასახელებულმა პირმა;
ბ) გარდაცვლილის მეუღლემ;
გ) გარდაცვლილის სრულწლოვანმა შვილმა (შვილებმა);
დ) გარდაცვლილის მშობლებმა;
ე) გარდაცვლილის ოჯახის სხვა სრულწლოვანმა წევრებმა;
ვ) გარდაცვლილის ახლო ნათესავმა.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში ჩამოთვლილ პირებს შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა  წყდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში კონკრეტულ სასაფლაოზე დაკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება სასაფლაოების მმართველი ორგანიზაციის მიერ. უპატრონო მიცვალებულების დაკრძალვისათვის სასაფლაოების მმართველი ორგანიზაციის მიერ შეიძლება გამოიყოს სასაფლაოს ტერიტორიის ცალკე სექტორი.
7. სამარის გათხრის უფლება აქვს ჭირისუფალს ან სურვილის შემთხვევაში სასაფლაოების მმართველი ორგანიზაციას, საკრებულოს სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მომსახურეობის საფასურის გადახდის საფუძველზე.

მუხლი 10. პანთეონში საზოგადო მოღვაწეთა  დაკრძალვის წესი
1. პანთეონში საზოგადო მოღვაწეთა დაკრძალვის შესახებ გადაწყვეტილებას, საკრებულოს შესაბამისი კომისიის დასკვნის საფუძველზე იღებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი. პანთეონში საზოგადო მოღვაწის დაკრძალვის  შესახებ მერის გადაწყვეტილება მიიღება ბრძანების სახით.
2. ამ მუხლით დადგენილი წესით პანთეონში საზოგადო მოღვაწის დაკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით უფლებამოსილი სუბიექტის მიერ შუამდგომლობით მიმართვის გარეშე.

 


მუხლი 11. საფლავზე მეორადი დაკრძალვის შემთხვევები და წესი
1. იმ შემთხვევაში, როდესაც საფლავი მოუვლელია,პრაქტიკულად დაკარგული აქვს საფლავის იერსახე, დაკრძალვიდან გასულია 20 წელზე მეტი და მიტოვებულია (უპატრონოა), მისი მეორადი დაკრძალვისათვის შეიძლება გაცემული იქნეს როგორც  ახალი ადგილი, არსებული წესის შესაბამისად.
2. სასაფლაოების მმართველი ორგანიზაციის მიერ პერიოდულად უნდა ჩატარდეს სასაფლოზე დაკრძალვიდან 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიტოვებული უპატრონო, მოუვლელი საფლავების ინვენტარიზაცია მიწის ამ ფართობზე მეორადი დაკრძალვისათვის. აღნიშნული ინვენტარიზაციის საფუძველზე  დადგენილ, მოუვლელ, მიტოვებულ,უპატრონო საფლავებზე უნდა დაიდგას საინფორმაციო ფირფიტა სათანადო აღნიშვნით, რომ მისი დადგმიდან 1 წლის განმავლობაში ჭირისუფლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში საფლავი გაიცემა მეორადი გამოყენებისათვის.ამ პუნქტით გათვალისწინებულ საინფორმაციო ფირფიტაზე მითითებული უნდა იყოს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გარდაცვლილის ჭირისუფლის წარმომადგენელმა სად, როდის და ვის უნდა მიმართოს გარდაცვლილთან დაკავშირებული საკითხების თაობაზე.
3. ამ მუხლით  დადგენილი მეორადი წესით დაკრძალვისათვის გაცემული საფლავის სამარის გათხრის დროს აღმოჩენილი გარდაცვლილის ნეშტის ნარჩენები(ძვლები) უნდა გაითხაროს, მოეწყოს  ნარჩენების (ძვლების) განსათავსებლად საჭირო სპეციალური თარო. დაუშვებელია ამ მუხლით დადგენილი წესით  მეორადი დაკრძალვისათვის გაცემული საფლავის გათხრის დროს აღმოჩენილი გარდაცვლილის ნეშტის ნარჩენების გადაყრა-განადგურება, ან მის მიმართ უღირსი დამოკიდებულება.

                 


მუხლი 12. სასაფლაოს დახურვა და გაუქმება
1. სასაფლაოზე ახალი საფლავის ადგილების შევსების შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია ახალი საფლავების გამოყოფა, საკრებულო განკარგულების ფორმით იღებს გადაწყვეტილებას სასაფლაოს დახურვის შესახებ.
2. სასაფლაოზე ახალი და ადრე არსებული საფლავის ადგილების შევსების შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია როგორც ახალი საფლავების გამოყოფა, ისე არსებულ სასაფლაოზე დადგენილი წესით მეორადი დაკრძალვა, საკრებულო განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას სასაფლაოს გაუქმებაზე.