„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ივლისის №14/19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ივლისის №14/19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5/17
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/05/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.111.016522
5/17
24/05/2022
ვებგვერდი, 27/05/2022
010250020.35.111.016522
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ივლისის №14/19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ  ფოთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს

დადგენილება №5/17

2022 წლის 24 მაისი

ქ. ფოთი

 

„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ივლისის №14/19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის  7 ივლისის №14/19 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.111.016209), შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ:

ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დაინტერესებული პირის მიერ სასაფლაოების მმართველი ორგანიზაციისათვის მიმართვის შემთხვევაში, თუკი მას სურს წინასწარ რამდენიმე საფლავის გამოყოფა იმ მიზნით, რომ ჰქონდეს საგვარეულო (საოჯახო) საფლავი, მაშინ  სამარის გაცემა ფასიანია და ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის საფასურია 80 (ოთხმოცი) ლარი. საფასურის გადახდა ხდება სასაფლაოების მმართველი ორგანიზაციის ანგარიშზე სახელმწიფო ხაზინაში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. საფლავის გამოყოფა ხორციელდება შესაბამისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითრისა და ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ყოველი გარდაცვლილის დაკრძალვა უნდა მოხდეს ცალკე სამარეში, ფასი განისაზღვროს 60 (სამოცი) ლარით ერთ კვადრატულ მეტრზე. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კუნძულის, ნინოშვილის, ნაბადის უბნის სასაფლაოებზე ახალი სამარხი ადგილის გაცემის შემთხვევაში ერთი კვადრატული მეტრი ფართის ღირებულება განისაზღვროს 100 (ასი) ლარის ოდენობით.   მარტოხელა და უპატრონო მიცვალებულების დასაკრძალავად მიწის ფართობის ნორმად მიღებულ იქნეს 3 კვ. მეტრი და იგი გაიცეს საფასურის გადახდის გარეშე უსასყიდლოდ. მიცვალებულის ნეშთის დასაკრძალავად გაცემული მიწის ფართობის სხვა პირზე გადაცემა ან გაყიდვა აიკრძალოს. სოციალურად დაუცველებს უსასყიდლოდ გადაეცეთ 6კვ.მ. მიწის ფართობი საფლავის მოსაწყობად. ომის ვეტერანებსა და მასთან გათანაბრებულ პირებს, დევნილებს დაუწესდეთ შეღავათი 50% ფასდაკლებით. საფლავებს შორის დაშორება არ უნდა იყოს გრძელ მხარეებს შორის 0.8 მეტრზე ნაკლები, ხოლო მოკლე მხარეებს შორის 0.5 მეტრზე ნაკლები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ტყებუჩავა