დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ივლისის N14/19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 17/22 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 08/07/2015 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/07/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.111.016273 |
|
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ”ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ივლისის №14/19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ივლისის №14/19 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.111.016209), შეტანილ იქნეს ცვლილება კერძოდ:
ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ყოველი გარდაცვლილის დაკრძალვა უნდა მოხდეს ცალკე სამარეში, ფასი განისაზღვროს 40 (ორმოცი) ლარით ერთ კვადრატულ მეტრზე. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კუნძულის, ნინოშვილის, ნაბადის უბნის სასაფლაოებზე ახალი სამარხი ადგილის გაცემის შემთხვევაში ერთი კვადრატული მეტრი ფართის ღირებულება განისაზღვროს 80 (ოთხმოცი) ლარის ოდენობით. მარტოხელა და უპატრონო მიცვალებულების დასაკრძალავად მიწის ფართობის ნორმად მიღებულ იქნეს 3 კვ.მეტრი და იგი გაიცეს საფასურის გადახდის გარეშე უსასყიდლოდ. მიცვალებულის ნეშთის დასაკრძალავად გაცემული მიწის ფართობის სხვა პირზე გაცემა ან გაყიდვა აიკრძალოს. ომის ვეტერანებსა და მასთან გათანაბრებულ პირებს, დევნილებს დაუწესდეთ შეღავათი 50% ფასდაკლებით. საფლავებს შორის დაშორება არ უნდა იყოს გრძელ მხარეებს შორის 0.8 მეტრზე ნაკლები, ხოლო მოკლე მხარეებს შორის 0.5 მეტრზე ნაკლები.”. |
მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები