დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ივლისის №14/19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 7/10 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 11/03/2015 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/03/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.111.016261 |
|
,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ”ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ივლისის №14/19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
მუხლი 1 |
“ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ”ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ივლისის №14/19 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 10/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.111.016209), შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ: |
1.
დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დაინტერესებული პირის მიერ სასაფლაოების მმართველი ორგანიზაციისათვის მიმართვის შემთხვევაში, თუკი მას სურს წინასწარ რამდენიმე საფლავის გამოყოფა იმ მიზნით, რომ ჰქონდეს საგვარეულო (საოჯახო) საფლავი, მაშინ სამარის გაცემა ფასიანია და ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის საფასურია 60 (სამოცი) ლარი. საფასურის გადახდა ხდება სასაფლაოების მმართველი ორგანიზაციის ანგარიშზე სახელმწიფო ხაზინაში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. საფლავის გამოყოფა ხორციელდება შესაბამისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითრისა და ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ. 3. სასაფლაოების მმართველი ორგანიზაციის მიერ გაწეული მომსახურეობის სახეობები და საფასურები, ასევე მისი გადახდისაგან განთავისუფლებისა და შეღავათების გაწევის წესი განისაზღვრება საკრებულოს სამართლებრივი აქტით. საფასურის გადახდა ხდება სასაფლაოების მმართველი ორგანიზაციის ანგარიშზე სახელმწიფო ხაზინაში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. იმ მომსახურეობაზე, რომელზეც საკრებულოს არ აქვს განსაზღვრული საფასური, საფასურს ადგენს მმართველი ორგანიზაცია.“ |
2.
დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ყოველი გარდაცვლილის დაკრძალვა უნდა მოხდეს ცალკე სამარეში, ფასი განისაზღვროს 40 (ორმოცი) ლარით, ერთ კვადრატულ მეტრზე. მარტოხელა და უპატრონო მიცვალებულების დასაკრძალავად მიწის ფართობის ნორმად მიღებულ იქნეს 3 კვ.მეტრი და იგი გაიცეს საფასურის გადახდის გარეშე უსასყიდლოდ. მიცვალებულის ნეშთის დასაკრძალავად გაცემული მიწის ფართობის სხვა პირზე გაცემა ან გაყიდვა აიკრძალოს. ომის ვეტერანებსა და მასთან გათანაბრებულ პირებს, დევნილებს დაუწესდეთ შეღავათი 50% ფასდაკლებით. საფლავებს შორის დაშორება არ უნდა იყოს გრძელ მხარეებს შორის 0.8 მეტრზე ნაკლები, ხოლო მოკლე მხარეებს შორის 0.5 მეტრზე ნაკლები.“ |
მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები