ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5263
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/07/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 29, 27/07/2007
სარეგისტრაციო კოდი 360.050.000.05.001.002.992
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
5263
11/07/2007
სსმ, 29, 27/07/2007
360.050.000.05.001.002.992
ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (11/03/2011 - 25/03/2013)

საქართველოს კანონი

 

ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

 

თავი I . ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

ეს კანონი არეგულირებს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების მიერ შექმნილი ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების სტატუსთან, მათ საზღვრებთან, მათი მართვისა და ფუნქციონირების თავისებურებებთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებს.

    მუხლი 2. კანონში გამოყენებული ტერმინები

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ტერმინებს.

 

თავი II. ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების სტატუსი, ფართობი და საზღვრები დაცული ტერიტორიების კატეგორიების მიხედვით

    მუხლი 3. ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალის სტატუსი, ფართობი და საზღვრები

1. შეიქმნას ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალი 14820,6 ჰა ტერიტორიაზე.

2. ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალის შემადგენლობაში არსებული სატყეო კვარტალები და ლიტერებია: კვარტალები №№1-დან 22-ის ჩათვლით (სულ 3799 ჰა); №23 კვარტალის ლიტერები №№1-დან 20-ის ჩათვლით და №№27-დან 32-ის ჩათვლით (სულ 110,2 ჰა); №24 კვარტალის ლიტერები №№1-დან 10-ის ჩათვლით (სულ 49,6 ჰა); კვარტალები №№25-დან 41-ის ჩათვლით (სულ 2795 ჰა); №43 კვარტალის ლიტერები №№1-დან 10-ის ჩათვლით, №12, №№14-დან 15-ის ჩათვლით, №24 და №29 (სულ 75,31 ჰა); №44 კვარტალის ლიტერები №№1-დან 6-ის ჩათვლით, №9, №11, №13, №№21-23 და №25 (სულ 49,30 ჰა); №45 კვარტალის ლიტერები №№1-23, №№28-29 და №31 (სულ 120,4 ჰა); №46 კვარტალი (სულ 135 ჰა); №47 კვარტალის ლიტერები №№1-18, №21 და №34 (სულ 126,7 ჰა); №48 კვარტალის ლიტერები №№1-26 (სულ 130,5 ჰა); №49 კვარტალის ლიტერები №№1-18 (სულ 49,99 ჰა); №51 კვარტალის ლიტერები №№1-5, №11 და №13 (სულ 26 ჰა); №№52-54 კვარტალები (სულ 464 ჰა); №55 კვარტალის ლიტერები №№1-3, №6, №№9-11 და №№14-16 (სულ 77 ჰა); №№56-60 კვარტალები (სულ 819 ჰა); №№62-70 (სულ 1564 ჰა); №71 კვარტალის ლიტერები №4, №№8-10 და №№12-16 (სულ 82,7 ჰა); №№73-77 კვარტალები (სულ 832 ჰა); №80 კვარტალის ლიტერები №№1-5, №7, №№11-15 და №№18-20 (სულ 57,7 ჰა); №81 კვარტალი (სულ 229 ჰა); №82 კვარტალის ლიტერები №№1-13, №15 და №17 (სულ 120,8 ჰა); №83 კვარტალის ლიტერები №№1-7, №12, №14 და №18 (სულ 131,9 ჰა); №84 კვარტალის ლიტერები №№1-15 და №18 (სულ 104,2 ჰა); №85 კვარტალი (სულ 128 ჰა); №86 კვარტალის ლიტერები №№1-5 და №№7-9 (სულ 48,7 ჰა); №87 კვარტალის ლიტერები №№1-12 (სულ 76 ჰა); №88 კვარტალი (სულ 169 ჰა); №89 კვარტალის ლიტერები №№1-8, №10, №№13-16, №№20-24, №29 და №38 (სულ 125,3 ჰა); №№90-94 კვარტალები (სულ 925 ჰა); №95 კვარტალის ლიტერები №№1-9, №№11-17 და №№19-24 (სულ 142,3 ჰა); №96 კვარტალის ლიტერები №№1-5 (სულ 34 ჰა); №97 კვარტალის ლიტერები №№1-4 და №6 (სულ 36,9 ჰა); №98 კვარტალი (სულ 194 ჰა); №99 კვარტალის ლიტერები №№1-3, №№7-11 და №№18-23 (სულ 133,1 ჰა); №100 კვარტალი (სულ 230 ჰა); №101 კვარტალის ლიტერები №№1-36 (სულ 154,3 ჰა); №102 კვარტალის ლიტერები №№1-16, №18 და №21 (სულ 85,2 ჰა); №103 კვარტალის ლიტერები №№1-17, №23 და №30 (სულ 70,60 ჰა); №104 კვარტალის ლიტერები №№1-3, №№9-11, №18, №19, №21, №27 და №28 (სულ 56,7 ჰა); №105 კვარტალი (სულ 213 ჰა); №106 კვარტალის ლიტერები №1, №2, №3, №4, №5, №6, №16, №17, №18 და №19 (სულ 49,20 ჰა).

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული დაცული ტერიტორიის ფართობი და საზღვრები განსაზღვრულია „ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალის ტყის მეურნეობის ორგანიზაციისა და განვითარების“ 1991-2001 წწ-ების პროექტით.

    მუხლი 4. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის სტატუსი, ფართობი და საზღვრები

1. შეიქმნას ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი 61234,84 ჰა ტერიტორიაზე.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული დაცული ტერიტორიის ფართობი და საზღვრები განსაზღვრულია:

ა) „დაცული ტერიტორიების სისტემის ჩამოყალიბების ხელშემწყობი ღონისძიებებისა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის შექმნის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 28 ივლისის №447 დადგენილების საფუძველზე დადგენილი და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ბორჯომის რაიონის საკრებულოს 2002 წლის 20 თებერვლის №210 გადაწყვეტილებით (რაიონული გაზეთი „ბორჯომი“, 2002 წლის 27 თებერვალი, №10/8102), ხარაგაულის რაიონის საკრებულოს 2001 წლის 5 ნოემბრის №53 გადაწყვეტილებით (რაიონული გაზეთი „ჩემი ხარაგაული“, 2001 წლის 12 ნოემბერი, №11/72), ახალციხის რაიონის საკრებულოს 2002 წლის 3 აპრილის №22/7 გადაწყვეტილებით (რაიონული გაზეთი „ახალციხე“, 2002 წლის 11 აპრილი, №5-6/142-143), ბაღდათის რაიონის საკრებულოს 2002 წლის 9 იანვრის №30 გადაწყვეტილებით (რაიონული გაზეთი „ახალი ბაღდათი“, 2002 წლის 18 იანვარი, №2/132) და ხაშურის რაიონის საკრებულოს 2002 წლის 22 თებერვლის №22 გადაწყვეტილებით (რაიონული გაზეთი „ხაშურის მოამბე“, 2002 წლის 1 მარტი, №9/7699) დამტკიცებული (საბოლოოდ დაზუსტებული, მარკირებული, ნატურაში გამიჯნული და მიღებულ-ჩაბარებული) საზღვრების ფარგლებში მოქცეული ტერიტორიით (სულ 47118,44 ჰა);

ბ) „ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიის გაფართოების შესახებ“ საქართველოს კანონით ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისთვის ადიგენის რაიონის მიწებიდან გამოყოფილი და ადიგენის რაიონის საკრებულოს 2002 წლის 11 თებერვლის №78 გადაწყვეტილებით (რაიონული გაზეთი „განახლებული მესხეთი“, 2002 წლის 20 თებერვალი, №1/7838) დამტკიცებული (საბოლოოდ დაზუსტებული, მარკირებული, ნატურაში გამიჯნული და მიღებულ-ჩაბარებული) საზღვრების ფარგლებში მოქცეული ტერიტორიით (10846 ჰა);

გ) ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის შემადგენლობაში გადასაცემი, „დაცული ტერიტორიების სი ტემის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე არსებული „ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალის“ შემდეგი სატყეო კვარტალებითა და ლიტერებით: №23 კვარტალის ლიტერები №17, №18 და №№21-დან 26-ის ჩათვლით (სულ 37,8 ჰა); №24 კვარტალის ლიტერები №11, №12 და №№14-დან 23-ის ჩათვლით (სულ 75,4 ჰა); №42 კვარტალი (სულ 156 ჰა); №43 კვარტალის ლიტერები №8, №11, №13, №№16-დან 23-ის ჩათვლით და №№25-დან 28-ის ჩათვლით (სულ 99,9 ჰა); №44 კვარტალის ლიტერები №7, №8, №10, №12, №№14-დან 20-ის ჩათვლით და №24 (სულ 93,7 ჰა); №45 კვარტალის ლიტერები №18, №№24-დან 27-ის ჩათვლით, №30 და №№32-დან 42-ის ჩათვლით (სულ 82,6 ჰა); №47 კვარტალის ლიტერები №19, №20 და №№22-დან 33-ის ჩათვლით (სულ 48,5 ჰა); №48 კვარტალის ლიტერები №№27-დან 36-ის ჩათვლით (სულ 117, 1 ჰა); №49 კვარტალის ლიტერები №№19-დან 33-ის ჩათვლით (სულ 88,0 ჰა); №50 კვარტალი (სულ 212 ჰა); №51 კვარტალის ლიტერები №№6-დან 12-ის ჩათვლით, №№14-დან 22-ის ჩათვლით (სულ 141 ჰა); №55 კვარტალის ლიტერები №4, №5, №7, №8, №12, №13 და №17 (სულ 64 ჰა); №61 კვარტალი (სულ 173 ჰა); №71 კვარტალის ლიტერები №№1-დან 7-ის ჩათვლით და №11 (სულ 40,3 ჰა); №72 კვარტალი (სულ 109 ჰა); №78 კვარტალი (სულ 143 ჰა); №79 კვარტალი (სულ 131 ჰა); №80 კვარტალის ლიტერები №6, №8, №9, №10, №16, №17 და №21 (სულ 29,3 ჰა); №82 კვარტალის ლიტერები №14, №16 და №№18-დან 30-ის ჩათვლით (სულ 87,2 ჰა); №83 კვარტალის ლიტერები №№8-დან 11-ის ჩათვლით, №13, №№15-დან 17-ის ჩათვლით და №№19-დან 25-ის ჩათვლით (სულ 152,1 ჰა); №84 კვარტალის ლიტერები №16, №17 და №№19-დან 34-ის ჩათვლით (სულ 80,8 ჰა); №86 კვარტალის ლიტერები №6 და №№10-დან 26-ის ჩათვლით (სულ 66,3 ჰა); №87 კვარტალის ლიტერები №№13-დან 17-ის ჩათვლით (სულ 31,0 ჰა); №89 კვარტალის ლიტერები №9, №11, №12, №17, №18, №19, №22, №№25-დან 28-ის ჩათვლით და №№30-დან 39-ის ჩათვლით (სულ 78,7 ჰა); №95 კვარტალის ლიტერები №10 და №18 (სულ 4,7 ჰა); №96 კვარტალის ლიტერები №№6-დან 23-ის ჩათვლით (სულ 90 ჰა); №97 კვარტალის ლიტერები №5 და №№7-დან 29-ის ჩათვლით (სულ 168,1 ჰა); №99 კვარტალის ლიტერები №4, №5, №6 და №№12-დან 17-ის ჩათვლით (სულ 58,9 ჰა); №101 კვარტალის ლიტერები №№37-დან 46-ის ჩათვლით (სულ 20,7 ჰა); №102 კვარტალის ლიტერები №17, №19, №20 და №№22-დან 26-ის ჩათვლით (სულ 38,8 ჰა); №103 კვარტალის ლიტერები №14, №15, №№18-დან 22-ის ჩათვლით, №№24-დან 29-ის ჩათვლით, №31 და №32 (სულ 140,4 ჰა); №104 კვარტალის ლიტერები №№4-დან 8-ის ჩათვლით, №№12-დან 17-ის ჩათვლით, №20, №№22-დან 26-ის ჩათვლით და №№29-დან 42-ის ჩათვლით (სულ 181,3 ჰა); №106 კვარტალის ლიტერები №№7-დან 22-ის ჩათვლით (სულ 86,8 ჰა) (სულ 3127,40 ჰა);

დ) ხარაგაულის სატყეო მეურნეობის მარელისის სატყეოს №15, №16, №17, №19, №24 და №25 კვარტალებით (სულ 143 ჰა).

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მოცემული ფართობი და საზღვრები განსაზღვრულია „ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალის ტყის მეურნეობის ორგანიზაციისა და განვითარების“ 1991-2001 წწ-ების პროექტით.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მოცემული ფართობი და საზღვრები განსაზღვრულია „ხარაგაულის სატყეო მეურნეობის ტყის მეურნეობის ორგანიზაციისა და განვითარების“ 1991-2001 წწ-ების პროექტით.

    მუხლი 5. ნეძვის აღკვეთილის სტატუსი, ფართობი და საზღვრები

1. შეიქმნას ნეძვის აღკვეთილი 8992 ჰა ტერიტორიაზე.

2. ნეძვის აღკვეთილის შემადგენლობაში არსებული სატყეო კვარტალებია: ნეძვის სატყეოს კვარტალები №№1-დან 42-ის ჩათვლით (სულ 5922 ჰა); ახალდაბის სატყეოს კვარტალები №10, №11 და №№15-დან 34-ის ჩათვლით (სულ 2526 ჰა); რველის სატყეოს კვარტალები №14, №15, №21, №22 და №23 (სულ 544 ჰა).

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული დაცული ტერიტორიის ფართობი და საზღვრები განსაზღვრულია „ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო მეურნეობის ტყის მეურნეობის ორგანიზაციისა და განვითარების“ 1997-2007 წწ-ების პროექტით.

 

თავი III. დაცული ტერიტორიების მართვა

    მუხლი 6. დაცული ტერიტორიების სახელმწიფო მართვა

1. დაცული ტერიტორიების სახელმწიფო მართვა ხორციელდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. სხვა სახელმწიფო უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები დაცული ტერიტორიების მართვაში მონაწილეობენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთან კოორდინირებული მოქმედების საფუძველზე.

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4389-ვებგვერდი,17.03.2011წ.

მუხლი 7. დაცული ტერიტორიების ზონირება

ამ კანონით განსაზღვრული თითოეული დაცული ტერიტორიის (გარდა სახელმწიფო ნაკრძალისა) ზონირება განისაზღვრება მენეჯმენტის გეგმით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი.

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4389-ვებგვერდი,17.03.2011წ.

 

თავი IV. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 8. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები

ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის ვადაში გამოცემულ იქნეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები:

ა) ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების შესახებ;

ბ) ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების შესახებ;

გ) ნეძვის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების შესახებ.

    მუხლი 9. ნორმატიული აქტის ნაწილები, რომლებიც ძალას კარგავს ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით

ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „დაცული ტერიტორიების სისტემის ჩამოყალიბების ხელშემწყობი ღონისძიებებისა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის შექმნის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 28 ივლისის №447 დადგენილების (საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებათა კრებული, 1995 წ., №7) მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტები.

    მუხლი 10. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                            მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 11 ივლისი.

№5263–რს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4389-ვებგვერდი,17.03.2011წ.