„ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2314-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/04/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/05/2014
სარეგისტრაციო კოდი 360050000.05.001.017405
2314-IIს
30/04/2014
ვებგვერდი, 13/05/2014
360050000.05.001.017405
„ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 
„ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 27.07.2007, მუხ. 316) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7. დაცული ტერიტორიების ზონირება

  ამ კანონით დადგენილი თითოეული დაცული ტერიტორიის (გარდა სახელმწიფო ნაკრძალისა) ზონირება განისაზღვრება მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.

 

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

30 აპრილი 2014 წ.

N2314-IIს