დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4734-IIს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 17/02/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/02/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360050000.05.001.018058 |
|
„ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 27.07.2007, მუხ. 316) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3–მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალის სტატუსი, ფართობი და საზღვრები 1. შეიქმნას ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალი 13168,6 ჰა ტერიტორიაზე. 2. ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალი მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს:
მუხლი 4. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის სტატუსი, ფართობი და საზღვრები 1. შეიქმნას ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი 60576,4 ჰა ტერიტორიაზე. 2. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს:
მუხლი 5. ნეძვის აღკვეთილის სტატუსი, ფართობი და საზღვრები 1. შეიქმნას ნეძვის აღკვეთილი 9212,5 ჰა ტერიტორიაზე. 2. ნეძვის აღკვეთილი მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს:
“. 2. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. ძალადაკარგული ნორმატიული აქტი და ნორმატიული აქტის ნაწილები ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) „ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიის გაფართოების შესახებ“ საქართველოს 2001 წლის 28 მარტის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №9, 10.04.2001, მუხ. 34); ბ) „დაცული ტერიტორიების სისტემის ჩამოყალიბების ხელშემწყობი ღონისძიებებისა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის შექმნის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 28 ივლისის №447 დადგენილების (საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებათა კრებული, 1995 წ., №7) მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტები.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 17 თებერვალი 2016 წ. N4734-IIს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები