„სარეზიდენტო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 4 თებერვლის №01-6/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სარეზიდენტო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 4 თებერვლის №01-6/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-12/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 19/02/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016244
01-12/ნ
19/02/2014
ვებგვერდი, 21/02/2014
470230000.22.035.016244
„სარეზიდენტო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 4 თებერვლის №01-6/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-12/ნ

2014 წლის 19 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„სარეზიდენტო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 4 თებერვლის №01-6/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სარეზიდენტო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 4 თებერვლის №01-6/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 06/02/2014; 470230000.22.035.016238) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პირველი მუხლის:
ა) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „17. ,,კლინიკური ონკოლოგია“ (დანართი 17);“;

ბ) მე-17 პუნქტით დამტკიცებული დანართი 17-ის (ონკოლოგია):
ბ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

      ,,კლინიკური ონკოლოგია“;

ბ.ბ) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სარეზიდენტო პროგრამა კლინიკურ ონკოლოგიაში (შემდგომში - ონკოლოგია) განკუთვნილია უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის (უნივერსიტეტის ან ინსტიტუტის) კურსდამთავრებული დიპლომირებული მედიკოსებისათვის. მზადების ძირითადი პრინციპია -  რეზიდენტის პროფესიული საქმიანობისათვის საჭირო უნარ-ჩვევების (ონკოლოგიურ დაავადებათა პრევენციის, პროფილაქტიკის, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პალიატიური მზრუნველობის პრინციპები და მეთოდები) სრულყოფილი ათვისება კლინიკური ხელმძღვანელის მუდმივი კონტროლით.

2. აღნიშნული კურსის დასრულების შემდეგ კლინიკური ონკოლოგი (შემდგომში - ონკოლოგი) სრულად ფლობს ონკოლოგიურ დაავადებათა პრევენციის, დიაგნოსტიკის, დიფერენციული დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის საფუძვლებს.“;

გ) 30-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „30. ,,რადიოლოგია“ (დანართი 30);“;

დ) 30-ე პუნქტით დამტკიცებული დანართი 30-ის (სამედიცინო რადიოლოგია):
დ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    ,,რადიოლოგია“;

დ.ბ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1.  სპეციალობისა და სპეციალისტის განსაზღვრება (დეფინიცია) - ,,რადიოლოგია“ არის მედიცინის დარგი, რომელიც აერთიანებს სხივური დიაგნოსტიკის მეთოდებს და სწავლობს მის შესაძლებლობებს ნორმისა და სხვადასხვა პათოლოგიური პროცესების გამოვლენაში, მათი ჩამოყალიბების სხვადასხვა სტადიებზე. სხივური დიაგნოსტიკის თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ დახვეწა დიაგნოსტიკური კვლევის ალგორითმი, მათი გამოყენებით ფართოდ დაინერგა რენტგენოდიაპევტიკური მეთოდები, რაც გულისხმობს როგორც სადიაგნოსტიკო, ასევე სამკურნალო პუნქციურ-მადრენირებელი მანიპულაციების ჩატარებას. სარეზიდენტო პროგრამის დასრულების შემდეგ სპეციალისტს შეუძლია საქმიანობა რენტგენოდიაგნოსტიკასა და ულტრაბგერით დიაგნოსტიკაში.“.

2. ბრძანების პირველ მუხლს დაემატოს 39-ე-47-ე პუნქტები შემდეგი რედაქციით:

     „39. ,,ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია“ (დანართი 39);

     40. ,,გადაუდებელი მედიცინა“ (დანართი 40);

     41. ,,დერმატო-ვენეროლოგია“ (დანართი 41);

     42. ,,ინფექციური სნეულებები“ (დანართი 42);

     43. ,,კლინიკური ტოქსიკოლოგია“ (დანართი 43);

     44. ,,სამედიცინო გენეტიკა“ (დანართი 44);

     45. ,,სპორტის მედიცინა“ (დანართი 45);

     46. ,,ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია“ (დანართი 46);

     47. ,,ფთიზიატრია-პულმონოლოგია“ (დანართი 47).“.

3. ბრძანებას დაემატოს 39-47-ე დანართები თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო