დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის, შენახვის, გამოყენებისა და რეკულტივაციის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 424 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.017647 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (10/01/2014 - 08/08/2014)
|
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 და 25-ე მუხლების საფუძველზე, |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი ,,ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის, შენახვის, გამოყენებისა და რეკულტივაციის შესახებ“. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის, შენახვის, გამოყენებისა და რეკულტივაციის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 27 მაისის N113 ბრძანება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გარცელდეს 2014 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
ტექნიკური რეგლამენტი
ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის, შენახვის, გამოყენებისა და რეკულტივაციის შესახებ |
მუხლი 1. ტექნიკური რეგლამენტის მიზანი
ტექნიკური რეგლამენტის მიზანია: ა) ქვეყნის ტერიტორიაზე მიწის რესურსების დაცვა და რაციონალურად გამოყენება; ბ) სხვადასხვა მიწის სამუშაოების ჩატარების დროს ნიადაგის ნაყოფიერი, პროდუქტიული ფენებისა და ქანების მოხსნისა და განთავსების წესის განსაზღვრა, სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში მათი შემდგომი მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების მიზნით. გ) რადიონუკლიდებით და საშიში ნივთიერებებით, ტოქსიკური (სახიფათო) ნარჩენებით, ჩამდინარე წყლებით დაბინძურებული და დეგრადირებული ნიადაგების ნაყოფიერების აღდგენისა და რეკულტივაციის (ტექნიკური, ბიოლოგიური) მეთოდების განსაზღვრა.
მუხლი 2. ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ნიადაგი - დედამიწის ფხვიერი ზედა ნაწილი, რომელიც შექმნილია ქანების, კლიმატის, ბიოსფეროს, რელიეფის ხნოვანების და ადამიანის სამეურნეო საქმიანობის ურთიერთქმედებით. ბ) ნიადაგის ნაყოფიერება - ნიადაგის უმთავრესი და არსებითი თვისება, რომელიც განასხვავებს მას დედაქანისაგან და რომელიც გულისხმობს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის უზრუნველმყოფი თვისებების ერთობლიობას; გ) დეგრადირებული ნიადაგი – ნიადაგი, რომლის ბიოლოგიური თვისებები გაუარესებულია, ხოლო ეკონომიკური მაჩვენებლები დაცემულია სხვადასხვა ფაქტორთა ზემოქმედების შედეგად; დ) ნიადაგის ნაყოფიერი ფენა - ნიადაგის პროფილის ზედა ჰუმუსოვანი ნაწილი, რომელიც შეიცავს ზრდა-განვითარებისათვის ხელსაყრელ ქიმიურ, ფიზიკურ და აგროქიმიურ თვისებებს; ე) დარღვეული ნიადაგები - ნიადაგები, რომლებმაც დაკარგეს სამეურნეო ფასეულობანი ან სამეურნეო საქმიანობის შედეგად განიცადეს ნიადაგის საფარის, ჰიდროლოგიური რეჟიმის დარღვევა და ტექნოგენური რელიეფის წარმოქმნასთან დაკავშირებით წარმოადგენს გარემოზე უარყოფით ზემოქმედების წყაროს; ვ) მიწა - ხმელეთის ბიოპროდუქტიული სისტემა, რომელიც მოიცავს ნიადაგს, მცენარეულ საფარს, სხვა ბიომასებს, ეკოლოგიურ და ჰიდროლოგიურ პროცესებს, რომლებიც მოქმედებენ ამ სისტემაში; ზ) პოტენციურად ნაყოფიერი მიწის ფენა - ნიადაგის პროფილის ნაწილი (ფენა), რომელიც უზრუნველყოფს მცენარის ზრდა-განვითარებისათვის ხელსაყრელ პირობებს; თ) რეკულტივაცია - სხვადასხვა ფაქტორთა ზემოქმედების შედეგად დაზიანებული (დეგრადირებული) მიწების აღდგენა პირვანდელ ან/და მიახლოებულ პირვანდელ მდგომარეობამდე ი) მიწის ტექნიკური რეკულტივაცია - ნიადაგის რეკულტივაციის ეტაპი, რომელიც მოიცავს დარღვეული ზედაპირის მომზადებას ბიოლოგიური რეკულტივაციის განხორციელების მიზნით; კ) მიწის (ნიადაგის) რეკულტივაციის ბიოლოგიური ეტაპი (ბიოლოგიური რეკულტივაცია) - მიწის რეკულტივაციის ეტაპი, რომელიც ხორციელდება ტექნიკური რეკულტივაციის შემდეგ და მოიცავს აგროტექნიკურ, ფიტომელიორაციულ და კომპლექსურ ღონისძიებებს, რომელიც მიმართულია მიწის სამეურნეო პროდუქტიულობის აღსადგენად; ლ) რეკულტივირებული მიწების წყალსამეურნეო მიმართულება - დადაბლებულ ტექნოგენურ რელიეფზე სხვადასხვა მიმართულების წყალსაცავების შექმნა; მ) რეკულტივირებული მიწების რეკრეაციული მიმართულება - რეკრეაციულ მიწებზე დასვენების ობიექტების შექმნა; ნ) მიწის რეკულტივაციის გარემოსდაცვითი მიმართულება - გარემოსდაცვითი გამოყენების მიზნებისათვის დარღვეული ნიადაგების ვარგის მდგომარეობაში მოყვანა; ო) მიწის რეკულტივაციის სანიტარიულ-ჰიგიენური მიმართულება - დარღვეული ნიადაგების ტექნიკური და ბიოლოგიური კონსერვაცია, რომელიც გარემოზე უარყოფითად მოქმედებს, მისი გამოყენება სოფლის მეურნეობაში არაეფექტურია; პ) პოტენციურად ნაყოფიერი ქანები - წიაღის ქანები, რომელთა პარამეტრები ემთხვევა ნიადაგის პოტენციურ ნაყოფიერებას; ჟ) ნიადაგების კონსერვაცია – ნიადაგების დაცვა და ტიპური სახით შენარჩუნება
მუხლი 3. ძირითადი დებულებანი 1. ეს ტექნიკური რეგლამენტი განსაზღვრავს ნიადაგის საფარის მთლიანობის დარღვევასთან დაკავშირებით სამუშაოების განხორციელებას, ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის, შენახვის, გამოყენების და რეკულტივაცის წესს, რომელიც ვრცელდება ყველა კატეგორიისა და სტატუსის მიწებზე დამოუკიდებლად მათი ადგილმდებარეობის, საკუთრების ფორმისა და სავალდებულოა შესასრულებლად ყველა ფიზიკური და იურიდიული პირის მიერ. 2. სამეწარმეო, სამეურნეო ან ყველა სხვა სახის საქმიანობა (მილსადენის, გზების გაყვანა ან სპეცდანიშნულების ობიექტების მშენებლობა და სხვა), რომელიც დაკავშირებულია ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნასთან (მათ შორის ინტენსიური სასოფლო-სამეურნეო სავარგულები) ხორციელდება შესაბამისი გეგმებისა და პროექტების საფუძველზე. 3. რეკულტივაციას ექვემდებარება ყველა კატეგორიის დაზიანებული და დეგრადირებული ნიადაგი, ასევე მისი მიმდებარე მიწის ნაკვეთები, რომლებმაც დაზიანებული და დარღვეული ნიადაგების უარყოფითი ზემოქმედების შედეგად ნაწილობრივ ან მთლიანად დაკარგეს პროდუქტიულობა. 4. დეგრადირებული ნიადაგის რეკულტივაცია ხორციელდება მისი სასოფლო-სამეურნეო, სატყეო-სამეურნეო, წყალ-სამეურნეო, სამშენებლო, რეკრეაციული, გარემოსდაცვითი, სანიტარიულ-გამაჯანსაღებელი და სხვა დანიშნულების აღდგენის მიზნით. 5. ნიადაგს, რომელსაც ესაჭიროება სარეკულტივაციო სამუშაოების ჩატარება, ნაყოფიერების აღდგენის, მისი შემდგომი სოფლის მეურნეობისათვის, ტყის მეურნეობისათვის ან სხვა მიზნების გამოყენებისათვის, მიწის ფართობის წინასწარი საველე ნიადაგური გამოკვლევის ჩატარება მოსახსნელი ფენების სიმძლავრის დადგენის მიზნით, ხორციელდება რეკულტივაციის პროექტის თანახმად, ტექნიკური და ბიოლოგიური რეკულტივაციის ეტაპებად: ა) ტექნიკური ეტაპი ითვალისწინებს რეკულტივაციის პროექტის თანახმად დაგეგმარებას, რელიეფის ფორმირებას, ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნა_დატანას, ჰიდროტექნიკური და მელიორაციული ნაგებობების მოწყობას, უვარგისი ქანების დამარხვას ასევე სხვა სამუშაოების ჩატარებას, რომლებიც ქმნიან საჭირო პირობებს რეკულტივირებული მიწის შემდგომი მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისათვის ან ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენის ღონისძიებების გატარებისათვის (ბიოლოგიური ეტაპი). ბ) ბიოლოგიური ეტაპი მოიცავს აგროტექნიკურ და ფიტომელიორაციულ კომპლექსურ ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია აგროფიზიკური, აგროქიმიური, ბიოქიმიური და ნიადაგის სხვა თვისებების გაუმჯობესებისაკენ. 6. რეკულტივაციას ექვემდებარება დარღვეული მიწები: ა) წიაღით სარგებლობის, მათ შორის მიწისქვეშა ობიექტების და კომუნიკაციების მშენებლობისას, ექსპლუატაციისა და კონსერვაციის (შახტების, გამონამუშევარის, საცავების, მეტროპოლიტენის, საკანალიზაციო ნაგებობების და სხვა) სასარგებლო წიაღისეულის საბადოების ღია ან მიწისქვეშა მეთოდით დამუშავების შემთხვევაში ლიცენზიის პირობების შესაბამისად; ბ) მილსადენების გაყვანა, საამშენებლო, მელიორაციული, ტყის დამზადების, გეოლოგიური სადაზვერვო, საექსპლოატაციო, საპროექტო-საძიებო, საველე და ნიადაგის საფარის დარღვევასთან დაკავშირებით სხვა სამუშაოების ჩატარება; გ) მრეწველობის, სამხედრო, სამოქალაქო და სხვა ობიექტების ნაგებობების ლიკვიდაციის შემთხვევებში; დ) ნიადაგის დაბინძურების შედეგების ლიკვიდაცია, თუ მათი აღდგენის პირობები მოითხოვს მიწისზედა ნაყოფიერი ფენის მოხსნას; ე) მრეწველობის, საყოფაცხოვრებო და სხვა სახის ნარჩენების დასაწყობება და დამარხვა სპეციალურ გამოყოფილ ადგილებში. 7. ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საკუთრებაში არსებულ მიწებზე ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნება-ამაღლების ღონისძიებები შემუშავდება და ხორციელდება მათივე სახსრებითა და ინიციატივით. 8. ნიადაგის საფარის დარღვევის ან დეგრადაციის გამომწვევი სამეწარმეო, სამეურნეო ან ყოველგვარი საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია თავისი ხარჯებით აანაზღაუროს და უზრუნველყოს ნიადაგის საფარის მთლიანობა და მისი ნაყოფიერება მიახლოებით პირვანდელ მდგომარეობამდე, რისთვისაც საჭიროა: ა) მოხსნას ნიადაგის ნაყოფიერი და პროდუქტიული ფენა, შეინახოს სპეციალურად გამოყოფილ ადგილას და დაიცვას ნიადაგის ხარისხის გაუარესება (სხვადასხვა ნიადაგის ფენებთან და ქანებთან შერევა, მისი დაბინძურებისაგან, გადარეცხვისაგან, გაბნევისაგან დაცვა და სხვა) მათი დაცვისა და შემდგომი მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების მიზნით; ბ) საქმიანობის განხორციელების აუცილებლობიდან გამომდინარე, მოახდინოს ნიადაგის პოტენციურად ნაყოფიერი ფენების და ტოქსიკური ქანების ცალკე სელექციური მოხსნა, დასაწყობება, ლიცენზიით განსაზღვრული პირობების შესაბამისად; გ) ტერიტორიის დაბინძურების შემთხვევაში, მოახდინოს დამაბინძურებული წყაროს ლიკვიდაცია და უმოკლეს ვადებში ჩაატაროს დაბინძურებელი ტერიტორიის რეკულტივაცია, ნიადაგური საფარის მთლიანობის აღდგენის მიმართულებით; დ) დაიცვას მიმდებარე ტერიტორია დაზიანებისა და დეგრადაციისაგან. 9. რეკულტივაციის პროექტის შემუშავება ხორციელდება მოქმედი ეკოლოგიური, სანიტარიულ-ჰიგიენური, სამშენებლო, წყალსამეურნეო, სატყეო-სამეურნეო ნორმატივების და სტანდარტების საფუძველზე, რეგიონული ბუნებრივ-კლიმატური პირობებისა და დარღვეული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით. 10. ყოველგვარი საქმიანობის განხორციელებისას, რომელიც გამოიწვევს ნიადაგის ძირითადი მახასიათებლების გაუარესებას, საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია, მოხსნას ნიადაგის ნაყოფიერი და პროდუქტიული ფენა, განათავსოს სპეციალურად გამოყოფილ ადგილას მისი შემდგომი მიზნობრივი გამოყენების მიზნით, რომელსაც განსაზღვრავს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, ადგილობრივი თვითმმართველოების ორგანოებთან ერთად. აღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში საქმიანობის სუბიექტი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 11. ყოველგვარი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, რომელიც ეხება ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნას, საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში შესათანხმებლად წარმოადგინოს რეკულტივაციის გეგმა/პროექტი ან ინფორმაცია კონსერვაციის შესახებ ადგილმდებარეობისა (GIS გეოინფორმაციული სისტემები კოორდინატები) და ნიადაგის მოცულობის მითითებით. 12. რეკულტივაციის გეგმა/პროექტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმციას: ა) სატიტულო ფურცელი, რომელიც წარმოადგენს ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის, შენახვის, გამოყენებისა და რეკულტივაციის პროექტის პირველ ფურცელს, რომლის ზედა მარცხენა და მარჯვენა ნაწილში მითითებულია იმ ორგანიზაციების დასახელება და მათი ხელმძღვანელების გვარები, რომლებიც ახდენენ ამ პროექტის შეთანხმებას და დამტკიცებას, შუა ნაწილში – პროექტის დასახელება, ხოლო ქვედა ნაწილში – ამ პროექტის შემსრულებელი ორგანიზაცია და მისი ხელმძღვანელის გვარი. ბ) ორგანიზაციის დასახელება; გ) მოკლე მიმოხილვა დაგეგმილი და მიმდინარე საქმიანობის შესახებ; დ) ლიცენზიის ან ნებართვის ნომერი და გაცემის თარიღი; ე) გათვალისწინებული სამუშაოების ხანგრძლივობა; ვ) მოსახსნელი ნიადაგის ნაყოფიერი ფენის ადგილმდებარეობა (გეოგრაფიული); ზ) მოსახსნელი ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოცულობა (მ3); თ) ფართობი(ჰა), რომელზეც განხორციელდება ნაყოფიერი ფენის მოხსნა - GIS (გეოინფორმაციული სისტემები) კოორდინატები; ი) ნიადაგის ნაყოფიერი ფენის დასაწყობების (შენახვის) ადგილი - GIS (გეოინფორმაციული სისტემები) კოორდინატები; კ) დასაწყობების (შენახვის) მეთოდი; ლ) ტოპო გეგმა მოსახსნელი და დასაწყობებული ფართობების ჩვენებით; მ) ნიადაგის ნაყოფიერი ფენის სხვა დანიშნულებით გამოყენება; ნ) სარეკულტივაციო სამუშაობის ჩატარების პერიოდი და მეთოდი (ტექნიკური, ბიოლოგიური). 13. ნიადაგის ნაყოფიერი და პოტენციურად ნაყოფიერი ფენის(A/B, B ჰორიზონტი) მოხსნის სიდიდეები დგინდება პროექტირების დროს 14. სამხედრო სწავლების, სადაზვერვო, გეოლოგიური, საძიებო და სხვა სამუშაოების ჩატარების დროს, რომელიც დაკავშირებული არ არის ნიადაგის მოხსნასთან (ამოღებასთან) რეკულტივაციის სამუშაოების ვადები განისაზღვრება მიწის მესაკუთრესთან ან მიწის მეიჯარესთან შეთანხმებით. 15. რეკულტივაციის ან/და კონსერვაციის სამუშაოების დამთავრების შემდეგ საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია ამის თაობაზე ინფორმაცია წარუდგინოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს (ორგანოებს). ობიექტების რეკულტივაცია ან კონსერვაცია დამთავრებულად ითვლება ინფორმაციის ადგილზე გადამოწმების შემდეგ უფლებამოსილი ორგანოს მიერ შესაბამისი აქტის შედგენით. 16. მოხსნილი ნიადაგის ზედა ნაყოფიერი ფენა გამოიყენება დეგრადირებული ტერიტორიის რეკულტივაციისათვის ან ნაკლებად პროდუქტიული სავარგულების გაუმჯობესების მიზნით. 17. ჰიდროელექტროსადგურის, რკინიგზის, ავტომაგისტრალის და სხვა პროექტების მშენებლობის დამთავრების და ექსპლოატაციაში შესვლის შემდგომ მოხსნილი და დასაწყობებული ნიადაგი თუ არის ნამეტი მისი განკარგვა უნდა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ
მუხლი 4. კონტროლი და პასუხისმგებლობა ნიადაგის რეკულტივაციის ვალდებულებების შესრულებაზე 1. მიწების რეკულტივაციის, მათი ნაყოფიერების აღდგენის, ნაყოფიერი ფენის მოხსნის, შენახვის, ხარისხის დაცვის, ასევე პოტენციურად ნაყოფიერი ფენების და ქანების დროულ და ხანგრძლივ გამოყენებაზე სამუშაოების შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. 2. საქმიანობის სუბიექტი, რომელიც აწარმოებს დეგრადირებული ნიადაგის რეკულტივაციას, პროექტით განსაზღვრული პირობების სამუშაოების არახარისხიანი, ეკოლოგიური და სხვა სტანდარტების წესების და ნორმების დაუცველობისას, პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები