„ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის, შენახვის, გამოყენებისა და რეკულტივაციის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №424 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 533
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/11/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/11/2021
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.023089
533
10/11/2021
ვებგვერდი, 11/11/2021
300160070.10.003.023089
„ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის, შენახვის, გამოყენებისა და რეკულტივაციის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №424 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №533

2021 წლის 10 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის, შენახვის, გამოყენებისა და რეკულტივაციის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №424 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის, შენახვის, გამოყენებისა და რეკულტივაციის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №424 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2014, 300160070.10.003.017647) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის:

1. მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქმიანობის განხორციელების აუცილებლობიდან გამომდინარე, მოახდინოს ნიადაგის პოტენციურად ნაყოფიერი ფენებისა და ტოქსიკური ქანების ცალკე სელექციური მოხსნა, დასაწყობება, ლიცენზიით/გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი  გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად;“.

2. მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ყოველგვარი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, რომელიც ეხება ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნას, საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია, საქმიანობის დაწყებამდე, სამინისტროში შესათანხმებლად წარადგინოს რეკულტივაციის გეგმა/პროექტი ან ინფორმაცია კონსერვაციის შესახებ, ადგილმდებარეობისა (GIS გეოინფორმაციული სისტემები, კოორდინატები) და ნიადაგის მოცულობის მითითებით. ამასთან, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ პროცედურებს დაქვემდებარებული საქმიანობის შემთხვევაში (გარდა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების საქმიანობისა), რეკულტივაციის პროექტი თანხმდება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით განსაზღვრული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შემდეგ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი