„ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის, შენახვის, გამოყენებისა და რეკულტივაციის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №424 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 477
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/08/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.018097
477
08/08/2014
ვებგვერდი, 08/08/2014
300160070.10.003.018097
„ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის, შენახვის, გამოყენებისა და რეკულტივაციის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №424 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №477

2014 წლის 8 აგვისტო

ქ.თბილისი

„ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის, შენახვის, გამოყენებისა და რეკულტივაციის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №424 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის, შენახვის, გამოყენებისა და რეკულტივაციის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს მთავრობის 2013 წლის  31 დეკემბრის  №424  დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2014, 300160070.10.003.017647) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული  რეგლამეტის  მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი:

 „101. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების და გზების  მოწყობის,  რეაბილიტაციის ან/და მოვლის შემთხვევაში, ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნა და მისი განფენა ხორციელდება სახელმწიფო ტყის ფონდის მიწის ფართობზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი