„ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის, შენახვის, გამოყენებისა და რეკულტივაციის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №424 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 282
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/05/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/06/2018
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.020597
282
29/05/2018
ვებგვერდი, 01/06/2018
300160070.10.003.020597
„ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის, შენახვის, გამოყენებისა და რეკულტივაციის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №424 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №282

2018 წლის 29 მაისი

 ქ. თბილისი

„ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის, შენახვის, გამოყენებისა და რეკულტივაციის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №424 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების  შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის, შენახვის, გამოყენებისა და რეკულტივაციის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №424 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2014, 300160070.10.003.017647) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:

1. მე-3 მუხლის:

ა) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ყოველგვარი საქმიანობის განხორციელებისას, რომელიც გამოიწვევს ნიადაგის ძირითადი მახასიათებლების გაუარესებას, საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია, მოხსნას ნიადაგის ნაყოფიერი და პროდუქტიული ფენა, განათავსოს სპეციალურად გამოყოფილ ადგილას  მისი შემდგომი მიზნობრივი გამოყენების მიზნით, რომელსაც განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (შემდგომში − სამინისტრო), ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად. აღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში საქმიანობის სუბიექტი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ყოველგვარი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, რომელიც ეხება ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნას, საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია, სამინისტროში შესათანხმებლად წარადგინოს რეკულტივაციის გეგმა/პროექტი ან ინფორმაცია კონსერვაციის შესახებ ადგილმდებარეობისა (GIS გეოინფორმაციული სისტემები, კოორდინატები)  და ნიადაგის მოცულობის მითითებით.“;

გ) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. ჰიდროელექტროსადგურის, რკინიგზის, ავტომაგისტრალისა და სხვა პროექტების მშენებლობის დამთავრებისა და ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ მოხსნილი და დასაწყობებული ნიადაგი თუ არის ნამეტი, მისი განკარგვა უნდა განახორციელოს სამინისტრომ.“.

2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მიწების რეკულტივაციის, მათი ნაყოფიერების აღდგენის, ნაყოფიერი ფენის მოხსნის, შენახვის, ხარისხის დაცვის, ასევე პოტენციურად ნაყოფიერი ფენებისა და ქანების დროულ და ხანგრძლივ გამოყენებაზე სამუშაოების შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს სამინისტრო.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი