დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2013 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2014 წლის შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 397 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470020000.10.003.017557 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (31/12/2013 - 17/01/2014)
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად,
1. განისაზღვროს ჯანმრთელობის დაცვის 2013 წლის ის სახელმწიფო პროგრამები, მათი ღონისძიებები/მოცულობები, რომელთა განხორციელებაც უწყვეტად გაგრძელდება 2014 წლის 1 იანვრიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სისტემაში განსახორციელებელი 2014 წლის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე და ამ პროგრამებით გათვალისწინებული მიმწოდებლების გამოვლენამდე, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ან ვაუჩერის პირობების გათვალისწინებით. 2. სამინისტრომ და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა – სოციალური მომსახურების სააგენტომ (შემდგომში – სააგენტო) და ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა (შემდგომში – ცენტრი) განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები დანართის შესაბამისად, მათ შორის: ა) 2014 წლის 1 იანვრიდან განხორციელდეს 2013 წელს დადებული/მოქმედი ხელშეკრულებების გათვალისწინებით, ხელშეკრულების გაფორმება/გაგრძელება იმავე მიმწოდებლებთან, ამასთან: ა.ა) ხელშეკრულებების გაფორმების/გაგრძელებისას მათი ღირებულების ყოველთვიური მოცულობა განისაზღვროს 2013 წლის ხელშეკრულებით განსაზღვრული თვის ლიმიტის ოდენობით (დეკემბრის ლიმიტის არსებობისას – დეკემბრის ლიმიტის ოდენობით); ა.ბ) იმ შემთხვევაში, თუ 2013 წლის ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული თვის ლიმიტი, გასაფორმებელი/გასაგრძელებელი ხელშეკრულების თვის ღირებულება განისაზღვროს 2013 წლის ხელშეკრულების საერთო ღირებულების გაყოფით 2013 წელს ამ ხელშეკრულების მოქმედების თვეების რაოდენობაზე; ბ) შენარჩუნებულ იქნეს 2013 წლის ვაუჩერული პროგრამების მიწოდების/განხორციელების/დაფინანსების პრინციპები, ამასთან, 2014 წელს გაგრძელებული ჯანმრთელობის დაცვის 2013 წლის ვაუჩერული პროგრამების ახალი მიმწოდებლების რეგისტრაცია, აგრეთვე პროგრამებში მონაწილე ყველა მიმწოდებლის სტატუსის ცვლილება განხორციელდეს 2013 წელს განსაზღვრული წესით; გ) შენარჩუნებულ იქნეს „იმუნიზაციის“ პროგრამის ,,ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების შესყიდვის“, „სპეციფიკური შრატებისა და ვაქცინების სტრატეგიული მარაგის შესყიდვის, შენახვისა და გაცემის“ და „ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფის“ კომპონენტების ფარგლებში დარეგისტრირებული მიმწოდებლების სტატუსი. ამასთან, ახალი მიმწოდებლების რეგისტრაცია და მიმწოდებლის სტატუსის ცვლილება განხორციელდეს 2013 წელს განსაზღვრული წესით; დ) ,,ტუბერკულოზის მართვის“ პროგრამის ,,ეპიდზედამხედველობისა და ტუბერკულოზის პროგრამის მართვის მონიტორინგის“ კომპონენტის ფარგლებში ეპიდკვლევა ნაცვლად სკრინინგული მეთოდისა (მანტუს სინჯი), საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური/საქალაქო ცენტრების მიერ განხორციელდეს სპეციალურად შემუშავებული კითხვარების მეშვეობით; ე) „სასწრაფო გადაუდებელი დახმარების და სამედიცინო ტრანსპორტირების“ პროგრამის: ე.ა) სასწრაფო სამედიცინო დახმარების კომპონენტის ფარგლებში: ე.ა.ა) სასწრაფო სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად, 2014 წლის 1 იანვრიდან ,,2013 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 ოქტომბრის N279 დადგენილების (შემდგომში - საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 ოქტომბრის N279 დადგენილება) 17.1 დანართით განსაზღვრული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურება ფინანსდება „ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებით (შემდგომში - საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილება) განსაზღვრული წესებისა და პირობების შესაბამისად, ხოლო 17.2 დანართით განსაზღვრული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურება ფინანსდება სრულად პროგრამის ფარგლებში; ე.ა.ბ) საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებით დამტკიცებული „ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ბავშვების, საპენსიო ასაკის მოსახლეობის, სტუდენტების, შშმ ბავშვების და მკვეთრად გამოხატული შშმპ ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების“ მე-5 მუხლის მე-4, მე-5 და 51 პუნქტებით ან მე-12 მუხლით განსაზღვრული გარემოებების დადგომისას, სააგენტო უზრუნველყოფს შესაბამისი სადაზღვევო ორგანიზაციის სამედიცინო (სადაზღვევო) რაიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურების დაფინანსებას სრულად, შესაბამის რაიონში საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 ოქტომბრის №279 დადგენილების 17.1 დანართით განსაზღვრული თვის ლიმიტის შესაბამისად. ე.ბ) არ გაგრძელდეს 2013 წელს არსებული ხელშეკრულება „სასწრაფო გადაუდებელი დახმარების და სამედიცინო ტრანსპორტირების“ პროგრამის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურების რეფორმირების უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების კომპონენტის ფარგლებში. ვ) „სოფლის ექიმის“ პროგრამის: ვ.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად კომპონენტის ფარგლებში: ვ.ა.ა) 2014 წლის 1 იანვრიდან სოფლის ექიმის/ექთნის მომსახურება ფინანსდება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 ოქტომბრის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის „პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად“ კომპონენტით გათვალისწინებული თანხის შესაბამისად, ხოლო დაფინანსების/თანადაფინანსების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებით განსაზღვრული წესებისა და პირობების შესაბამისად. ვ.ა.ბ) საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებით დამტკიცებული „ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ბავშვების, საპენსიო ასაკის მოსახლეობის, სტუდენტების, შშმ ბავშვების და მკვეთრად გამოხატული შშმპ ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების“ მე-5 მუხლის მე-4, მე-5 და 51 პუნქტებით ან მე-12 მუხლით განსაზღვრული გარემოებების დადგომისას, სააგენტო უზრუნველყოფს შესაბამისი სადაზღვევო ორგანიზაციის სამედიცინო (სადაზღვევო) რაიონებში სოფლის ექიმის/ექთნის მომსახურების დაფინანსებას სრულად, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 ოქტომბრის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული თანხის შესაბამისად. ვ.ბ) „სპეცდაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების მიერ შესაბამისი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მიწოდების“ კომპონენტის ფარგლებში განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლები განისაზღვროს შემდეგი ცხრილის (სპეცდაფინანსებაზე მყოფი სამედიცინო დაწესებულებები) შესაბამისად: სპეცდაფინანსებაზე მყოფი სამედიცინო დაწესებულებები
ვ.გ) „შიდა ქართლის სოფლების ამბულატორიული ქსელის ხელშეწყობისა და განვითარების“ კომპონენტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების - შპს „შიდა ქართლის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის“ თვის ლიმიტი განისაზღვროს 12,100 ლარით. ვ.დ) დაევალოს სააგენტოს ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის „ვ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მიმწოდებელთან (შპს „შიდა ქართლის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი“) 2014 წლის იანვრის თვის შესაბამისი ლიმიტის ანაზღაურება განახორციელოს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო დანარჩენი თვეები ანაზღაურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. ზ) სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული მედიკამენტების და სხვა საქონლის შესყიდვების უზრუნველყოფისთვის სამინისტროს, ცენტრს და სააგენტოს მიეცეთ უფლება დამატებით უზრუნველყონ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება შემდეგი პროგრამების ფარგლებში, ხოლო სატენდერო პროცედურების დასრულებამდე და შესყიდული საქონლის მოწოდებამდე იხელმძღვანელონ ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით: ზ.ა) ,,იმუნიზაციის“ პროგრამის ფარგლებში უფლება მიეცეს ცენტრს „იმუნიზაციის“ (პროგრამული კოდი – 35 03 03 02) პროგრამისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში ვაქცინების შესყიდვა განახორციელოს „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, ხოლო „სპეციფიკური შრატებისა და ვაქცინების სტრატეგიული მარაგის შესყიდვის, შენახვისა და გაცემის“, „ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფის“ კომპონენტებით გათვალისწინებული საქონლის შესყიდვა - კანონმდებლობით განსაზღვრული წესით; ზ.ბ) ,,უსაფრთხო სისხლის“ პროგრამის ,,ხარისხის გარე კონტროლის და მონიტორინგის უზრუნველყოფის“ კომპონენტის ფარგლებში სამედიცინო სახარჯი მასალის შესყიდვა; ზ.გ) ,,დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ პროგრამის ,,ორსულებში B ჰეპატიტის, აივ-ინფექციის/შიდსის და სიფილისის განსაზღვრისა და დედიდან შვილზე B ჰეპატიტის გადაცემის პრევენციის უზრუნველყოფის“ კომპონენტის ფარგლებში სამედიცინო სახარჯი მასალის შესყიდვა; ზ.დ) ,,აივ-ინფექცია/შიდსის“ პროგრამის ფარგლებში სამედიცინო სახარჯი მასალის შესყიდვა; ზ.ე) ,,ეპიდზედამხედველობის“ პროგრამის ნოზოკომიური ინფექციებისა და დიარეული დაავადებების ეპიდზედამხედველობის კომპონენტების ფარგლებში ტესტსისტემებისა და სახარჯი მასალების შესყიდვა; ზ.ვ) ,,დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის“ პროგრამით განსაზღვრული მედიკამენტებისა და საქონლის შესყიდვა; ზ.ზ) ,,ნარკომანიის“ პროგრამით განსაზღვრული მედიკამენტებისა და საქონლის შესყიდვა; ზ.თ) „იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის“ პროგრამით განსაზღვრული მედიკამენტებისა და საქონლის შესყიდვა; ამასთან, „ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ ქვეკომპონენტის ფარგლებში შესასყიდ მედიკამენტებში დამატებით განისაზღვროს რეკომბინანტული აქტივირებული კოაგულაციური VII ფაქტორის (rFVIIa) და აქტივირებული პროთრომბინ კომპლექს კონცენტრატის (ანტიინჰიბიტორული კოაგულაციური კომპლექსის) შესყიდვა; ზ.ი) ,,დიაბეტის მართვის“ პროგრამით განსაზღვრული მედიკამენტებისა და საქონლის შესყიდვა; ზ.კ) ,,ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობის“ პროგრამით განსაზღვრული მედიკამენტებისა და საქონლის შესყიდვა. 3. სააგენტომ და ცენტრმა 2014 წლის 31 იანვრამდე სამინისტროში წარადგინონ ინფორმაცია ამ დადგენილების შესაბამისად დადებული/გაგრძელებული ხელშეკრულებების შესახებ (მათ შორის, ვაუჩერული პროგრამების), რომელიც დადგენილი წესით უნდა ეცნობოს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს, ხოლო განმახორციელებელი დადგენილი წესით აცნობებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს. 4. სააგენტომ და ცენტრმა 2013 წლის შესაბამისი პროგრამის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების აუნაზღაურებელი ნაწილის დაფინანსება იმავე პირობებითა და მოცულობით განახორციელონ 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროგრამული კლასიფიკაციის შესაბამისი კოდებით გათვალისწინებული ასიგნებებიდან, დანართის მიხედვით. ამასთან, 2013 წლის განმავლობაში სადავო შემთხვევები, რომელთა შესახებაც გადაწყვეტილება მიღებული იქნება 2014 წელს, ანაზღაურდეს 2014 წლის საბიუჯეტო ასიგნებებიდან. 5. წინა პერიოდის ვალდებულებების დაფინანსება განხორციელდეს ქვემოთ მოყვანილი პირობებით: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით დასრულდეს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მომსახურების მიმწოდებლისა და პროგრამის განმახორციელებლის მიერ 2013 წელს ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, ხელშეკრულებების ფარგლებში, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის მიუხედავად; ბ) „რეფერალური მომსახურების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2013 წელს გაფორმებული, აგრეთვე 2012 წელს გაფორმებული და შეთანხმებით 2013 წელს გაგრძელებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული აუნაზღაურებელი ღირებულება დაფინანსდეს შესაბამისი პროგრამის 2014 წლის საბიუჯეტო ასიგნებიდან; გ) „რეფერალური მომსახურების“ „სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარების“ კომპონენტის ფარგლებში სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ 2013 წელს მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებების საფუძველზე, 2014 წელს ხელშეკრულებების გაფორმება და მათი დაფინანსება განხორციელდეს შესაბამისი პროგრამის 2014 წლის საბიუჯეტო ასიგნებიდან. 6. „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილების პირველი მუხლის შესაბამისად შექმნილი კომისიის მიერ 2014 წელს მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე, გაფორმდეს ხელშეკრულებები და მათი დაფინანსება განხორციელდეს შესაბამისი პროგრამის 2014 წლის საბიუჯეტო ასიგნებიდან. 7. ამ დადგენილებით გათვალისწინებული შესყიდვები ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 21 თებერვლის დადგენილება №192 – ვებგვერდი, 24.02.2014წ. |
| მუხლი 2 |
სამინისტრომ, სააგენტომ და ცენტრმა უზრუნველყონ ამ დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება, გარდა მე-2 მუხლისა ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან, ხოლო დადგენილების მე-2 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები