„იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2013 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2014 წლის შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №397 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 368
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/06/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/06/2014
სარეგისტრაციო კოდი 470020000.10.003.017990
368
06/06/2014
ვებგვერდი, 10/06/2014
470020000.10.003.017990
„იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2013 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2014 წლის შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №397 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №368

2014 წლის 6 ივნისი

ქ. თბილისი

„იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2013 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2014 წლის შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №397 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2013  წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2014 წლის შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №397 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 470020000.10.003.017557) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ1“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „ვ1.კ“  ქვეპუნქტი:

,,ვ1.კ) დამატებითი პირობები და ადმინისტრირების წესი

1.კ.ა) ,,ვ1.ბ“ ქვეპუნქტის ,,ვ1.ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია  ორსულთა უზრუნველყოფა ფოლიუმის მჟავით ორსულობის 13 კვირამდე, შემდეგი პირობებით:

1.კ.ა.ა) ფოლიუმის მჟავით უზრუნველყოფა ხორციელდება მატერიალიზებული ვაუჩერის (ანტენატალური მეთვალყურეობის ვაუჩერის) საშუალებით;

1.კ.ა.ბ) ვაუჩერის მისაღებად, ორსულმა/მისმა ნდობით აღჭურვილმა პირმა  უნდა მიმართოს  სააგენტოს ან სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს დედაქალაქისა და ქვეყნის მასშტაბით, წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ნდობით აღჭურვილი პირის შემთხვევაში - ორსულისა და საკუთარი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენით)  და ფორმა №IV-100/ა (ორსულობის დადასტურებისა და ფოლიუმის მჟავის რაოდენობის მითითებით);

1.კ.ა.გ) ვაუჩერის აღებისთანავე ორსულს/მის ნდობით აღჭურვილ პირს შეუძლია აიღოს ფოლიუმის მჟავა აფთიაქებში, ქვეყნის მასშტაბით პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა (ნდობით აღჭურვილი პირის შემთხვევაში - ორსულისა და საკუთარი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენით) და რეცეპტის საფუძველზე;

1.კ.ა.დ) აფთიაქიდან  ფოლიუმის  მჟავა  გაიცემა ერთჯერადად, ექიმის მიერ გამოწერილი სრული კურსისთვის საჭირო რაოდენობით.  იმ შემთხვევაში, თუ სხვადასხვა მიზეზით შეწყდა ორსულობა და მიღებული მედიკამენტის გარკვეული რაოდენობა დარჩა გაუხარჯავი, მსგავს შემთხვევებში, ბენეფიციარს ეძლევა რეკომენდაცია, მედიკამენტის ამოწურვამდე გააგრძელოს ფოლიუმის მჟავის მიღება;

1.კ.ბ) ,,ვ1.ბ“ ქვეპუნქტის ,,ვ1.ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია  რკინადეფიციტური ანემიის მქონე ორსულთა უზრუნველყოფა რკინის პრეპარატებით ორსულობის 26 კვირიდან, შემდეგი პირობებით:

1.კ.ბ.ა) დადასტურებული რკინადეფიციტური ანემიის შემთხვევაში, ანემიის მართვას ახორციელებს იმ სამედიცინო დაწესებულების ექიმი, რომელიც სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობისათვის აკმაყოფილებს ,,მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებით ან ,,სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

1.კ.ბ.ბ) რკინის პრეპარატის მიმღებად რეგისტრაციისათვის, ორსულმა/მისმა ნდობით აღჭურვილმა პირმა უნდა  მიმართოს  სააგენტოს (სააგენტოს ცენტრალურ ოფისში, თბილისში ან სააგენტოს რეგიონალურ სამსახურებში, ქვეყნის მასშტაბით) და წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ნდობით აღჭურვილი პირის შემთხვევაში - ორსულისა და საკუთარი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენით)  და ფორმა №IV-100/ა, რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას პაციენტის დიაგნოზის (რკინადეფიციტური ანემია), მედიკამენტის დღიური დოზის და მკურნალობის კურსისთვის (ერთი თვის) საჭირო რაოდენობის შესახებ;

1.კ.ბ.გ) რეგისტრაციისთანავე, ორსულს/მის ნდობით აღჭურვილ პირს შეუძლია მიიღოს რკინის პრეპარატი აფთიაქებში, ქვეყნის მასშტაბით პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა (ნდობით აღჭურვილი პირის შემთხვევაში - ორსულისა და საკუთარი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენით) და რეცეპტის საფუძველზე;

1.კ.ბ.დ) რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობიდან ერთი თვის შემდეგ ორსულს უნდა ჩაუტარდეს ანემიის სკრინინგული კვლევა და გადაწყდეს მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა (შესაძლოა შეიცვალოს დანიშნული მედიკამენტის დღიური დოზა). ასეთ შემთხვევაში, კომპონენტით განსაზღვრული სერვისით სარგებლობისათვის, ორსულმა/მისმა ნდობით აღჭურვილმა პირმა სააგენტოში უნდა წარადგინოს განახლებული ფორმა №IV-100/ა, კორექტირებული დოზის და რაოდენობის მითითებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი