დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2013 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2014 წლის შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №397 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 356 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/05/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/05/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470020000.10.003.017976 |
|
„იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2013 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2014 წლის შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №397 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2013 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2014 წლის შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №397 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 470020000.10.003.017557) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „ე.გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე.დ“ ქვეპუნქტი: „ე.დ) „პროგრამა „მომავლის ბანაკის“ განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №728 განკარგულებით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველყოფის კომპონენტი: ე.დ.ა) კომპონენტი მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს: ე.დ.ა.ა) „მომავლის ბანაკის“ უზრუნველყოფა ექიმის მომსახურებით; ე.დ.ა.ბ) „მომავლის ბანაკის“ უზრუნველყოფა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვრული მედიკამენტებითა და სამედიცინო დანიშნულების საგნებით; ე.დ.ბ) კომპონენტის მოსარგებლეები არიან პროგრამა „მომავლის ბანაკის“ მონაწილეები; ე.დ.გ) პროგრამა „მომავლის ბანაკით“ განსაზღვრული ღონისძიებების ფარგლებში: ე.დ.გ.ა) თითოეულ ბანაკს ყოველთვიურად ემსახურება ერთი ექიმი. ყოველთვიურად ექიმის სახელფასო ფონდი განისაზღვრება 600 ლარით; ე.დ.გ.ბ) თითოეული ბანაკისათვის ყოველთვიურად შეისყიდება არაუმეტეს 1000 ლარის ღირებულების მედიკამენტები და სამედიცინო დანიშნულების საგნები; ე.დ.დ) ამ პუნქტის „ე.დ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად; ე.დ.ე) ამ პუნქტის „ე.დ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება ამ დადგენილების №3 ცხრილით განსაზღვრული სსიპ - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისგან, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით; ე.დ.ვ) ამ პუნქტის „ე.დ.ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი განმახორციელებელთან წარადგენს მხოლოდ დადგენილი ფორმის შემთხვევათა რეესტრს და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს; ე.დ.ზ) კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 8 000 ლარით.“; ბ) „ვ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ.გ) „შიდა ქართლის სოფლების ამბულატორიული ქსელის ხელშეწყობისა და განვითარების“ კომპონენტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების - შპს „შიდა ქართლის პირველადი ჯანდაცვის ცენტრისათვის“ ლიმიტი განისაზღვროს შემდეგი ცხრილის (შიდა ქართლის სოფლების ამბულატორიული ქსელის ხელშეწყობა და განვითარება) შესაბამისად: შიდა ქართლის სოფლების ამბულატორიული ქსელის ხელშეწყობა და განვითარება
2. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: ,,61. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით და მე-6 პუნქტით განსაზღვრული პირობები დამატებით გავრცელდეს „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილების პირველი მუხლის შესაბამისად შექმნილი კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ პირებზე, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქონის მიუხედავად.“. | ||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 1 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები