„იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2013 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2014 წლის შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №397 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 286
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/04/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 470020000.10.003.017906
286
14/04/2014
ვებგვერდი, 14/04/2014
470020000.10.003.017906
„იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2013 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2014 წლის შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №397 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №286

2014 წლის 14 აპრილი

ქ. თბილისი

„იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2013 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2014 წლის შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №397 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
.   „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2013 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2014 წლის შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №397 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 470020000.10.003.017557) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის:

1.  მე-2 პუნქტს  „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“  ქვეპუნქტი:

„დ1) ,,ტუბერკულოზის მართვის“ პროგრამის ფარგლებში სს ,,ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ ფუნქციონირების ხელშეწყობის კომპონენტი. აღნიშნული კომპონენტის განმახორციელებელია სააგენტო. მომსახურების მიმწოდებელია სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი“. ამასთან, მიმწოდებელი განმახორციელებელს  წარუდგენს ინფორმაციას კომპონენტის ფარგლებში გაწეული ფაქტიური ხარჯის შესახებ მომდევნო თვის 15 რიცხვამდე. კომპონენტით განსაზღვრული მომსახურების დაფინანსება განხორციელდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს 47 291 ლარისა თვეში, „ტუბერკულოზის მართვის“ პროგრამის ასიგნებების ფარგლებში;“.

2. მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის:

ა) „ვ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ.ა) „პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად“ კომპონენტის ფარგლებში სოფლის  ექიმის/ექთნის მომსახურების მიწოდების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით, 2014 წლის 1 იანვრიდან აღნიშნული მომსახურება ფინანსდება სრულად, პროგრამის ფარგლებში. ამასთან, 2014 წლის 30 აპრილის ჩათვლით სოფლის ერთი ექიმის მომსახურების ღირებულება განისაზღვრება თვეში  500 ლარის ოდენობით, ხოლო ერთი ექთნის/ფერშლის მომსახურების ღირებულება - თვეში 350 ლარის ოდენობით. 2014 წლის 1 მაისიდან სოფლის ერთი ექიმის მომსახურების  ღირებულება  განისაზღვრება თვეში  650 ლარის ოდენობით, ხოლო ერთი ექთნის/ფერშლის მომსახურების ღირებულება - თვეში  455 ლარის ოდენობით;“;

ბ) „ვ.დ“ ქვეპუნქტის  შემდეგ  დაემატოს  შემდეგი  შინაარსის „ვ.ე“ და „ვ.ვ“ ქვეპუნქტები:

„ვ.ე) ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის „ვ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სპეცდაფინანსებაზე მყოფი რიგი სამედიცინო დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით, დამატებითი ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფის კომპონენტი;

ვ.ვ) ამ  პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის „ვ.ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ღონისძიებებისთვის ბიუჯეტი განისაზღვროს 2 (ორი) მილიონი ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხიდან სპეცდაფინანსებაზე მყოფი სამედიცინო დაწესებულებებისათვის, სპეცდაფინანსების დამატების საჭიროება, ოდენობა და პირობები განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად;“.

3.  მე-2 პუნქტს  „ვ“  ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი  შინაარსის  „ვ1“ ქვეპუნქტი:

,,ვ1) ,,დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ პროგრამის ფარგლებში ,,ორსულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კოპონენტი“;

1.ა) კომპონენტის მიზანია დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება,  რკინადეფიციტურ ანემიასთან დაკავშირებული პერინატალური სიკვდილიანობის, ნაადრევი მშობიარობების რიცხვისა და თანდაყოლილი ანომალიების განვითარების შემცირება;

1.ბ) კომპონენტი მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:

1.ბ.ა) ორსულთა უზრუნველყოფა ფოლიუმის მჟავით;

1.ბ.ბ) რკინადეფიციტური ანემიის მქონე ორსულთა უზრუნველყოფა რკინის პრეპარატებით;

1.ბ.გ) სამკურნალო საშუალებათა ტრანსპორტირება, შენახვა და გაცემა (სამკურნალო საშუალებების საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გაფორმების ხარჯები, მიღება, შენახვა, ტრანსპორტირება, გაცემა ბენეფიციარებზე აფთიაქების მეშვეობით);

1.ბ.დ)  კომპონენტის ადმინისტრირებისა და საინფორმაციო კამპანიის უზრუნველყოფა;

1.გ) კომპონენტის მოსარგებლეები არიან ,,დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ პროგრამით განსაზღვრული ორსულები, მათ შორის, რკინის პრეპარატებით უზრუნველყოფილი არიან ორსულები, რომელთაც დადგენილი აქვთ რკინადეფიციტური ანემიის დიაგნოზი;

1.დ) კომპონენტის ფარგლებში ბენეფიციართა მედიკამენტებით უზრუნველყოფა ხორციელდება უსასყიდლოდ (თანაგადახდის გარეშე);

1.ე) კომპონენტის მოსარგებლეებისათვის მედიკამენტების მიწოდება ხორციელდება არამატერიალიზებული ვაუჩერის საშუალებით;

1.ვ) ამ პუნქტის ,,ვ1.ბ“ ქვეპუნქტის ,,ვ1.ბ.ა“ და ,,ვ1.ბ.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მედიკამენტების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“  საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად;

1.ზ)  ამ პუნქტის ,,ვ1.ბ“ ქვეპუნქტის  ,,ვ1.ბ.გ“  და ,,ვ1.ბ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული  მომსახურების  შესყიდვა ხორციელდება  „სახელმწიფო  შესყიდვების შესახებ“  საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად;

1.თ) კომპონენტის განმახორციელებელია  სააგენტო;

1.ი) კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება  510 000  ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

ქვეკომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

ორსულთა უზრუნველყოფა ფოლიუმის მჟავით

25.0

2

რკინადეფიციტური ანემიის მქონე ორსულთა უზრუნველყოფა რკინის პრეპარატებით

399.0

3

სამკურნალო საშუალებათა ტრანსპორტირება, შენახვა და გაცემა (სამკურნალო საშუალებების საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გაფორმების ხარჯები, მიღება, შენახვა, ტრანსპორტირება, გაცემა ბენეფიციარებზე აფთიაქების მეშვეობით)

21.0

4

კომპონენტის ადმინისტრირებისა და საინფორმაციო კამპანიის უზრუნველყოფა

65.0

სულ

510.0;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი