დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 990 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2013 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.016241 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (31/12/2013 - 23/05/2014)
|
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ
|
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის, მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა თანდართული დანართების (დანართი №1–13) შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 2 მაისის №668 ბრძანება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ“; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1633 ბრძანება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ“; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 21 თებერვლის №227 ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უბნის ინსპექტორთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ“; დ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 25 თებერვლის №251 ბრძანება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ“; ე) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 29 ივლისის №855 ბრძანება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტთა, ექსპერტ-კრიმინალისტთა და კრიმინალისტთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ“; ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 14 დეკემბრის №1517 ბრძანება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მოსამსახურეთა (პოლიციელთა) ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკისა და ლოგოს შესახებ“; ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 14 იანვრის №39 ბრძანება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მოსამსახურეთა (პოლიციელთა) ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“; თ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 5 ივლისის №605 ბრძანება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა (პოლიციელთა, სამხედრო მოსამსახურეთა, სამოქალაქო პირთა) ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“; ი) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 25 მარტის №337 ბრძანება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მოსამსახურეთა (პოლიციელთა) ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“; კ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 14 აპრილის №373 ბრძანება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მოსამსახურეთა სპეციალური ჟეტონის ფორმის დამტკიცების შესახებ“; ლ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 8 ნოემბრის №893 ბრძანება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა (პოლიციელთა) ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“; მ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 14 თებერვლის №108 ბრძანება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,112“-ის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“; ნ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 ივლისის №570 ბრძანება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ზოგიერთ მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ .
|
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები