„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 141
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 05/10/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017070
141
05/10/2020
ვებგვერდი, 07/10/2020
140130000.22.034.017070
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №141

2020 წლის 5 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/13, 140130000.22.034.016241) დამტკიცებული დანართი №6-ის №5 და №6 პლანშეტები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული ნიმუშის ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის გამოყენება დასაშვებია მარაგების ამოწურვამდე.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური

პლანშეტი №5

ყოველდღიური ზამთრის ფორმა მამაკაცებისთვის

მუქი ლურჯი ფერის თბილი ქუდი, მუქი ლურჯი ფერის პულოვერი, მუქი ლურჯი ფერის გრძელმკლავიანი პერანგი, მუქი ლურჯი ფერის საშემოდგომო შარვალი, შავი ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი, ლურჯი ფერის ქურთუკი ყვითელი ფერის ზოლებით, შავი ფერის აღჭურვილობის ქამარი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი №6

ყოველდღიური ზამთრის ფორმა ქალებისთვის

მუქი ლურჯი ფერის თბილი ქუდი, მუქი ლურჯი ფერის პულოვერი, მუქი ლურჯი ფერის გრძელმკლავიანი პერანგი, მუქი ლურჯი ფერის საშემოდგომო შარვალი ან/და ქვედაბოლო, შავი ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი, ლურჯი ფერის ქურთუკი ყვითელი ფერის ზოლებით, შავი ფერის აღჭურვილობის ქამარი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.