დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 165 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/12/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/12/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.017092 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანების (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 140130000.22.034.016241):
1. პირველი მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი: „მუხლი 11. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უფლებამოსილია თავის საქმიანობაში გამოიყენოს სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო განმასხვავებელი ნიშანი, რომელიც დამტკიცებულია „საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის შესახებ“ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციების 1977 წლის 8 ივნისის დამატებითი ოქმით.“. 2. პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №71 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
| მუხლი 2 |
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეთა ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული ნიმუშის ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის გამოყენება დასაშვებია მარაგების ამოწურვამდე.
|
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები