საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 998
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2013
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.034.016249
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
998
31/12/2013
ვებგვერდი, 31/12/2013
040030000.22.034.016249
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/12/2013 - 22/05/2015)

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება998

2013 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 60  მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“   ქვეპუნქტების  საფუძველზე,

ვბრძანებ:


მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის თანდრთული წესი.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 24 მარტის №384 ბრძანება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ";

ბ)  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 6 აგვისტოს N874 ბრძანება  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ”;

 გ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 14 თებერვლის №109 ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –„112“-ის სპეციალური წოდების მქონე პირთა და სხვა მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“.

 

მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.

შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე



დანართი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი  საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესი

მუხლი 1
1.  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესი აწესრიგებს  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (შემდგომში - სსიპ) დასაქმებულ  პოლიციის სპეციალური წოდების მქონე პირთა, სამოქალაქო პირთა და დამხმარე მოსამსახურეთა (რომელთაც უკავიათ შტატი და არ გააჩნიათ სპეციალური წოდება) და შტატგარეშე მოსამსახურეთა (შემდგომში - მოსამსახურე) სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებს.

2. ამ ბრძანების გარდა  მოსამსახურის სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

3.  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს (შემდეგში - მინისტრი) უფლება აქვს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (შემდგომში - სამართლებრივი აქტი) მოსამსახურეს დაუწესოს სპეციალური დანამატები და კომპენსაციები, განუსაზღვროს ერთჯერადი დახმარების ან სხვა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები და შეღავათები.

მუხლი 2
1. სპეციალური წოდების მქონე პირს ეძლევა ყოველთვიური ფულადი სარგო - ხელფასი (თანამდებობრივი სარგო და წოდებრივი სარგო), ნამსახური წლებისათვის ხელფასზე (ყოველთვიური ფულადი სარგო) ყოველთვიური დანამატი, საჭიროების შემთხვევაში, სასურსათო ულუფა, ფორმის ტანსაცმელი, სხვა დანამატები და კომპენსაციები.

2. სამოქალაქო პირს და დამხმარე მოსამსახურეს ეძლევა ყოველთვიური ფულადი სარგო – ხელფასი (თანამდებობრივი სარგო),  სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე,  სასურსათო ულუფა, ფორმის ტანსაცმელი და სხვა დანამატები და კომპენსაციები.

3. შტატგარეშე მოსამსახურეთა ყოველთვიურ ხელფასს და სხვა ფულად გასაცემს სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს სსიპ-ის ხელმძღვანელი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, შტატგარეშე მოსამსახურეს შესაძლებელია მიეცეს სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი.

4. სსიპ-ის სპეციალური წოდების მქონე პირისა და სსიპ-ის  სამოქალაქო პირის შრომის ანაზღაურებისა და სხვა გასაცემლის დაანგარიშება ხდება კალენდარული დღეების მიხედვით, ხოლო სსიპ-ის   დამხმარე მოსამსახურისა და სსიპ-ის   შტატგარეშე მოსამსახურის - სამუშაო დღეების მიხედვით.

 5. მოსამსახურეს კუთვნილი შვებულების დროს ეძლევა შესაბამისი ხელფასი (ფულადი სარგო), წელთა ნამსახურობისა და სხვა სპეციალური დანამატები და კომპენსაციები.

6. მოსამსახურეს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარებასთან ერთად ეძლევა კომპენსაცია მის მიერ ანაზღაუ­რებად შვებულებაში ყოფნის პერიოდში მისაღები შრო­მითი გასამრჯელოს სრულ ოდენობამდე შესავ­სებად.

7. სსიპ-ის   ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით მოსამსახურეს წახალისების სახით, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისათვის შეიძლება მიეცეს ფულადი ჯილდო (პრემია) და ფასიანი საჩუქარი. ასევე განსაკუთრებულ შემთხვევებში  - ერთჯერადი დახმარება.

მუხლი 3
1. მოსამსახურეს ფორმის ტანსაცმლით უზრუნველყოფს სსიპ, რომლის ნიმუშსაც ამტკიცებს მინისტრი.

2. მოსამსახურის სასურსათო უზ­რუნ­ველყოფისა და სანივთე ქონებით უზრუნველყოფის  ნორმებს ამტკიცებს სსიპ - ის   ხელმძღვანელი მინისტრის  მიერ დადგენილი  საორიენტაციო ნორმების გათვალისწინებით.

3. სსიპ-ის  ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტით შესაძლებელია  დაწესდეს მოსამსახურეთათვის კვებითი უზრუნველყოფის საბარათე სისტემა, რომლის მიხედვით სასურსათო ბარათით მოსარგებლე პირი გამოყოფილი თანხის ფარგლებში თავად განსაზღვრავს სასურსათო ულუფას.

4. მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე ყოფნის დროს (სამსახურის გავლის სპეციფიკიდან გამომდინარე, კვების უზრუნველყოფის პერიოდში) სსიპ-ის   სპეციალური წოდების მქონე პირს და სსიპ-ის   სამოქალაქო პირს უნარჩუნდება სასურსათო ულუფა.

მუხლი 4
სამსახურებრივი დანიშნულების ცხოველების (ძაღლი, ცხენი) სასურსათო უზრუნველყოფის ნორმებს განსაზღვრავს მინისტრი სამართლებრივი აქტით. მოსამსახურეს, რომელიც მინისტრის მიერ დადგენილი წესით განახორციელებს სამსახურებრივი დანიშნულების ცხოველების მოვლა-შენახვას საკუთარ სახლში, ეძლევა ყოველთვიური კომპენსაცია, რომლის ოდენობასაც, ცხოველის შენახვისათვის საჭირო სპეციფიკიდან გამომდინარე, განსაზღვრავს მინისტრი სამართლებრივი აქტით. 
მუხლი 5
მოსამსახურე და მისი ოჯახის წევრები (მეუღლე, არასრულწლოვანი შვილები) ექვემდებარებიან ჯანმრთელობისა და სიცოცხლის სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას  სსიპ-ის  ბიუჯეტის ხარჯზე, ხოლო სსიპ-ის  დაცვის პოლიციის დეპარტამენტში სავალდებულო დაზღვევას ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაცვის პოლიციის დანაყოფების სპეციალური წოდების მქონე პირები.
მუხლი 6
მოსამსახურეს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის იყენებს სამსახურებრივ ან პირად საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებასა და მობილურ ტელეფონს, საწვავით და სასაუბრო დროის ლიმიტებით (საჭიროების შემთხვევაში ბარათებით) უზრუნველყოფს სსიპ დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 7
მოსამსახურეს მინისტრის სამართლებრივი აქტით შესაძლებელია საცხოვრებლად სარგებლობაში გადაეცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბინა, სახლი, დამხმარე ნაგებობები და მათზე მიმაგრებული მიწის ფართობი.  მოსამსახურეს, რომელსაც გადაცემული აქვს სამინისტროს ბალანსზე რიცხული უძრავი ქონება, როგორც მართლზომიერ მფლობელს, შეუძლია მასზე მოიპოვოს საკუთრების  უფლება სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე. 
მუხლი 8
1. მოსამსახურეს, რომელსაც უწევს სამსახურებრივი გადაადგილება რომელიმე სხვა ქალაქში, რაიონში ან დასახლებულ პუნქტში, რაც დაკავშირებულია საცხოვრებელი ადგილის შეცვლასა და ბინის დაქირავებასთან, ან სხვა გამონაკლის შემთხვევაში, ბინის დაქირავებისას, ოჯახის თითოეულ წევრზე (მეუღლე, არასრულწლოვანი შვილები) სსიპ-ის   ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტით (შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით), საჭიროების შემთხვევაში, ყოველთვიური კომპენსაციის სახით შეიძლება მიეცეს არა უმეტეს:         

 

ა) ქ. თბილისში: 

 

 

ოჯახის გარეშე

-

370 ლარი

ორწევრიანი ოჯახისათვის

-

240 ლარი

სამი და მეტი წევრის შემთხვევაში

-

180 ლარი

ბ) სხვა ქალაქებში:  (4.12.2007 N671)

 

 

ოჯახის გარეშე

-

240 ლარი

ორწევრიანი ოჯახისათვის

-

160 ლარი

სამი და მეტი წევრის შემთხვევაში

-

120 ლარი

გ) სხვა დასახლებულ პუნქტებში: 

 

 

ოჯახის გარეშე

-

160 ლარი

ორწევრიანი ოჯახისათვის

-

100 ლარი

სამი და მეტი წევრის შემთხვევაში

-

80 ლარი.

 

2. კომპენსაცია გაიცემა ქირავნობის (პერიოდის მითითებით) და ბინაში მცხოვრები ოჯახის წევრთა რაოდენობის შესახებ შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციის, აგრეთვე, მესაკუთრის (ფიზიკური პირი) გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის მოწმობის წარმოდგენის საფუძველზე.

3. თუ  მოსამსახურისათვის ბინის დაქირავებას ახორციელებს სსიპ, ბინის ქირის ღირებულება განისაზღვრება სსიპ-სა და მესაკუთრეს (ფიზიკურ პირს) შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

მუხლი 9
კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში სპეციალური წოდების მქონე პირს და სსიპ - ის  სამოქალაქო პირს ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად უნარჩუნდება ხელფასი (ფულადი სარგო) ორი თვის განმავლობაში.
მუხლი 10
მოსამსახურეს სსიპ - ის  ბიუჯეტის ხარზე, სსიპ - ის  ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტის საფუძველზე აქვს პროფესიული განათლების მიღების, სპეციალურ სასწავლებლებში შესვლის, მომზადების, გადამზადებისა და  კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე სწავლის უფლება.
მუხლი 11
1. სპეციალური წოდების მქონე პირს საომარი მდგომარეობის დროს შეიარაღებულ კონფლიქტში უშუალო მონაწილეობისას მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე ერთი დღე ჩაეთვალოს ნამსახურობის სამ დღედ. შესაბამისად, ფულადი სარგო დროის ამ პერიოდში მიეცეს სამმაგი ოდენობით.

2. სპეციალური წოდების მქონე პირს, რომელსაც ეძლევა ფულადი სარგო სამმაგი ოდენობით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი დანამატები და პენსია/კომპენსაცია უანგარიშდება ფულადი სარგოს ერთმაგი ოდენობიდან. 

მუხლი 12
1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევაში, მისი ოჯახის წევრს (მემკვიდრეს) ან მის კმაყოფაზე მყოფ პირს სსიპ-ის   ხელმძღვანელის  სამართლებრივი აქტით ეძლევა ერთჯერადი დახმარება არა უმეტეს 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის  ოდენობით და დაკრძალვის (საფლავის მოწყობა) ხარჯები 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, ასევე  სსიპ - ის  ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, კურატორი მინისტრის მოადგილის თანხმობით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული მოსამსახურის ოჯახის წევრს (მემკვიდრე) ან მის კმაყოფაზე მყოფ პირს შესაძლებელია მიეცეს მატერიალური ან/და ფულადი დახმარება.

2. მოსამსახურეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, მინისტრის სამართლებრივი აქტით ეძლევა ერთჯერადი დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა)  მძიმე დაზიანებისას - 7000 (შვიდი ათასი) ლარი;

ბ) ნაკლებად მძიმე დაზიანებისას - 4 000 (ოთხი ათასი) ლარი;

გ) მსუბუქი დაზიანებისას - 2 000 (ორი ათასი) ლარი.

3. მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, გარდაცვლილი მოსამსახურის ოჯახის წევრს (მემკვიდრე) ან მის კმაყოფაზე მყოფ პირს შესაძლებელია მიეცეს მატერიალური ან/და ფულადი დახმარება.

4. დაღუპულ (გარდაცვლილ) მოსამსახურეზე  ფაქტიურად გაცემული ხელფასი (ფულადი სარგო), დანამატი, კომპენსაცია და პრემია არ ექვემდებარება დაბრუნებას.    

მუხლი 13
 სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სპეციალური წოდების მქონე პირის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, თუ ეს დაზიანება შეუძლებელს ხდის მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას, სსიპ უზრუნველყოფს პირის სამინისტროს სისტემაში, მისი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამის თანამდებობაზე დასაქმებას. თუ სსიპ ობიექტური მიზეზების გამო ვერ უზრუნველყოფს დასაქმებას, უმუშევრობის პერიოდში, მაგრამ არა უმეტეს 1 წლისა, მას ყოველთვიურად ეძლევა კომპენსაცია ბოლო დაკავებული თანამდებობის თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით. აღნიშნული კომპენსაცია გაიცემა მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
მუხლი 14
 ამ ბრძანებით გათვალისწინებული ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდეს სსიპ-ის ბიუჯეტის  ხარჯზე.

 


11. 09/03/2026 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 32 - ვებგვერდი, 09/03/2026 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 10. 04/03/2026 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 28 - ვებგვერდი, 05/03/2026 9. 25/11/2025 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 113 - ვებგვერდი, 25/11/2025 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 8. 08/09/2023 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 69 - ვებგვერდი, 11/09/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 7. 29/03/2022 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 35 - ვებგვერდი, 30/03/2022 6. 29/07/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 116 - ვებგვერდი, 30/07/2020 5. 14/06/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 64 - ვებგვერდი, 15/06/2018 4. 15/03/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 39 - ვებგვერდი, 16/03/2018 3. 26/04/2017 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 218 - ვებგვერდი, 27/04/2017 2. 01/02/2017 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 47 - ვებგვერდი, 01/02/2017 1. 22/05/2015 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 365 - ვებგვერდი, 22/05/2015