„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №998 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 64
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 14/06/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/06/2018
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.034.016756
64
14/06/2018
ვებგვერდი, 15/06/2018
040030000.22.034.016756
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №998 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №998 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №64

2018 წლის 14 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №998 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების  საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №998 ბრძანებაში (ვებგვერდი, 31/12/2013, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.034.016249) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის (შემდგომში – სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) არასაბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ქვედანაყოფის მოსამსახურეს სსიპდაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შეიძლება დაუწესდეს სახელფასო დანამატი №1 დანართით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი გახარია

დანართი 1

1. სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის არასაბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ქვედანაყოფის მოსამსახურის (შემდგომში – მოსამსახურე) სახელფასო დანამატი განისაზღვრება  დაცვის მომსახურების შესახებ ხელშეკრულების (შემდგომში – ხელშეკრულება) ღირებულების გათვალისწინებით.

2. თუ ხელშეკრულების ღირებულება თვეში ერთი უმცროსი ინსპექტორის (რიგითი შემადგენლობა) მომსახურებისათვის აღემატება 500 ლარს, უმცროს ინსპექტორს სახელფასო დანამატის სახით მიეცემა ხელშეკრულების ღირებულებიდან 500 ლარს ზევით  დარიცხული თანხის 85 პროცენტი.  

3. თუ ხელშეკრულების ღირებულება  თვეში  ერთი  ოფიცრის მომსახურებისათვის აღემატება  600 ლარს, ოფიცერს დანამატის სახით მიეცემა ხელშეკრულების ღირებულებიდან 600 ლარს ზევით დარიცხული თანხის 85 პროცენტი.

4. ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაო ცვლიდან თავისუფალ დროს დამატებითი სამუშაოს შესრულებისთვის მოსამსახურის სახელფასო დანამატი გაიცემა შემდეგი წესით:

ა) სრული სამუშაო ცვლის შესრულებისას სახელფასო დანამატის საერთო თანხა  განისაზღვრება დამატებით გაწეული მომსახურებისათვის დარიცხული თანხის 50  პროცენტის ოდენობით;

ბ) ხელშეკრულებაში ერთი მოსამსახურის მომსახურებისათვის საფასურის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში დანამატის საერთო თანხა განისაზღვრება თანამდებობრივი სარგოს 80 პროცენტის ოდენობით;

გ) არასრული სამუშაო ცვლის შესრულებისას სახელფასო დანამატი განისაზღვრება საათობრივად, ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით.

5. მოძრავი ტვირთების, მათ შორის, ფულადი სახსრებისა და ფასეულობების დაცვა-გაცილებაში  მონაწილე მოსამსახურეს (ინკასაციის, მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველოების მოსამსახურეთა გარდა) სამუშაო ცვლიდან თავისუფალ დროს,  დამატებითი სამუშაოს შესრულების შემთხვევაში, ეძლევა  სახელფასო დანამატი, რომლის საერთო თანხა განისაზღვრება გაწეული მომსახურებისათვის დარიცხული თანხის 25  პროცენტის ოდენობით.

6. რკინიგზის ობიექტების დაცვის სამმართველოს სატვირთო მატარებლების გაცილებაში მონაწილე მოსამსახურეს ყოველი გაცილებისთვის ეძლევა სახელფასო დანამატი შემდეგი წესის მიხედვით:

ა)  30 კმ-დან 100 კმ-მდე – 5 ლარი;

ბ) 100 კმ-დან 150 კმ-მდე – 10 ლარი;

გ) 150 კმ და მეტი – 17.50 ლარი.

7.  ამ დანართის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დანამატის საერთო თანხა ყოველთვიურად ნაწილდება დამატებითი სამუშაოს შესრულებაში მონაწილე მოსამსახურეებზე წარმოდგენილი სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, ხოლო მე-6 პუნქტის შემთხვევაში – სამსახურებრივი ბარათისა და თანდართული შესაბამისი დოკუმენტების მიხედვით.

შენიშვნა:

1. 2013 წლის 1 მარტიდან 2017 წლის 1 ივნისამდე სახელშეკრულებო ურთიერთობათა ფარგლებში დაცვის ქვეშ აყვანილი ახალი და/ან  დამატებული ობიექტის, აგრეთვე 2013 წლის 1 მარტამდე დადებული ხელშეკრულების საფუძველზე დაცვის ქვეშ აყვანილ ობიექტზე, 2013 წლის 1 მარტიდან 2017 წლის 1 ივნისამდე განსხვავებული საშტატო ერთეულის  შექმნის შემთხვევაში,  აღნიშნულ საშტატო ერთეულზე დასაქმებული მოსამსახურის სახელფასო დანამატი  განისაზღვრება  შემდეგნაირად:

ა) თუ ხელშეკრულების ღირებულება თვეში ერთი უმცროსი ინსპექტორის (რიგითი შემადგენლობა) მომსახურებისათვის აღემატება 500 ლარს, უმცროს ინსპექტორს სახელფასო დანამატის სახით მიეცემა ხელშეკრულების ღირებულებიდან 500 ლარს ზევით დარიცხული თანხის 50 პროცენტი;

ბ) თუ ხელშეკრულების ღირებულება თვეში ერთი ოფიცერის მომსახურებისათვის აღემატება 600 ლარს, ოფიცერს სახელფასო დანამატის სახით მიეცემა ხელშეკრულების ღირებულებიდან 600 ლარს ზევით დარიცხული თანხის 50 პროცენტი.

2. 2017 წლის 1 ივნისიდან სახელშეკრულებო ურთიერთობათა ფარგლებში დაცვის ქვეშ აყვანილი ახალი და/ან დამატებული ობიექტის, აგრეთვე 2017 წლის 1 ივნისამდე დადებული ხელშეკრულების საფუძველზე დაცვის ქვეშ აყვანილ ობიექტზე, 2017 წლის 1 ივნისიდან  განსხვავებული საშტატო ერთეულის შექმნის შემთხვევაში, აღნიშნულ საშტატო ერთეულზე  დასაქმებული მოსამსახურის სახელფასო დანამატი  განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) თუ ხელშეკრულების ღირებულება თვეში ერთი უმცროსი ინსპექტორის (რიგითი შემადგენლობა) მომსახურებისათვის აღემატება 600 ლარს, უმცროს ინსპექტორს სახელფასო დანამატის სახით  მიეცემა ხელშეკრულების ღირებულებიდან 600 ლარს ზევით დარიცხული თანხის  50 პროცენტი;

ბ) თუ ხელშეკრულების ღირებულება თვეში ერთი ოფიცრის მომსახურებისათვის აღემატება 700 ლარს, ოფიცერს სახელფასო დანამატის სახით  მიეცემა ხელშეკრულების ღირებულებიდან 700 ლარს ზევით დარიცხული თანხის 50 პროცენტი.

3.  შენიშვნის პირველი და მე-2 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება იმ დაცვის ობიექტზე, სადაც:

ა) დამკვეთის მიერ განხორციელდა სამართლებრივი ფორმის, სახელწოდების, იურიდიული მისამართის შეცვლა, მაგრამ დაცვის  ობიექტი უცვლელია;

ბ) დამკვეთის მიერ განხორციელდა მისამართის შეცვლა, მაგრამ უცვლელი დარჩა შტატით გათვალისწინებული თანამდებობა;

გ) შეიცვალა დამკვეთი, მაგრამ უცვლელი დარჩა დაცვის ობიექტი და შტატით გათვალისწინებული თანამდებობა.