„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №998 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 69
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 08/09/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/09/2023
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.034.017397
69
08/09/2023
ვებგვერდი, 11/09/2023
040030000.22.034.017397
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №998 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №998 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №69

2023 წლის 8 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №998 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №998 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 040030000.22.034.016249) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის დანართი №1-ის:

1. მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მოძრავი ტვირთების, მათ შორის, ფულადი სახსრებისა და ფასეულობების დაცვა-გაცილებაში მონაწილე მოსამსახურეს (ინკასაციის, მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველოების მოსამსახურეთა გარდა) სამუშაო ცვლიდან თავისუფალ დროს, დამატებითი სამუშაოს შესრულების შემთხვევაში, ეძლევა სახელფასო დანამატი, რომლის საერთო თანხა განისაზღვრება გაწეული მომსახურებისათვის დარიცხული თანხის 25 პროცენტამდე ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 2 000 (ორი ათასი) ლარისა თვეში, დაცვა-გაცილებაში მონაწილე ერთ მოსამსახურეზე.“.

2. მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ დანართის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დანამატის საერთო თანხა ყოველთვიურად ნაწილდება დამატებითი სამუშაოს შესრულებაში მონაწილე მოსამსახურეებზე წარმოდგენილი სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2023 წლის პირველი ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური