„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №998 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 116
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.034.017045
116
29/07/2020
ვებგვერდი, 30/07/2020
040030000.22.034.017045
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №998 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №998 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №116

2020 წლის 29 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №998 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების  საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №998 ბრძანებაში (ვებგვერდი, 31/12/2013, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.034.016249) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესი აწესრიგებს  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (შემდგომში – სსიპ) დასაქმებულ  პოლიციის სპეციალური წოდების მქონე პირთა, სამოქალაქო პირთა (რომელთაც უკავიათ შტატი და არ გააჩნიათ სპეციალური წოდება) და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა (შემდგომში – მოსამსახურე) სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებს.“.

2. მე-2 მუხლის მე-3-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ყოველთვიურ ხელფასს და სხვა ფულად გასაცემს სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს სსიპ-ის ხელმძღვანელი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს შესაძლებელია მიეცეს სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი.

4. სსიპ-ის სპეციალური წოდების მქონე პირისა და სსიპ-ის  სამოქალაქო პირის შრომის ანაზღაურებისა და სხვა გასაცემლის დაანგარიშება ხდება კალენდარული დღეების მიხედვით, ხოლო სსიპ-ის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის – სამუშაო დღეების მიხედვით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური