საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 29/01/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/02/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 07/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016229
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
7
29/01/2014
ვებგვერდი, 03/02/2014
120340000.22.026.016229
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (03/02/2014 - 16/12/2016)

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №7

2014 წლის 29 იანვარი

ქ. თბილისი

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების დებულების დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა   და საქართველოს მთავრობის 2013 წლის №297 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ქ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების თანდართული დებულება.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ალასანია



საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის

სპეციალური ოპერაციების ძალების

დებულება


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის  სპეციალური ოპერაციების  ძალები (შემდგომ - ძალები) არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის (შემდგომ - გენერალური შტაბი) სტრუქტურული ქვედანაყოფი.  

2. ძალები თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომ - მინისტრი) სამართლებრივი აქტებითა და გენერალური შტაბის უფროსის  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.

3. ძალები კომპეტენციის ფარგლებში, თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომ-სამინისტრო).

4. ძალებს აქვს საბრძოლო დროშა, ბეჭედი ქართულ-ინგლისური წარწერით ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალები’’, შტამპი,  გერბი, აგრეთვე ბლანკი საკუთარი სახელწოდებით. 

მუხლი 2. ძალების  ამოცანები და ფუნქციები

ძალების ამოცანები და ფუნქციებია:

ა) კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობაში მონაწილეობა;

ბ)  საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად, მათ შორის სპეციალური ოპერაციების, პირდაპირი მოქმედებების, სპეციალური დაზვერვის, კონტრტერორისტული ოპერაციების და არაკონვენციური საომარი მოქმედებების განხორციელებისათვის ძალთა მზადყოფნა;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად ფსიქოლოგიური ოპერაციების, სამოქალაქო საქმეთა ოპერაციების, მშვიდობის დამყარების ოპერაციების, უსაფრთხოების, დამხმარე და სხვა სახის მოქმედებათა შესრულებაში მონაწილეობის მისაღებად მზადყოფნა;

დ) გენერალური შტაბის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ურთიერთქმედება ოპერატიული დაგეგმარების საკითხებში;

ე) დაქვემდებარებული სტრუქტურული და მიმაგრებული საბრძოლო ქვედანაყოფების ოპერატიულ-ტაქტიკური მართვა და კონტროლი;

ვ) სპეციალური ოპერაციებისა და სხვა დაკისრებულ საბრძოლო ამოცანათა წარმოების მართვა და კონტროლი;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სამხედრო პროგრამების დაგეგმვისა და თავდაცვის ბიუჯეტის ფორმირებაში მონაწილეობის მიღება;

თ) დაკისრებული ამოცანების განსახორციელებლად, ძალების ქვედანაყოფების კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტება და მათი პროფესიონალური საქმიანობის განვითარებისათვის საბრძოლო მომზადების, საბრძოლო მზადყოფნისა და ბრძოლისუნარიანობის დონის შენარჩუნება და ამაღლება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, ძალებში სადაზვერვო და უსაფრთხოების ღონისძიებების გატარება, სასწავლო პროგრამების, გეგმებისა და დირექტივების შემუშავება, ლოგისტიკური მომსახურების, მატერიალურ–ტექნიკური საშუალებების დაგეგმარება  და ერთიანი კავშირის  განხორციელება;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, ძალებისთვის, ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის სპეციალური სწავლებების დაგეგმვა, ჩატარება, მონიტორინგი და ანალიზის განხორციელება, ასევე ჩატარებული სწავლებების შემდგომ შესაბამისი სერტიფიკატის გაცემა;

ლ) წყალზე სამოქმედო არეალში  სპეციალური ოპერაციების უზრუნველყოფა;

მ) სპეციალური ოპერაციებისათვის საცეცხლე მხარდაჭერის განხორციელების დაგეგმვა, ასევე ამოცანათა ოპერატიულად შესასრულებლად სწრაფი რეაგირების  ქვედანაყოფთა მზადყოფნის უზრუნველყოფა;

ნ) მკაცრ და შეზღუდულ გარემოში სპეციალური სადაზვერვო და საბრძოლო ამოცანათა შესრულებისათვის მუდვიმი მზადყოფნა;

ო) ძალების სტრუქტურული ქვედანაყოფების დისლოკაციის ადგილების დაცვა, კომპეტენციის ფარგლებში დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში ლოგისტიკური, საავტომობილო  და სამედიცინო მომსახურება, ასევე  კავშირის ერთიანობის განხორციელება.

მუხლი 3.  ძალების ხელმძღვანელობა

1. ძალებს ხელმძღვანელობს სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური (შემდგომ – ძალების მეთაური), რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, გენერალური  შტაბის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. ძალების მეთაური უშუალოდ ექვემდებარება გენერალური შტაბის უფროსს.

3. ძალების მეთაური:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ძალების საქმიანობას;

ბ) პასუხისმგებელია ძალების ფუნქციების შესრულებაზე;

გ) ახორციელებს კონტროლს ძალების სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობაზე, თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი (ფუნქციონალური) მოვალეობებისა და დისციპლინის დაცვაზე;

დ) წარადგენს დასამტკიცებლად ძალების საშტატო ნუსხას;

ე) ძალების შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსების/მეთაურების (შემდეგში - ხელმძღვანელი) შუამდგომლობის საფუძველზე, გენერალური  შტაბის უფროსს წარუდგენს წინადადებებს ძალების (სტრუქტურული ქვედანაყოფების) მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაადგილების ან/და მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;

ვ) ხელს აწერს და/ან ვიზირებას უკეთებს ძალებში მომზადებულ დოკუმენტებს;

ზ) გამოითხოვს საჭირო ინფორმაციას სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან ან კომპეტენციის ფარგლებში სხვა ორგანოებიდან;

თ) მინისტრისა და გენერალური  შტაბის უფროსის მიერ დამტკიცებული გეგმების შესაბამისად, ახორციელებს მთლიანად ძალების ოპერატიულ და საბრძოლო უზრუნველყოფას;

ი) გენერალურ  შტაბთან შეთანხმებით განსაზღვრავს ძალების პრიორიტეტებს;

კ) ხელმძღვანელობს ძალების მასშტაბით მიმდინარე სასწავლო და საბრძოლო ოპერაციებს;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, განსაზღვრავს და ამტკიცებს ფუნქციონალურ მოვალეობებს ძალების დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფების მოსამსახურეთათვის;

მ) ძალების სპეციფიკიდან გამომდინარე კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს და ამტკიცებს ძალების ქვედანაყოფების დღის განრიგებს, ასევე მორიგეობისა და დასვენების პერიოდებს;

ნ) ორგანიზებას უკეთებს ძალებისა და დაქვემდებარებულ ქვედანაყოფთა განლაგებების დაცვას, საყარაულო და შინაგანი სამსახურების წესდებების შესრულებას;

ო) კომპეტენციის ფარგლებში, ორგანიზებას უწევს საყაზარმო-საბინაო ფონდის მოვლასა და დანიშნულებისამებრ გამოყენებას, სხვა შენობა-ნაგებობათა და ტერიტორიის სწორად ექსპლუატაციას, ძალების ხანძარსაწინააღმდეგო დაცვას;

პ) განსაზღვრავს და შესაბამის წინადადებებს წარუდგენს ხელმძღვანელობას ძალების ქვედანაყოფების მიერ სპეციალური სწავლებებისას საჭირო სპეციალური აღჭურვილობის, შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების, ასევე მოტორესურსების ხარჯებთან დაკავშირებით;

ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ამზადებს დასაბუთებულ წინადადებებს ძალებიდან ამორტიზირებული შეიარაღების, საბრძოლო და სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ჩამოწერის შესახებ და წარუდგენს გენერალური  შტაბის უფროსს;

რ) კომპეტენციის ფარგლებში, შეიარაღებული ძალების შესაბამის სტრუქტურულ  ქვედანაყოფებთან შეთანხმებით, ხელმძღვანელობს სპეციალური კურსების გავლას და შესაბამისი სერტიფიკატების გაცემას;

ს) გენერალური  შტაბის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეთანხმებით, კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ძალებისთვის სპეციალური სახელმძღვანელოების, ცნობარებისა და დამხმარე ლიტერატურის შემუშავებას;

ტ) უზრუნველყოფს ძალებზე რიცხული შეიარაღების, საბრძოლო და სხვა ტექნიკის, საბრძოლო მასალების, საწვავისა და სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების, ასევე ხელშეუხებელი მარაგების დაცვა-შენახვას,  და სწორად გამოყენებას, პერიოდულად ამოწმებს მათ რაოდენობას, მდგომარეობასა და საბრძოლო მზადყოფნას;

უ) ახორციელებს გენერალური  შტაბის დებულებით, ამ დებულებითა და მინისტრის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა მოვალეობებს.

4. ძალების მეთაურს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც ძალების მეთაურის წარდგინებითა და გენერალური  შტაბის უფროსის შუამდგომლობით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

5. ძალების მეთაურის არყოფნის დროს მის ფუნქცია-მოვალეობებს, ახორციელებს ძალების მეთაურის მოადგილე.

6. ძალების მეთაურის მოადგილე:

ა) პასუხისმგებელია ძალებზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს ძალებში მომზადებულ დოკუმენტებს;

გ) აკონტროლებს და პასუხისმგებელია ძალების სტრუქტურული ქვედანაყოფების ოპერატიულ მზადყოფნასა და ძალების უზრუნველყოფის ოპერაციებზე;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, ორგანიზებას უწევს ძალების მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადებისა და ატესტაციის საკითხებს, სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეთანხმებით;

ე) უზრუნველყოფს ძალების ეფექტურ ფუნქციონირებას.

მუხლი 4. ძალების სტრუქტურა, სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები და ხელმძღვანელობა

1. ძალების სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა)  ადმინისტრაციული სამმართველო;

ბ) შტაბი;

გ) სპეციალური დანიშნულების ბატალიონი;

დ) საზღვაო სპეციალური დანიშნულების რაზმი;

ე) სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრი;

ვ) სამთო–რეინჯერთა ბატალიონი;

ზ) უზრუნველყოფის ბატალიონი.

  1. ადმინისტრაციული სამმართველოს ფუნქციებია:

ა) ძალების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, ასევე კომპეტენციის ფარგლებში ძალებში შემოსული სამართლებრივი აქტების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, დისციპლინური საქმეების განხილვაში მონაწილეობის მიღება და დისციპლინის მდგომარეობაზე კონტროლი;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, ძალების მიერ განსახორციელებელ შესყიდვებზე ხელშეკრულებების მომზადება, მათი საფინანსო გათვლები და შესყიდვებისას განსახორციელებელი შესაბამისი პროცედურების ზედამხედველობა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, ძალების საფინანსო უზრუნველყოფა, ასევე პროგრამირებისა და საბიუჯეტო გათვლების შესაბამის დაგეგმვა;

ე) ძალებში საქმისწარმოების (მათ შორის საიდუმლო საქმისწარმოების) განხორციელება/კონტროლი,ასევე საფელდეგერო მომსახურება და ძალებში არსებული დოკუმენტაციის შენახვა/დაარქივება.

  1. შტაბის ფუნქციებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, პირადი შემადგენლობის აღრიცხვა, საშტატო–სტრუქტურული საკითხების დამუშავება, ადამიანური რესუსრებისა და საკადრო საქმიანობის დაგეგმვა და მისი განხორციელების კონტროლი;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ძალებში სადაზვერვო და უსაფრთხოების საქმიანობის დაგეგმვა და განხორციელება, სადაზვერვო ქვედანაყოფების საქმიანობის ზედამხედველობა, ასევე ძალებს დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებების კონტროლი;

გ) ძალების მასშტაბით ოპერატიული დაგეგმვის განხორციელება, ძალების ქვედანაყოფების სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული გეგმებისა და დირექტივების შემუშავება, საბრძოლო ოპერაციების დაგეგმვა. ასევე  ძალებს დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში საჯარისო სამსახურის დაგეგმვისა და განხორციელების კონტროლი;

დ) ლოგისტიკური საშუალებებით ძალების უზრუნველყოფის დაგეგმვა, ძალებში მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებისა და შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციის კონტროლი, ასევე პირადი შემადგენლობის კვებით უზრუნველყოფა;

ე) ძალებსა და მის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის კავშირის ერთიანობა და სისტემატიზაციის უზრუნველყოფა, კავშირისა და კომპიუტერული სისტემების გამართული მუშაობის დაგეგმვა და განხორციელებული/განსახორციელებელი სამუშაოების კონტროლი;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, ძალებში საბრძოლო მომზადების ღონისძიებების დაგეგმვა, ასევე ძალებში სასწავლო პროგრამების, დოქტრინალური და საველე სახელმძღვანელოების შემუშავების ხელშეწყობა და მისი განხორციელების კონტროლი.

  1. სპეციალური დანიშნულების ბატალიონის ფუნქციებია:

ა) ძალებისათვის დაკისრებული სპეციალური ოპერაციების შესრულება,  მათ შორის პირდაპირი მოქმედებების, სპეციალური დაზვერვის, კონტრტერორისტული ოპერაციების და არაკონვენციური საომარი მოქმედებების განხორციელება;

ბ) სპეციალურ ოპერაციებს განკუთვნილი სხვა დამხმარე მოქმედებების, მათ შორის ფსიქოლოგიური ოპერაციების, სამოქალაქო საქმეთა ოპერაციების, მშვიდობის დამყარების ოპერაციებისა და უსაფრთხოების სხვა მოქმედებათა განხორციელებისათვის მზადყოფნა.

  1. საზღვაო სპეციალური დანიშნულების რაზმის ფუნქციებია:

ა) ძალების წინაშე წყალზე სამოქმედო არეალში დასმული ამოცანების განხორციელება და ხმელეთზე გარკვეული სპეციალური ოპერაციების უზრუნველყოფა;

ბ) სპეციალური პროგრამების შექმნა და სწავლებების ჩატარება, სწავლებების საჭირო მატერიალურ–ტექნიკური ბაზისა და პირობების უზრუნველყოფა, ასევე წარმატებულ კურსდამთავრებულთა შესაბამისი სერტიფიცირება.

  1. სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის ფუნქციებია:

ა) სპეციალური დანიშნულების მებრძოლის განვითარებისათვის პროგრამების დაგეგმვა და შესაბამისი ტექნიკური და პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელება;

ბ) სპეციალობების მიხედვით შესაბამისი სპეციალური სამხედრო მომზადების ძირითადი კურსების ორგანიზება და ჩატარება;

გ) სწავლებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და პირობების უზრუნველყოფა;

დ) ჯგუფურად ან ინდივიდუალურად პირადი შემადგენლობის გადამზადება შესაბამის სპეციალობებში;

ე) წარმატებულ კურსდამთავრებულთა სერტიფიცირება.

  1. სამთო–რეინჯერთა ბატალიონის ფუნქციებია:

ა) სამთო, მკაცრ და შეზღუდულ გარემო პირობებში საბრძოლო და სხვა სახის მოქმედების შესაძლებლობა, როგორც ინდივიდუალურად, ასევე საცეცხლე მხარდამჭერი ქვედანაყოფის სახით;

ბ) სპეციალურ ოპერაციებს განკუთვნილი პირდაპირი მოქმედებების, ასევე  სპეციალურ ოპერაციათა დამხმარე ოპერაციების განხორციელების უზრუნველყოფა;

გ) სრული სპექტრის ოპერაციების მსვლელობისას კონვენციურ ქვედანაყოფებთან ურთიერთქმედების შესაძლებლობა.

  1. უზრუნველყოფის ბატალიონის ფუნქციებია:

ა) ძალების ძირითადი დისლოკაციის ადგილების დაცვა და უსაფრთხოების ღონისძიებების გატარება;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ძალებში ლოგისტიკური უზრუნველყოფის განხორციელება;

გ) ძალებზე დაქვემდებარებული ქვედანაყოფების სატრანსპორტო მომსახურება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, ძალების პირადი შემადგენლობის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, ძალებში ოპერატიული და ხარისხიანი კავშირგაბმულობის სისტემის განხორციელება.

9. ძალების სტრუქტურულ ქვედანაყოფებს ხელმძღვანელობს მეთაური ან უფროსი (ხელმძღვანელი), რომელსაც ძალების მეთაურის წარდგინებით და გენერალური  შტაბის უფროსის შუამდგომლობით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  მინისტრი.

10. სტრუქტურული ქვედანაყოფის  ხელმძღვანელი:  

ა) ძალების მეთაურის ხელმძღვანელობით წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას, პასუხისმგებელია ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) ანაწილებს დავალებებს მოსამსახურეებს შორის და ახორციელებს კონტროლს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების დროულ და ხარისხიან შესრულებაზე;

გ) ხელს აწერს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს და განიხილავს კორესპონდენციას;

დ) შეიმუშავებს წინადადებებს თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ე) შუამდგომლობს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

ვ) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს დაკისრებული უფლება-მოვალეობის განხორციელებისას;

ზ) ანგარიშს აბარებს ძალების მეთაურს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ.

11. ძალების საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ძალების სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შეიძლება გააჩნდეს დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფები, რომლებსაც ხელმძღვანელობენ მეთაურები ან უფროსები, რომლებიც:

ა) ანაწილებენ სტრუქტურულ ქვედანაყოფში შესულ დავალებებს;

ბ) ახორციელებენ დაქვემდებარებულ მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლს, აძლევენ მათ დავალებებსა და მითითებებს;

გ) შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს წარუდგენენ ანგარიშს სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე.