დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 29 იანვრის N7 ბრძანებაში ცვლილებებისა შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 101 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/12/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 19/12/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120340000.22.026.016434 |
|
,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 29 იანვრის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 29 იანვრის №7 ბრძანებით (ვებგვერდი, 03/02/2014, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016229) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-4 მუხლის:
1. პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. პირველი პუნქტის ,,ვ’’ და ,,ზ’’ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ვ) რეინჯერთა ბატალიონი; ზ) მხარდამჭერი ბატალიონი;’’. 3. პირველ პუნქტს დაემატოს „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით: „თ) საფინანსო განყოფილება; ი) იურიდიული განყოფილება.“. 4. მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 5. მე-3 პუნქტს დაემატოს „ზ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ზ) ძალებში საქმისწარმოების (მათ შორის – საიდუმლო საქმისწარმოების) განხორციელება/კონტროლი, ასევე საფელდეგერო მომსახურება და ძალებში არსებული დოკუმენტაციის შენახვა/დაარქივება.“. 6. მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. რეინჯერთა ბატალიონის ფუნქციებია: ა) სამთო, მკაცრ და შეზღუდულ გარემო პირობებში საბრძოლო და სხვა სახის მოქმედების შესაძლებლობა, როგორც ინდივიდუალურად, ასევე საცეცხლე მხარდამჭერი ქვედანაყოფის სახით; ბ) სპეციალურ ოპერაციებს განკუთვნილი პირდაპირი მოქმედებების, ასევე სპეციალურ ოპერაციათა დამხმარე ოპერაციების განხორციელების უზრუნველყოფა; გ) სრული სპექტრის ოპერაციების მსვლელობისას კონვენციურ ქვედანაყოფებთან ურთიერთქმედების შესაძლებლობა 8. მხარდამჭერი ბატალიონის ფუნქციებია: ა) ძალების ძირითადი დისლოკაციის ადგილების დაცვა და უსაფრთხოების ღონისძიებების გატარება; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ძალებში ლოგისტიკური უზრუნველყოფის განხორციელება; გ) ძალებზე დაქვემდებარებული ქვედანაყოფების სატრანსპორტო მომსახურება; დ) კომპეტენციის ფარგლებში, ძალების პირადი შემადგენლობის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა; ე) კომპეტენციის ფარგლებში, ძალებში ოპერატიული და ხარისხიანი კავშირგაბმულობის სისტემის განხორციელება.’’. 7. მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს 81 და 82 პუნქტები შემდეგი რედაქციით: „81. საფინანსო განყოფილების ფუნქციებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში, ძალების მიერ განსახორციელებელ შესყიდვებზე ხელშეკრულებების მომზადება, მათი საფინანსო გათვლები და შესყიდვებისას განსახორციელებელი შესაბამისი პროცედურების ზედამხედველობა; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ძალების საფინანსო უზრუნველყოფა, ასევე პროგრამირებისა და საბიუჯეტო გათვლების შესაბამისი დაგეგმვა. 82. იურიდიული განყოფილების ფუნქციებია: ა) ძალების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, ძალებში შემოსული სამართლებრივი აქტების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და შესაბამისი რეაგირება; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, დისციპლინური წარმოების სამართლებრივი უზრუნველყოფა.“ .
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ძალაშია 2016 წლის 19 დეკემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები