დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 328 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 10/12/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/12/2013 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 10/09/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 040110030.10.003.017495 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (10/12/2013 - 23/09/2015)
|
სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
|
მუხლი 1 |
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის, 38-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის №1037-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის თანდართული წესი. |
მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესი
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ეს წესი განსაზღვრავს: ა) სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურისა და საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესს; ბ) სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემისა და საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესს. 2. ამ წესის მიზნებიდან გამომდინარე, ქონების მმართველში იგულისხმება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ‑ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ან მათ მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედი ორგანო, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე (გარდა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისა), რომელიც თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მნიშვნელობა. 4. ამ წესით არ რეგულირდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას, ასევე იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საპრივატიზებო საფასურისა და საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესი. მუხლი 2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზებისას საპრივატიზებო საფასურისა და საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესი 1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო თანხა განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით, ხოლო პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო თანხა შესაძლოა განისაზღვროს დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილ ფასზე ნაკლები ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ, პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო თანხის დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილ ფასზე ნაკლები ოდენობით განსაზღვრის შემთხვევაში, ინფორმაცია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში წარედგინება საქართველოს მთავრობას მოწონებისათვის. 3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილებით. მუხლი 3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას საპრივატიზებო საფასურის ოდენობა და მისი გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილებით. მუხლი 4. მოძრავი ნივთის საპრივატიზებო საფასურისა და საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესი 1. მოძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო თანხა განისაზღვრება ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. 2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის (შემდეგში - მომსახურების სააგენტო) განსაკარგავად გადაცემული ქონების საპრივატიზებო საფასური და საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება მომსახურების სააგენტოს მიერ (ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულების, მომსახურების სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის შეფასების ან საექსპერტო დაწესებულების (ექსპერტის) ან/და აუდიტური ფირმის (აუდიტორის) შესაბამისი დასკვნის საფუძველზე), საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი პირობებით. 3. მოძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილებით. მუხლი 5. სახელმწიფო ქონების საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესი 1. სახელმწიფო ქონების სასყიდლით სარგებლობაში გადაცემისას ქონების საწყისი სარგებლობაში გადაცემის წლიური საფასური განისაზღვრება ქონების მმართველის მიერ, ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული საწყისი საპრივატიზებო თანხის არანაკლებ 5 პროცენტის ოდენობით, გარდა იმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასურისა, რომლებიც არ ექვემდებარება პრივატიზებას. 2. სახელმწიფო ქონების პირობებით სასყიდლით სარგებლობაში გადაცემისას ქონების საწყისი სარგებლობაში გადაცემის წლიური საფასური შეიძლება განისაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დადგენილი ქონების საწყის სარგებლობაში გადაცემის წლიურ საფასურზე ნაკლები ოდენობით. 3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების, რომლებიც არ ექვემდებარება პრივატიზებას, სასყიდლით აუქციონის საფუძველზე სარგებლობაში გადაცემისას საწყის სარგებლობაში გადაცემის წლიურ საფასურს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 4. ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო ქონების სასყიდლით სარგებლობაში აუქციონის გარეშე გადაცემისას ქონების სარგებლობაში გადაცემის წლიური საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილებით. მუხლი 6. წილების და აქციების საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესი 1. წილების/აქციების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას წილების/ აქციების საწყისი საპრივატიზებო თანხა უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობის, საწარმოს კაპიტალის ან არანაკლებ საწარმოს წმინდა აქტივების ღირებულებისა (საწარმოს აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულებებს შორის სხვაობა), ხოლო პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო თანხა შესაძლოა განისაზღვროს დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილ ფასზე, საწარმოს კაპიტალის ან საწარმოს წმინდა აქტივების ღირებულებაზე ნაკლები ოდენობით. 2. წილების/აქციების პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას წილების/აქციების საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილებით. 3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილების/აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზებისას წილების და აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების საპრივატიზებო საფასური (საჯარო შეთავაზების შემთხვევაში ‑ საწყისი საპრივატიზებო საფასური) განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. წილების/აქციების აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემისას მართვის უფლებით გადაცემის საწყისი საპრივატიზებო თანხა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება ქონების მმართველის მიერ. 5. წილების/აქციების პირდაპირი გადაცემის ფორმით მართვის უფლებით გადაცემისას მართვის უფლებით გადაცემის საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილებით. მუხლი 7. საწყისი საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის შემცირება განმეორებით აუქციონის დროს თუ არ მოხდება აუქციონზე გატანილი, სახელმწიფო ქონების განკარგვა ან სარგებლობაში გადაცემა, განმეორებით აუქციონზე აღნიშნული ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური/საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასური შეიძლება 50%-მდე შემცირდეს, ხოლო თუ სახელმწიფო ქონება განმეორებით აუქციონზეც არ განიკარგა ან არ გადაიცა სარგებლობაში, საწყისი საპრივატიზებო საფასური/საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს. |
დოკუმენტის კომენტარები