„სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 დეკემბრის №328 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 556
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/10/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 10/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 040110030.10.003.018942
556
29/10/2015
ვებგვერდი, 30/10/2015
040110030.10.003.018942
„სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 დეკემბრის №328 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №556

2015 წლის 29 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

„სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 დეკემბრის №328 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 დეკემბრის №328 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/12/2013, 040110030.10.003.017495) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი: 

მუხლი 61. მოთხოვნებისა და უფლებების (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციებისა) საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესი

1. მოთხოვნებისა და უფლებების  (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციებისა) უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების საწყისი საპრივატიზებო თანხა გა­ნისაზღვრება არანაკლებ  დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დას­კ­ვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით, ხოლო მოთხოვნებისა და უფლებების (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციებისა) პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო თანხა შესაძლოა განისაზღვროს დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვ­ნის საფუძველზე დადგენილ ფასზე ნაკლები ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, პირობებიანი აუქციონის ფორმით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციებისა) პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო თანხის დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დად­გე­ნილ ფასზე ნაკლები ოდენობით განსაზღვრის შემთხვევაში, ინფორ­მა­ცია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში წარედგინება საქართველოს მთავ­რო­ბას მოწონებისათვის.

3. მოთხოვნებისა და უფლებების  (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციებისა) პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკურენ­ტუ­ლი შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზე­ბისას, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილებით.“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი